2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, C ჯგუფში, მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე მოლდოვა 1:0 დაამარცხა.

სვანაძის შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს და კვერნაძემ ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, როდესაც პირისპირ გასულს მეკარემ არ გაატანინა. საქართველოს ნაკრები ინიციატივას ფლობდა, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდა. მხოლოდ ერთი ეპიზოდის გახსენება შეიძლება - 34-ე წუთზე შორიდან გორდეზიანმა მიზანს ვერ უწია.

შესვენების შემდეგ მოლდოვა გააქტიურდა და მეკარე ხარატიშვილს მოუწია თამაშში ჩართვა. თუმცა საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაიბრუნა, მამაგეიშვილსა და ოდიშარიას მეკარემ არ დაანება გატანა. შეცვლაზე შესულმა 19 წლის იობაშვილმა კი 84-ე წუთზე თავით დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. მერე ეგოიანის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და 12 ოქტომბერს ნიდერლანდებს უმასპინძლებს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს.

კიშინიოვი. „ზიმბრუ“

მოლდოვა - საქართველო 0:1

გოლი: იობაშვილი (84)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, მაისურაძე (გეგუჩაძე 86), მამაცაშვილი, გოგლიჩიძე, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე (ოდიშარია 46), ლომინაძე, ო. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 74), გორდეზიანი (იობაშვილი 74), კვერნაძე (ეგოიანი 90)

თემო
ვანჩოპეს..liveball.uno ძმაო თითქმის ყველა თამაშია
Burton
ეს ლინკი შეინახე, აქ უშვებენ ხოლმე ახალგაზრდულების და ლეგიონერების თამაშებს, ქართველი კომენტატორებით https://livestream.com/nakrebi
კოტე
ფეხბურთის ფედერაციის საიტზე იყო პირდაპირი რეპორტაჟი.გიბრალტართანაც იქ ვუყურე.
ვანჩოპე
ვინმემ მითხარით რომელ არხზე უყურეთ რეპორტაჟს. მომავლისთვის გავითვალისწინებ. არც პირველ არხზე იყო, არც ტელესკოლაზე
Gel-100
Lasha tu xumrob gasagebia da tu ar xumrob kide ra mtavari nakrebidan unda moiwvion fexburtelebi an romeli unda moiwvio 7-1 wamgebi gundidad??
Გი
დაცვა გამორჩეულად კარგად თამაშობს.ლომინაძეა მმგონი ის ბიჭი მცველი ტანმაღალი დაცვას ხელმძღვანელბდა ჭკვიანურად არც ჩქარობდა მოკლედ დაცვას ყოჩაღ .შუახაზს არა უშავდა არ ჩავარდნილა თუმცა ეტყობა გუნდში ყველაზე სუსტი რგოლია გორდეზიანიც ნორმალურად გამოიყურებოდა თამაშში იჯდა .ეს კვერნაძე მოედანზე რისთვის იყო თითონაც არ ცოდა არც ბურთზე იბრძოდა არც პასებს აკეთებდა დაბოდიალობდა კომპასარეული ერთი ისეთი მომენტი გამაზა ძელთან ყველა გაიტანდა .მთლიანობაში უპირატესობას ვფლობდით და თამაშს ვკარნახობდით
Ვახტანგ კაპანაძე
კი კარგად ჩაერთო და კარგადაც შეასრულა ასე უნდა გააგრძელოს
Emre
ძალიან მაგარი ბიჭია ჯადული, დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ესეთი სტილის ფორვარდი მაგრად გვჭირდება
Ვახტანგ კაპანაძე
სად დაინახე ძმურად პოტენციალი ძინავს ზეზეულად თავით რა ბურთი გააფუჭა უბრალო ძელი რომ მდგარიყო მაგის მაგივრად ის გაიტანდა
პელიდი
ლომინაძე აშკარად გამორჩეული ფეხბურთელია ამ გუნდში, ფიზიკურადაც ძლიერი და სწრაფიცაა, მგონი დროა პირველ ნაკრებში ითამაშოს. კვერნაძეს ნიჭი აქვს, მოტყუება შეუძლია ფეხბურთელის, მაგრამ ბევრი საკუთარ თავზე სამუშაო. მთლიანობაში დაბალანსებული შემადგენლობაა, თუმცა მეჩვენება რომ შემტევები ისეთი ძლიერები არ არიან როგორც ძველ შემადგენლობებში იყვნენ.
ასევე
ეს როგორ წაიყვანეს იტალიაში ფეხბურთის აზრზე არაა
Გიო
ვუყურე თამაშ დაცვას ყოჩაღ კვერნაძე არაა გამოსაძახებელი საერთოდ არაფერი გაუკეთებია ეძინა თავით ისეთი ბურთი გამაზა გვიან გაიღვიძა ეძინა შტანგასთან..ჯამში ჩვენების უპირატესობით იყო თამაში გორდეზიანს არა უშავდა ფლანგები მოძრაობდნენ კარგად ცენტრი არ ჩავარდნილა ..არა უშავდათ ხიფათს ფლანგელები ქმნიდნენ მეკარეს საქმე თითქმის არ ქონია..
ბექა
კვერნაძე გამოაფხიზლეთ!!!!
giabar
კვერნაძეს პოტენციალი აშკარაა. თუმცა, სათამაშო პრაქტიკა ჭირდება. მგონი ერთი წელია გადაბმულად 3 თამაში არ ექნება ნათამაშევი და იმედია, დაიხვეწება.
alexsis
შეცვლისას კვერნაძემ როგორ გადაუსვა თავზე ხელი ეგოიანს ვეტერანი ვარსკვლავივით!!!
ლაშა
ლიდერი ნიდერლანდებია, თუმცა ორივეს 6-6 ქულა გვაქვს. ნიდერლანდებს კი 12 ოქტომბერს ვხვდებით საქართველოში და ნეტა იქნებ მთავარი ნაკრებიდან მოეწვიათ ფეხბურთელები?!...
ლაშა
კვერნაძე საერთოდ არ იყო U21-ის განაცხადშიც კი, მაგრამ აგენტი ჰყავს კარგი. მისნაირი აგენტი კი სხვა სამწუხაროდ არ გვყავს...
beqa
კვერნაძე კვარაობა უნდა თუ რანაირად თამასობს დადიოდა ბორიალობდა ორთა ბრძოლებში არ შედიოდა უკვე თავშიაქ ავარდნილი
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ამ კვერნაძეს რო არ ათამაშებდნენ ბათუმში თურქმე ასიანი ყოფილან. მე არ ვიცი ვინ წაიყვანა ეს ფრომინოზეში. ტიპი მოლდავეთის 21 წლამდელებთან სუფთა ნოლია.
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
საქართველო - ჩეხეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
საქართველო V მოლდოვა - ახალგაზრდულის მატჩისწინა ვარჯიში ბათუმში
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. მოლდოვამ საქართველოს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა