2023 წლის მსოფლიო თასის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიო რაგბი მატჩის ოფიციალური პირების, მსაჯების და მოთამაშეების დაცვისთვის ახალ ზომებს მიიღებს.

მოგეხსენებათ, სოციალურმა მედიამ ყოფით ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა. ასევე, სპორტის გულანთებული გულშემატკივრებიც თავიანთ აზრს სოციალური ქსელების მეშვეობით აფიქსირებენ, მაგრამ ბოლო დროს აღინიშნება მსაჯთა და მორაგბეთა შეურაცხყოფა, აუგად ხსენება და ა.შ.

ამის საწინააღმდეგოდ და გამოსასწორებლად, მსოფლიო რაგბი თანამშრომლობს კომპანიასთან “Signify Group”, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგს:

- სოციალურ ქსელებში დამცავ მონიტორინგს (FB, Instagram, Twitter და ა.შ.)

- აღიქვამს 30 ენაზე დაწერილს, სურათებს და ემოციებს (Emoji)

- -ყოველდღიურ სტატისტიკას

- ფაქტების შეგროვებას

- ყველაზე მძიმე შემთხვევებში შეიძლება საქმე გადაეცეს კანონდამცველებს

ეს ყოველივე მიმართულია სპორტის ფასეულობების და რაგბული სულის წასახალისებლად, მით უმეტეს, ამ დიდი სარაგბო დღესასწაულის მიმდინარეობისას დადებითი მუხტის გასაძლიერებლად.

მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა დირექტორმა ალან გილპნმა განაცხადა: “რაგბი არის სპორტი ყველასთვის და ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას სერიოზულად ვეკიდებით, რათა ეს სპორტი გახდეს უფრო მიმზიდველი, ხელმისაწვდომი და გასართობი. რაგბიში სიძულვილი ვერ იქნება შეწყნარებული.”

მსოფლიო რაგბის ურთიერთობის უფროსი დომენიკ რამბლი: “ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსაჯების და მოთამაშეების კეთილდღეობა დაცული იყოს. მსოფლიო რაგბის და სხვა კავშირების მთავარი პრიორიტეტიც სწორედ ესაა. ასევე, ინტერნეტსივრცის კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაგბიში შეურაცხყოფას მოედანზე ან მის მიღმა ადგილი არ აქვს და დღევანდელი განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მომართულნი ვართ აღვკვეთოთ ინტერნეტსიძულვილი “სიგნიფაი ჯგუფთან” თანამშრომლობით, ეს თანამშრომლობა კი ჩვენს მიზნებს უფრო დიადს ხდის – შევინარჩუნოთ პოზიტივი და ვიზეიმოთ ერთობა და ერთად ყოფნა”.

ჯონათან ჰირშლერი, "სიგნიფაის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი: ‘’ჩვენ მოხარულნი ვართ მსოფლიო რაგბისთან მუშაობის შესაძლებლობით და გვინდა დავეხმაროთ მსაჯებს და მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ 100 პროცენტით ფოკუსირება გააკეთონ მოედანზე და არ გაეფანტოთ ყურადღება ან არ იყვნენ შეურაცხყოფილნი ინტერნეტსივრცეში. უფრო მეტი და მეტი სპორტული გაერთიანება იღებს ამ საკითხს სერიოზულად მხედველობაში და კიდევ ერთხელ მოხარულნი ვართ მსოფლიო რაგბისთან ურთიერთობით, რომლის მთავარი ფილოსოფიაა კეთილდღეობა და სპორტი, რომელიც ეყრდნობა პატივისცემას.

საქართველოს რაგბის კავშირისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს თამაშში მონაწილე ყველა პირის კეთილდღეობა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა, მათ შორის, სოციალურ ქსელებში მათი შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და არაეთიკური გამონათქვამებისგან დაცვა.

სრკ მოუწოდებს რაგბის გულშემატკივრებს და განსაკუთრებით, რაგბისთან რაიმე კავშირში მყოფ პირებს, არ დაუშვან სოციალურ ქსელებში მატჩის ოფიციალურ პირთა და თამაშში მონაწილე გუნდების წევრების შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და არაეთიკური გამონათქვამები.

rugby.ge

სულ ზევით ! ზევით !
შოტლანდიელები ჩაიცვამენ ყველას მაგივრად
dem
ურუგვაიელებთან კაცი მისული არ იყო ბურთიან მოთამაშეზე და ჩავარდნააო მაგას რა დამავიწყებს
სოსო
რა თქმა უნდა,ყველა დაცული უნდა იყოს,მაგრამ რაც შავი ლომის ამერიკაში ტურნეს დროს მსაჯების მოქმედებები ვნახეთ,ასეთი რამე,უფრო მნიშვნელოვან მატჩებშიც რომ მოხდეს,გულშემატკივრების საპასუხო რეაქციას,ვერავითარი მოწოდება და მუქარა ვერ შეაჩერებს.შეცდომა ყველას მოსდის,მაგრამ გამოცხადებულ უნამუსობას,არავინ მოითმენს და თუ ფედერაციები თვითონ არ დასჯიან,მაშინ არც ასეთი აკრძალვის მორალური უფლება ექნებათ!
ლომი
ბარემ კაბები ჩააცვით მოთამაშეებს.
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება