მიხეილ ზარქუა, ბექა ლომთაძე (ორივე - 60) და ელიზბარ ოდიკაძე (96) პოზნანში ციოლკოვსკის სახელობის მემორიალში იჭიდავებენ
ხვალ და ზეგ პოლონეთის ქალაქ პოზნანში ციოლკოვსკის სახელობის მემორიალი ტარდება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც სამი ქართველიც მიიღებს მონაწილეობას: მიხეილ ზარქუა, ბექა ლომთაძე (ორივე - 60) და ელიზბარ ოდიკაძე (96).

მოგეხსენებათ, ეს გუნდი მსოფლიოს პირველობისთვის ემზადება, პოლონეთის ტურნირი კი მწვრთნელებს სათადარიგო ვარიანტად ჰქონდათ შემონახული იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს სატურნირო პრაქტიკის დანაკლისს შეამჩნევდნენ.

პოლონეთშივე იჭიდავებენ ქართველი ბერძენ-რომაელებიც, ოღონდ ცოტა გვიან და სხვა შეჯიბრებაში - 5-6 აგვისტოს ქალაქ რადომში პეტლიასინსკის მემორიალში გამოვლენ. `თავისუფალთა~ დამრიგებელ ზაზა თურმანიძისგან განსხვავებით, ბეგი დარჩიას იქ უფრო მრავალრიცხოვანი გუნდი მიჰყავს: ზურაბ მაჭარაშვილი (55), ლაშა გოგიტაძე (60), რევაზ ლაშხი, მანუჩარ ცხადაია, არჩილ თურმანიძე (სამივე - 66), მანუჩარ კვირკველია, ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე, ვასილ იმერლიშვილი, ირაკლი ქაჯაია (სამივე - 96), სერგო გოგისვანიძე, რევაზ ჭელიძე (120).

მწვრთნელი გოგიტაძეს, ლაშხს და კვირკველიას წონას არ აკლებინებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათ მსოფლიოს პირველობაზე აჭიდავებს. მართალია, ის ტურნირი სექტემბერში იმართება, მაგრამ მაინც მცირე დროა იქამდე, ამ მოკლე პერიოდში წონის ორჯერ დაკლება კი არ არის სასურველი. თუმცა ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ლაშხს რომ განაღდებული აქვს მსოფლიოზე წასვლა, დარჩია ამას არც მალავს.

ბერძენ-რომაელები პოლონეთში ბელარუსის გავლით წავლენ და თბილისიდან 3 აგვისტოს გაემგზავრებიან - მინსკში ჩაფრინდებიან და იქიდან გადავლენ რადომში. მინსკში, სტაიკების ოლიმპიურ ბაზაზე შეკრება აქვთ დაგეგმილი, რომელსაც პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, 8 აგვისტოს დაიწყებენ. 9-ში მათ ახალგაზრდული ნაკრების ოთხი ლიდერიც დაემატება _ ამ დღეებში დამთავრებული მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონები - რევაზ ნადარეიშვილი (84), შოთა გოგისვანიძე (120), და ვერცხლის მედალოსნები - ზურაბ დათუნაშვილი (74), სანდრო დიხამინჯია (96).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს