დღეს საქართველოს ნაკრები ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის A ჯგუფში, მეხუთე ტურში, ესპანეთს უმასპინძლებს, რომელიც რა თქმა უნდა, ის აღარაა, რაც იყო, ძალიან გაახალგაზრდავდა და შეიცვალა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთა ლიგის გამარჯვებულის სტატუსით გვეწვია, თუმცა მიმდინარე ტურნირზე 2 ჩატარებული მატჩის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და საოცრად მოტივირებულია, ვინაიდან ქულების მორიგი დაკარგვის შემთხვევაში, სატურნირო მდგომარეობას ძალიან გაირთულებს. კარგია ეს თუ ცუდი?

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელების შემადგენლობა ძველებურად შთამბეჭდავი არაა, რაც უნდა იყოს, საერთო ჯამში მაინც ჩვენს გუნდზე უკეთესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში და მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე, „ჯვაროსნებს“ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, ხანგრძლივ ტურნირზე, დიდ გუნდებთან ჭიდილში წარმატების მოპოვებისა კი, რა მოგახსენოთ.

არ არის ხშირად გასული შეხვედრების გახსენება აუცილებელი, ვინაიდან მაშინ სრულიად განსხვავებული ვითარება იყო, მაგრამ წარსული გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავერკვეთ დღევანდელობაში - 2021 წლის 28 მარტს ჩვენი ეროვნული გუნდი „დინამო არენაზე“ ესპანეთთან მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ გატყდა და 1:2 დამარცხდა. მეორე ტაიმში მეტოქემ უკეთესი ფიზიკური მომზადების შედეგად მოახერხა თამაშის შემოტრიალება. აღნიშნა კიდეც ნამატჩევს „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, რომ ყველაფერი მისი შეგირდების დაღლილობამ გადაწყვიტა, რომლებსაც კლუბებში სათამაშო დროის ნაკლებობა ჰქონდათ. ამჟამად სიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია, რამდენიმე ფეხბურთელი უკეთეს გუნდში გადავიდა, თუმცა ჯერ მხოლოდ იწყებენ თავიანთ, იმედი ვიქონიოთ, წარმატებულ კარიერას. ანუ საკითხავია - მზად არის თუ არა ყველა ტოლ-სწორად ებრძოლოს 90 წუთის განმავლობაში ძლიერ მოწინააღმდეგეს და შეუძლიათ თუ არა მოედანზე აუცილებელი სამუშაოს შესრულება, რათა არ დარჩეს თავისუფალი ზონები და არ დავიჯაბნოთ?

ადრეც გავუსვი ხაზი, რომ ვიდრე ნაკრები სრულად ბალანსირებული არ იქნება, სანამ ფეხბურთელებს შორის კლასში უზარმაზარი განსხვავება იარსებებს, ვერ მოვახერხებთ დიდი მიზნებისთვის ბრძოლას და ლოკალური გამარჯვებებით დავკმაყოფილდებით. გადამწყვეტი მნიშვნელობა ნახევარდაცვის ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული, რათა არ დავთმოთ ბურთი და საკუთარ კარს არ აღმოვჩნდეთ მიჯაჭვული. ასეთ შემთხვევაში გოლის გაშვება გარდაუვალია. მარცხს მუდამ მცველებს ვაბრალებთ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვა მთელი გუნდის საზრუნავია და ინიციატივის ხანგრძლივი პერიოდის დათმობისას ადრე თუ გვიან უთუოდ დაისჯები.

„ფურია როხას“ დღევანდელი მატჩი აუცილებლად მოსაგები აქვს და არაა გამორიცხული, ეს გახდეს მისი მთავარი პრობლემა, რამეთუ იძულებული იქნება, დიდი ძალებით შემოგვიტიოს და კონტრშეტევაზე ხვიჩა კვარაცხელიას მიეცემა შანსი, რომლის განეიტრალებას სესარ ასპილიკუეტა და დანი კარვახალი შეეცდებიან და დამზღვევებიც ეყოლებათ. საბედნიეროდ, ახლა გიორგი მიქაუტაძის სახით კიდევ ერთი სწრაფი მოიერიშე გვყავს და შეტევის ხაზში ვიზავისთვის გაცილებით მეტი ხიფათის შექმნა შეგვიძლია. ისიც აღსანიშნავია, რომ მეტოქის დაცვა ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან დამაჯერებელი ვერ იყო.

