დღეს, 30 ივლისს საქართველოს ეროვნული გუნდი წლის პირველ მატჩს ჩაატარებს - ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული გუნდი დღეს, 30 ივლისს 2011 წლის პირველ მატჩს ჩაატარებს - ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდება. ბოლო წლებია, ქართველები შეკრებებს ავსტრიაში იწყებენ და იქაურ ნაკრებსაც ამხანაგურად რეგულარულად ეთამაშებიან. შესაბამისად, ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრა სწორედ ავსტრიელებთან მოგვიგროვდა - ხვალ ამ გუნდს მერვედ გავეჯიბრებით.

- საკმაოდ დატვირთული ვარჯიშებია, თუმცა ეს არცაა გასაკვირი, ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ აგვისტოს ბოლოსთვის სათანადო ფორმაში ვიყოთ, - გვითხრა გუშინ ლაშა ფარღალავამ, რომელიც ნაკრების დებიუტანტია.

ეროვნულ გუნდში მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა 18 კალათბურთელი გამოიძახა, თუმცა შტაინბურნში 17 კაცი ვარჯიშობს. შეკრებაზე არ გამოჩენილა ტორინ გრინი, რომელსაც ფეხის ცერი აქვს დაზიანებული და რეაბილიტაციას გადის. მან სოციალურ ქსელში დაწერა: "ევრობასკეტზე, ალბათ ვერ ვითამაშებ, რადგან ფეხზე აღდგენითი პროცესი ჯერაც არ დასრულებულა".

ასე და ამგვარად, იგორ კოკოშკოვმა მარკიზ ჰეინსის დამატებით სწორი ნაბიჯი გადადგა. საინტერესოა, რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ამერიკელ ახალწვეულზე.

- მარკიზი დადებითი პიროვნებაა, ურთიერთობაში იოლად შემოვიდა. რაც მთავარია, ძლიერი მოთამაშე ჩანს, - თქვა მიხეილ ბერიშვილმა.

დაველოდოთ დღევანდელ შეხვედრას, რომლის შედეგი ნაკრების მწვრთნელებისთვის დიდად მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, რადგან გუნდი ახალი შეკრებილია და ჯერ ფიზიკური კონციციების გაუმჯობესებაზე მუშაობს. ლოგიკურად, ავსტრიელები უკეთეს ფორმაში უნდა იყვნენ, რადგან მათ B დივიზიონის მატჩები 18 აგვისტოს ეწყებათ და მზადებას ქართველებზე ადრე შეუდგნენ. მათ უნგრეთთან ამხანაგურადაც ითამაშეს, 58:71 დამარცხდნენ.

მზადების გეგმა

24 ივლისი. 4 აგვისტო. საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში, ავსტრია.

30 და 31 ივლისი. საერთაშორისო ამხანაგური მატჩები: ავსტრია-საქართველო.

5-7 აგვისტო. საერთაშორისო ტურნირი ტალინში, ესტონეთი. მონაწილეობენ: საქართველო, ესტონეთი, შვედეთი, NСAA- ს კლუბი.

8-11 აგვისტო. საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში, ავსტრია.

12-14 აგვისტო. საერთაშორისო ტურნირი ალმერეში, ჰოლანდია. მონაწილეობენ: საქართველო, ჰოლანდია, ისრაელი, NСAA-ს კლუბი.

15-20 აგვისტო. საწვრთნელი შეკრება თბილისში.

16 აგვისტო. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი: საქართველო-ისრაელი, თბილისის სპორტის სასახლე.

22 აგვისტო. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი: ლატვია-საქართველო, რიგა, ლატვია.

24 აგვისტო. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლატვია-საქართველო, შაულიაი, ლიტვა.

27 აგვისტო. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლიტვა-საქართველო, ვილნიუსი, ლიტვა.

28-30 აგვისტო. საწვრთნელი შეკრება კლაიპედაში, ლიტვა.

შემადგენლობა

მოთამაშე ამპლუა დაბ. თარ. სიმ. გუნდი

გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 07.02.1986 192 როკი, ესტონეთი*

ტორინ გრინი უკანახაზელი 28.11.1985 183 გრან კანარია, ესპანეთი

ლაშა გამყრელიძე უკანახაზელი 04.02.986 183 გისენი, გერმანია

კოტე ტუღუში უკანახაზელი 03.06.1984 190 არმია

ლაშა ფარღალავა უკანახაზელი 07.02.1987 192 სოხუმი

მარკიზ ჰეინესი უკანახაზელი 19.12.1986 190 გრან კანარია, ესპანეთი

ანატოლი ბოისა უკანახაზელი 09.09.1983 192 არმია

მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 17.11.1986 196 კანტუ, იტალია

ლევან ფაცაცია ფორვარდი 24.09.1988 198 სოხუმი

ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი 01.04.1986 203 ვირტუსი, იტალია

თორნიკე შენგელია ფორვარდი 05.10.1991 207 პეპინსტერი, ბელგია

მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 12.04.1987 203 სოხუმი

ვლადიმერ ბოისა ფორვარდი 04.07.1981 209 ოლიმპია, სლოვენია

ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 14.04.1983 212 ლაგუნ არო, ესპანეთი

ნიკა მეტრეველი ფორვარდი 14.01.1991 211 რიმინი, იტალია

ზაზა ფაჩულია ცენტრი 10.02.1984 210 ატლანტა, აშშ

გიორგი შერმადინი ცენტრი 02.04.1989 216 ოლიმპია, სლოვენია

გიორგი შარაბიძე ცენტრი 27.04.1990 210 არმია

* - მითითებულია გუნდი, რომელშიც კალათბურთელი გასულ სეზონში თამაშობდა.

