კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიბა) ნაკრებების რეიტინგი განაახლა. მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საქართველოს ეროვნულმა გუნდმა.

საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონტზე პირველად ითამაშა და 16 საუკეთესოს შორის მოხვდა, 10 პოზიციით წინ წაიწია და 465.9 ქულით 23-ე ადგილზე დამკვიდრდა.

მიუხედავად ტურნირზე წარუმატებლობისა, აშშ პირველ ადგილზე აღზევდა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა ესპანეთმა რეგრესი განიცადა.

მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია 8 პოზიციით დაწინაურდა და რეიტინგში მესამეა. ბრინჯაოს პრიზიორმა კანადამ 9 პოზიციით წაიწია წინ და მეექვსე ადგილზეა. ყველაზე დიდი ნახტომი კი ლატვიამ განახორციელა (+22) და ახლა რეიტინგში მერვეა. ფინალისტი სერბეთი მეხუთე საფეხურზეა.

რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს - რუსეთს და ბელარუსს ფიბას წევრობა შეჩერებული აქვთ და სიაში არ არიან. ლიეტუვა მე-10 ადგილზეა, უკრაინა 35-ეზე, ესტონეთი 49-ეზე, ყაზახეთი 68-ეზე, სომხეთი 83-ეზე, ხოლო აზერბაიჯანი 118-ეზე.

გრეის
მადლობა ზუროსს. მაგარი კაცი!!!
სოსო
როცა გუნდი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია,მაშინ მივაღწიეთ საუკეთესო რეიტინგს!ასე რომ რასაც გვეუბნებიან,ყველაფერი არ უნდა დავუჯეროთ.ბიჭებს უდიდესი მადლობა,მართლაც სისხლის და ცრემლის ფასად აისრულეს ოცნება და ითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონატზე,მაგრამ მომავალში რა გველის?სულ უფრო გვიმოკლდება სკამი და კახა ჯინჭარაძესაც რომ არ ევაჟკაცა,უკანა ხაზში სრული კატასტროფა გვექნებოდა.
lsd
კი ბატონო იმ პირობებსი როცა არ გვაქვს ნორმალური ჩემპიონატი სასწაული შედეგია .... კარგია ამბიციურები რომ ვართ მაგრამ ყველაფერს აქვს რაღაც ადეკვატური საზღვარი. ჩემპიონატს მიხედეთ
ზურა
ზოგადად გუნდურ ასპარეზობებზე საშუალოზე დაბალ დონეზე ვართ. გამონაკლისი რაგბია, ისიც იმიტომ, რომ სხვა მასობრივ გუნდურ ასპარეზობებს შორის შედარებით ნაკლები ქვეყანაა. მსოფლიოში წარმოვჩინდებით ინდივიდუალურ სახეობებში, ძირითადად ძიუდოში. მიაქციეთ ყურადღება, რომ რაგბი და ძიუდო ლელოსა და ქართული ჭიდაობის არსებობით ჩვენთან ახლოსაა. ფეხბურთზე ლაპარაკიც არ მინდა.ბავშვიც კი ხვდება, რომ ფედერაციებში არსებული ურთიერთქიშპი, კორუფცია და მენეჯმენტის სპეციალისტების უმწვავესი დეფიციტი მთავარი წინაღობაა გუნდურ სახეობებში მკვეთრი წინსვლისა
ზაკო
მართალი ხარ მეგობარო და ეს ჩემი აზრით, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ჩვენთვის უბრალო ქომაგებისთვის, ფეხბურთში ყოველთვის მეტი ფული ტრიალებს, რაც რყვნის ადამიანს და ქართველი კაცი ფეხბურთში ყოველთვის მაქსიმალისტი იქნება
ცოტნე
ძალიან მაგარი შედეგი დადეს შეიძლება 10 წლეულები ვეღარ გავიმეოროთ ეგ შედეგი და სანატრელი გვქონდეს . ქვეყანაში კალათბურთის ჩემპიონატი თითქმის არ არსებობს და ყველა ვინც ნაკრებშია თვითნაბადი ტალანტია, როდემდე გაგვიმართლებს?
ჟორა გაბრიჭიძე
გვაქვს შედეგი და არ გვყავს გუნდი.
ლაშა
ბევრად ნაკლები ბიუჯეტის მქონე საკალათბურთო ოჯახი სჯობს საფეხბურთოს...

წარმოგიდგენიათ ფეხბურთში რომ ოცდამესამე ადგილზე ვიყოთ?!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89