თუმცა, გავიმეორებ, შედეგს არა ერთი და ორი ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობა, არამედ მთელი გუნდის ბრძოლისუნარიანობა, ყველა ფეხბურთელის მიერ შავი სამუშაოს შესრულება განაპირობებს. მზადაა ამისათვის საქართველოს ნაკრები თუ არა, ამ საღამოს გამოჩნდება. ბევრი რამ დეტალებსა და გამართლებაზეც იქნება დამოკიდებული. ისიც სათქმელია, რომ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ესპანეთი იმყოფება, ჩვენს გუნდს კი დასაკარგი არაფერი აქვს, ვინაიდან ჯგუფიდან რომც ვერ გავიდეს, ევროპირველობაზე მოხვედრის საშუალება ერთა ლიგიდან აქვს, სადაც ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეს შანსი ესპანეთსაც გააჩნია, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი რომ ვერ გადალახოს, წარუმატებლობად ჩაეთვლება.

მიმომხილველი

ქ.გ ს
არა მარტო სამარცხვინო იმენა დიდზე დიდი მზეა კულტურა 0 აღზრდა ნოლი მეტყველება კატასტროფა..
gia
სამწუხაროდ დიდი ანგარიშით წავაგებთ
Გიო
ანუ x 2 არისო ხო?
beqa
ორივე თამაშს წავაგებთ საჯარიმოსთან ვიქნებით ატუზულები
nk
როგორც ვიცი ეგ ერთა ლიგის მოგება არ აძლევს არანაირ საგზურს. ჯგუფიდან თუ ვერ გავიდა ესპანეთი, იგივენაირად შეხვდება 3 საუკეთესო გუნდს A ჯგუფიდან, რომლებიც ჯგუფებიდან ვერ გავიდნენ (არც ისაა გამორიცხული B ჯგუფის ვერ გასულ გუნდს მოუწიოს პლეიოფში). ანუ ახლიდან ექნებათ თამაშები და მანდ მარტო ევროზე გამსვლელს გაარკვევენ.
გივი
ანუ დიდი ალბათობით წავაგებთ და ავტორი სწორ აქცენტებს აკეთებს ამ სტატიაში. ჩვენი ნაკრების სისუსტეები (ცენტრი) ესპანეთის ნაირი გუნდებისთვის არის იდეალური და აშკარად მოგვიწევს ბურთის დათმობა, რაც ხვიჩასთვის და მიქაუტაძისთვის იქნება კატასტროფა, უბურთოდ სირბილი 90 წუთი.... მოკლედ ნორვეგიასთან რა გველის?
Georgia
რას უნდა ველოდოთ და წაგებას ... ოღონდ, სასურველია არა დიდი ანგარიშით და უბრძოლველად ...
ქ. გ.
ბატონო ბადრი! მოაცილეთ ხვიჩას გაუნათლებელი აგენტი ჯუღელი და ჯუღელის სამარცხვინო თარჯიმანი დგებუაძე. Video https://youtu.be/H5GicIRMxII?si=qTuj9Q5MQu046h8X
MARGALONA
ჯგუფშიც დაიკავა პირველი ადგილი და მერე ნახევარფინალში ჯერ იტალიას მოუგო და ფინალში ხორვატია დაამარცხა
1.2.3.4.5.6.
სულ სირბილზე და დაღლილობაზე როგორ ლაპარაკობთ და აბა 4 დღეში მეორე თამაში რო გაქვთ თავის მართლებას მაგით აპირებთ რო ვერ გაუძელით დაღლილები ვიყავითო
ჰაჰა
შანსი კი არა, გავიდნენ. თუ აქედან ვერ გავლენ, იქედან გადიან როგორც გამარჯვებული.
ქ. გ.
ჯუღელის გუშინდელი ინტერვიუ მოისმინეთ? ჯუღელი არის სამარცხვინო ტიპი.
N
რა, ჯგუფიდან რომ ვერ გავიდეს, ესპანეთს არა აქვს განა ჩვენსავით ევროპირველობაზე ერთა ლიგიდან მოხვედრის შესაძლებლობა? ხომ დაიკავა იქ თავის ჯგუფში პირველი ადგილი?!
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
მუნდიალის 1-ლი ტური: მესის დიდება, რონალდოს ბრალეულობა და დემბელეს უკან დახევა
[VIDEO] იამალის სადებიუტო გოლი, ოიარსაბალის დუბლი - ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] დრო იყო, ასე აღნიშნავდა იამალი ესპანეთის მარცხს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