საქართველოს ჩემპიონები ავსტრიაში დიდ ბრძოლას გვპირდებიან
შანსი გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ - ასეთია "ზესტაფონის" წევრთა განწყობა ავსტრიულ "შტურმთან" საპასუხო დაპირისპირების წინ. პირველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე შოთა გრიგალაშვილი დღეს "ლელოს" რესპონდენტია და თანაგუნდელთა მსგავსად, გრაცში გასამართ შეხვედრას არცთუ უიმედოდ ელის.

- "შტურმთან" აშკარად გამორჩეული იყავი.

- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. ძალიან მოვინდომე და რაც შემეძლო, გავაკეთე, მთელმა გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, საშინლად არ გაგვიმართლა.

- ვერმოგებას მხოლოდ უიღბლობას აბრალებ?

- რა გითხრათ, ფაქტია, რომ თამაშში სული და გული ჩავაქსოვეთ, მაგრამ ბედი არ გვწყალობდა. უნდა მოგვეგო, მაგრამ... თუმცა ისიც ვიცი, რომ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მეტი შეგვიძლია და ვალდებულები ვართ, ეს ავსტრიაში დავამტკიცოთ.

- რა დაგავალათ მწვრთნელმა მატჩამდე და შესვენებისას?

- ბურთზე კონტროლი, რაც მოვახერხეთ კიდეც. შეტევაში აქტიურად უნდა გვეთამაშა და საკუთარი კარი მშრალად შეგვენახა. მიზნის მიღწევამდე მცირედი დაგვაკლდა, ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით.

- მოგვეჩვენა, რომ შენ გარდა შორიდან დარტყმას ვერავინ ბედავდა. არადა, საჯარიმოს გარედან კინაღამ გოლიც გაიტანე.

- ძალიან დამწყდა გული, კარგად დავარტყი და მიზანმა ოდნავ მიმტყუნა, ბურთი ძელს მოხვდა. შორიდან დარტყმას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ "შტურმთან" ამის საშუალება ნაკლებად გვეძლეოდა. "ზესტაფონში" შორიდან დარტყმა სხვებსაც ეხერხებათ და ჩემს თანაგუნდელებს საჯარიმოს გარედან არაერთი გოლიც გაუტანიათ, უბრალოდ, ამ მატჩში ასეთი ვითარება იყო.

- "შტურმს" ზესტაფონის ნაცვლად თბილისში უმასპინძლეთ. ამან დისკომფორტი ხომ არ შეგიქმნათ?

- უსიამოვნო მხოლოდ დიდი სიცხე და უხარისხო მოედანი იყო. მერწმუნეთ, ამ ორი ფაქტორის კვალობაზე მაქსიმალურად სწრაფ ტემპში ვითამაშეთ. გულშემატკივრებს კი უღრმესი მადლობა, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ თავი სრულიად შინაურ გარემოში ვიგრძენით. მოედნის ფაქტორმა ხელი ჩვენ უფრო შეგვიშალა, რადგან კომბინაციურად ვთამაშობდით, კონტრშეტევებზე მოქმედი "შტურმისთვის" კი ეს ხელსაყრელიც იყო.

- მოვლენათა ასეთმა უსიამოვნო განვითარებამ გუნდი, კონკრეტულად კი, შეცდომის დამშვები ფეხბურთელები ხომ არ დათრგუნა?

- ნიკა გელაშვილი მომხდარს ძალიან განიცდიდა, მაგრამ დავამშვიდეთ და საბრძოლოდ განვაწყვეთ. დღეს ყველა, მისი ჩათვლით, იდეალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ჩვენს ბაზაზე ვვარჯიშობთ და მძიმედ დაშავებული გიორგი ხიდეშელის გარდა, თავს ყველა კარგად გრძნობს.

- ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოხვედრისა და, შესაბამისად, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის განაღდების როგორი შანსი აქვს "ზესტაფონს"?

- საკმაოდ რეალური. გვესმის, რომ შეიძლებოდა, "შტურმისთვის" თბილსში 2:0 მოგვეგო, მაგრამ არც 1:1-ია კატასტროფული ანგარიში. დაკარგული არაფერი გვაქვს, "შტურმი" გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არ არის და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად თავს არ დავზოგავთ. "ზესტაფონი" ამაზე მძიმე მდგომარეობაშიც ყოფილა, მაგრამ თავი არ შეურცხვენია. შარშანწინ ხომ შინ "ჰელსინგბორგთან" 1:2 დავმარცხდით და სტუმრად ორი გოლი გავუტანეთ. ავსტრიაში გატანაც შეგვიძლია და იმის დამტკიცებაც, რომ თბილისური შედეგი შემთხვევითობა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
ლომებოო, შტურმი "ჰელსინგბორგი" არ არიიიიის!!!!!! დაცვას მიხედეთ, დაცვას. დროს გაყვანა არ გინდათ, არც დაცვაში ბურთების გათამაშება. ნახევარდაცვას წრაფად გაიარეთ, წინ კიდევ ისე ითამაშეთ როგორც თბილისში. ჰოდა თუ ყველა ვილოცებთ, გამარჯვებასაც მოგილოცავთ!!!
goleta888
თქვენი იმედი გვაქვს ლომებო... აბა თქვენ იცით გაიხარეთ გაგვახარეთ, მრავალჟამიერ
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს