ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. სამშაბათს ესპანეთის ნაკრების მოთამაშემ, ჯენიფერ ერმოსომ, პროკურატურაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.

ფეხბურთელი გოგონა მანამდე აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი გამარჯვებით გამოწვეული ემოციების გამო მოხდა.

"კოცნა ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა ყველაფერი ემოციის გამო მოხდა - მეტი არაფერი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს აჟიოტაჟს არ გამოიწვევს”, - ამბობდა თავდაპირველად ფეხბურთელი.

აგვისტოს ბოლოს, ეროვნული სასამართლოს პროკურატურამ რუბიალესის მიერ შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე წინასწარი გამოძიება დაიწყო, მაგრამ ხელისუფლებას საქმის გასახსნელად თავად ფეხბურთელის განცხადება სჭირდებოდა.

"სექსუალური ძალადობის საქმის აღძვრისთვის აუცილებელია დაზარალებულმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა სასამართლოში შეიტანოს სარჩელი ან მიმართოს პროკურატურას“, - აცხადებდნენ პროკურორები.

როგორც ცნობილია, დისციპლინურ გამოძიებას აწარმოებს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაც (FIFA), რომელმაც რუბიალესი საფეხბურთო საქმიანობას სამი თვით ჩამოაშორა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ შორის, საკუთარი ფედერაციის ხელმძღვანელობისგან, რუბიალესმა უარი თქვა გადადგომაზე და განაცხადა, რომ სასამართლოში თავს დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მან ინგლისის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. მაგრამ დაჯილდოების ცერემონიაზე ყველას ყურადღება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის საქციელმა მიიპყრო - რუბიალესმა ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს, ჯენიფერ ერმოსოს, უკითხავად აკოცა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.

წყარო: Ambebi.ge

ქარო
სიტყვა ძალადობის მნიშვნელობა იცით რაარის სადარის ძალადობა ხალხო ეს არარი დანაშაული განიცადა ტკივილი ან წინააღმდეგობა გუწია თუ სტრესსი ჩავარდა .... დანაშაული არარსებობს ამ ფაქტით
ზურიკო-ს
ძალადობის შესახებ რაიმე გაგეგება? ვინმე შენიანს რომ ასე სახალხოდ ვინმე დაუძგეროს და აკოცოს რამდენად მოგეწონება? ცოტა დაფიქრდით სანამ დაწერტ და ნუ აზვებით პრორუსულ აგიტაციას.

და გამოსაძიებელი რა არის? სხედან და ზღვა მასალებს იკვლევენ ხომ? ვაი მაგათ პატრონს.
ზურიკო
ძაან სასაცილოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში ევროპა.. ზღვარი დაკარგეს. ეს პირველი შემთხვევა იქნება ალბათ როცა კოცნის გამო 4 წელს მიუსჯიან ))
დინამოელი
საინტერესოა: კარვახალისთვის რომ ეკოცნა მაშინაც ასეთი ამბები ატყდებოდა?
პლეხანოველი
ბაია პატარაია ჩავიდა ალბათ ესპანეთში იმ ფეხბურთელი ქალის სანახავად?
უვიცი
არავითარი შეთქმულების თეორიების მომხრე არ ვარ მაგრამ რაც აქ ხდება ფაქტია, არასამთავრობო ქალთა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველები დიდ ფულს იღებენ, მსგავსი ამბებისთვის. რას ემსახურება ეს? არვიცი ალბათ ადამიანების ყურადღების გადატანას არასწორ საკითხებზე, ნაკლები დრო უნდა დაგვრჩეს ნეოფეოდალების დევნის და ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებისთვის. დრო და დაგროვილი ნეგატიური ენერგია უნდა ვხარჯოთ ამ არაფრისმომცემი სისულელეებში.
მურთო
ესენი ღირსები არიან ის ტიტული ჩამოართვან!!! პირველ რიგში იმ პ უ ტ ა ნ კ ა ს გამო! იმ კოცნის დღესვე ქონდა ინტერვიუ და კითხეს კიდევაც მაგის შესახებ და თქვა ეს უბრალოდ კოცნა იყო, მერე რაო, არაუშავსო, უბრალოდ ემოციები ვერ მოთოკაო. ეხლა მოუნდა ხოო ჩივილი? რაღაცას შეპირდნენ ეხლა უეჭველი დაა გაიყიდაა და გამოვიდა ვითომ სპეტაკი გოგო! ეგ სულით პ უ ტ ა ნ კ ა!!! გასაგებია რომ ეს კაცი არასწორად მოიქცა მაგრამ,დავიდანვე ეთქვა მაშინ ამ პ უ ტ ა ნ კ ა ს რომ არასწორად მოექცა!
სოსო
თუ ვინმე დაწყებს მტკიცებას,რომ ეს საჩივარი ზეწოლის გამო არ არის გაკეთებული,იმათ.....!
სამართალი
ტრ..ზე რომ ეკოცნა ალბათ სამუდამო პატიმრობას მოითხოვდნენ.
ნუ გვაცინებთ.
ვაიმე, როდიდან გახდა, ევროპა ასეთი "უმწიკვლო"? ქუჩაში ყველას თვალწინ, რო ზასაობენ და სექსაობენ, მაგ დროს არ სცხვენიათ?
ლევანი
ფუუ, რა მარაზმია, რა არის ეს? თავიდან, ემოციებისგან იყოო, მერე რააო. ეხლა დაკერეს, აჩივლებინეს, და მოკლედ რა... სირცხვილი! არა მარტო ესპანეთს, ზოგადად ადამიანობას, სირცხვილი!
ქ. გ.
დებილების (ე.წ. wokeist-ების) დოღი.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"