საქართველო-ავსტრია. ისტორია

ევრო-1999. საკვალიფიკაციო

25.05.1997

საქართველო-ავსტრია დ.დ. 67:60

34:31, 22:25, 11:4

საქართველო: თორთლაძე (38წთ, 3ქ, 3მ, 4პ, 1ჩ), ტურაშვილი (27წთ, 11ქ, 3მ), სტეფანია (5წთ, 2ქ, 1მ), ბეჟანიშვილი (26წთ, 10ქ, 10მ, 1პ, 1ჩ), ხოშტარია (15წთ, 2ქ, 2პ), ნაცვლიშვილი (45წთ, 22ქ, 15მ, 1ჩ), ბერძენიშვილი (33წთ, 9ქ, 9მ), სანაძე (9წთ, 3ქ), ჩხეიძე (19წთ, 5ქ)

ევრო-2009. B დივიზიონი

06.09.2006

ავსტრია-საქართველო 63:68

19:13, 22:13, 15:24, 7:18

საქართველო: ელისი (37წთ, 20ქ, 5მ, 5პ, 1ჩ, 1დ), მ. მარკოიშვილი (27წთ, 9ქ, 2მ, 1ჩ), ა. ბოისა (10წთ, 3მ), ვ. ბოისა (33წთ, 5ქ, 2მ), ფაჩულია (35წთ, 24ქ, 7მ, 2ჩ, 2დ), გამყრელიძე (19წთ, 2ქ, 4პ, 1მ), ცინცაძე (7წთ), ცქიტიშვილი (11წთ, 3ქ, 2მ, 1ჩ), სანიკიძე (21წთ, 5ქ, 6მ), ნაცვლიშვილი (1წთ).

25.08.2007

საქართველო-ავსტრია 85:74

21:22, 21:15, 24:19, 19:18

საქართველო: ცინცაძე (33წთ, 5მ, 2პ, 3ჩ), ელისი (36წთ, 14ქ, 3პ, 1ჩ), მ. მარკოიშვილი (27წთ, 22ქ, 3მ, 1პ, 1ჩ), სანიკიძე (32წთ, 14ქ, 9მ, 3პ, 1ჩ, 1დ), ფაჩულია (38წთ, 25ქ, 5მ, 3პ, 1დ), გამყრელიძე (5წთ), ნაცვლიშვილი (23წთ, 5ქ, 7მ, 1პ, 1ჩ), ტუღუში (6წთ, 5ქ, 2მ, 1ჩ).

ამხანაგური

05.08.2008

ავსტრია-საქართველო 76:74

25:20, 18:16, 15:24, 18:14

საქართველო: ცინცაძე (24წთ, 5ქ, 3პ), ა. ბოისა (18წთ, 2ქ), სანიკიძე (13ქ, 10მ), ცქიტიშვილი (25წთ, 20ქ, 9მ), ფაჩულია (30წთ, 9ქ, 3პ); გამყრელიძე (20წთ, 9ქ), ვ. ბოისა (22წთ, 9ქ), შერმადინი (3წთ, 2ქ), ტუღუში (14წთ, 5ქ), ტომარაძე (5წთ), შენგელია (4წთ)

08.08.2008

ავსტრია-საქართველო 77:74

21:17, 25:20, 13:12, 18:25

საქართველო: ცინცაძე (27წთ, 9ქ, 3პ, 3მ), ა. ბოისა (12წთ, 3ქ, 4მ), სანიკიძე (23წთ, 1ქ, 9მ), ცქიტიშვილი (26წთ, 18ქ, 8მ), ფაჩულია (25წთ, 20ქ, 5მ); გამყრელიძე (30წთ, 7ქ, 5პ, 4მ), ვ. ბოისა (23წთ, 5ქ, 4მ, 3პ), შერმადინი (5წთ, 2ქ), ტუღუში (13წთ, 3ქ), შენგელია (16წთ, 6ქ, 4მ)

7.08.2009

ავსტრია-საქართველო 73:77

21:18, 19:17, 13:17, 20:25

საქართველო: გამყრელიძე (11წთ), ვ. ბოისა (34წთ, 15ქ), ცინცაძე (35წთ, 17ქ, 4პ, 3ჩ), შერმადინი (35წთ, 14ქ), ტუღუში (5წთ), სანიკიძე (39წთ, 11ქ, 12მ), მეტრეველი (11წთ, 4ქ), ელისი (30წთ, 16ქ, 6პ)

8.08.2009

ავსტრია-საქართველო 71:75

18:22, 22:18, 17:18, 14:17

საქართველო: გამყრელიძე (11 წთ), ვ. ბოისა (31 წთ, 12ქ, 6მ), ცინცაძე (29 წთ, 6ქ, 8პ, 3ჩ), შერმადინი (34 წთ, 18ქ, 7მ), ტუღუში (10 წთ, 3ქ), სანიკიძე (31 წთ, 11ქ, 6მ), მეტრეველი (8 წთ, 2ქ), ელისი (32 წთ, 17ქ), ა. ბოისა (7 წთ, 4ქ), შენგელია (6 წთ, 2ქ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა დახურული ტიპის, სავარჯიშო ხასიათის მატჩში ლიბანი დაამარცხა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს