ვისთან შეიძლება მოუწიოთ ქართველებს ევროასპარეზზე დაპირისპირება ჯგუფური ეტაპისკენ სავალი გზის ბოლო მონაკვეთზე
"დინამო" ცალი ფეხით უკვე ევროპის ლიგის პლეი ოფშია და, თუ ჩემპიონთა ლიგაზე "შტურმის" ბარიერი ვერ გადალახა, იქ თამაში დაბევებული აქვს "ზესტაფონსაც". ასე რომ, მიმდინარე სეზონი ორი ქართული კლუბისთვის წარმატებულად მიმდინარეობს და იმედია, ჯგუფური ეტაპით წლეულს მაინც ვისიამოვნებთ.

თუკი საპლეიოფო ეტაპი წინა წლებში საოცნებოდ გვქონდა, ახლა იქ მინიმუმ ერთი ქართული კლუბი მაინც ითამაშებს და ალბათ გაინტერესებთ, ვისთან მოუწევთ ქართველებს დაპირისპირება ჯგუფური ეტაპისკენ სავალი გზის ბოლო მონაკვეთზე.

არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ ძალიან ბევრი რამ აქაც იღბლზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ჩვენი კლუბი (იქნებ, კლუბებიც) ევროგრანდს გადაეყაროს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ისეთი მეტოქე შეხვდეს, მასთან ბრძოლაში მოზრდილი შანსი რომ ექნება.

ბუნებრივია, პლეი ოფში განუთესავები ვიქნებით. განთესილთა საბოლოო სია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა პოტენციურ მოწინააღმდეგეთა მიახლოებითი ცხრილის შედგენა მაინც შესაძლებელია.

შეგახსენებთ, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთხ-ოთხი კლუბისგან დაკომპლექტებული 12 ჯგუფია. ჯგუფურ რაუნდში პირდაპირ ვერავინ ხვდება, იქ თამაშის უფლებას ევროპის ლიგის პლეი ოფში გამარჯვებული 38 და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში დამარცხებული 10 გუნდი მიიღებს.

როგორც უკვე გითხარით, ორი ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდზეა დამოკიდებული, როგორ შეივსება განთესილი 38-ეული, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი ოდნავ გავზარდოთ და უეფას საკლუბო რეიტინგზე დაყრდნობით 38-ში მოხვედრის კანდიდატების სია შემოგთავაზოთ. ოღონდ, აქედან ზოგიერთი ევროპის ლიგას, შესაძლოა, მესამე ეტაპზევე დაემშვიდობოს.

ევროპის ლიგის პლეი ოფში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებულებიც ითამაშებენ და ვნახოთ, ვის აქვს აქ მოხვედრის პერსპექტივა. აქაც მხოლოდ უხეშ გათვლებს თუ გამოვიყენებთ და მესამე ეტაპის პირველი მატჩების მიხედვით ვიმსჯელებთ.

ცნობისთვის: თუ "ზესტაფონმა" "შტურმი" გააგდო, ავსტრიის ჩემპიონს ევროპის ლიგის პლეი ოფში განსათესად რეიტინგი არ ჰყოფნის.

დიდია იმის ალბათობა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგაზე განთესვისთვის საჭირო რეიტინგის მქონე ხუთმა კლუბმა გადაინაცვლოს. მაგალითად, "დინამომ" (უკრაინა), "რეინჯერსმა" (შოტლანდია), "სტანდარდმა" (ბელგია), "რუსენბორგმა" (ნორვეგია), აპოელ-მა (კვიპროსი). შესაბამისად, წარმოგიდგენთ ევროპის ლიგის მონაწილე საუკეთესო რეიტინგის მქონე 33 კლუბს:

აეკ (საბერძნეთი)

პაოკ (საბერძნეთი)

ანდერლეხტი (ბელგია)

ბრიუგე (ბელგია)

ატლეტიკი (ესპანეთი)

ატლეტიკო (ესპანეთი)

სევილია (ესპანეთი)

ბეშიქთაში (თურქეთი)

ტოტენჰემი (ინგლისი)

ბირმინგემი (ინგლისი)

ფულჰემი (ინგლისი)

სტოკი (ინგლისი)

სელტიკი (შოტლანდია)

შალკე (გერმანია)

ლაციო (იტალია)

რომა (იტალია)

პალერმო (იტალია)

ლოკომოტივი (რუსეთი)

სპარტაკი (რუსეთი)

მეტალისტი (უკრაინა)

პსჟ (საფრანგეთი)

რენი (საფრანგეთი)

პსვ (ჰოლანდია)

ალკმაარი (ჰოლანდია)

ბრაგა (პორტუგალია)

სპორტინგი (პორტუგალია)

სტიაუა (რუმინეთი)

ზალცბურგი (ავსტრია)

აუსტრია (ავსტრია)

ჰაპოელი თ. (ისრაელი)

ანორთოსისი (კვიპროსი)

სპარტა (ჩეხეთი)

იანგ ბოიზი (შვეიცარია)

ნასიონალი* (პორტუგალია)

ჰანოვერი* (გერმანია)

მაინცი* (გერმანია)

დნიპრო* (უკრაინა)

სოშო* (საფრანგეთი)

აქ 33-ზე 5-ით მეტი კლუბი წარმოვადგინეთ, რომელთაგანაც განთესილებში ისინი და იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ საუკეთესო 38-ეულში მყოფთაგან რომელიმე პლეი ოფამდე ვერ მიაღწევს. (პრიორიტეტი აქვს "ნასიონალს", შემდეგ "ჰანოვერს" და ა.შ.) ასე, მაგალითად: განთესვის კანდიდატთაგან გავარდნისკენ "დიდი ნაბიჯი გადადგა" "გაგრას" მძლეველმა "ანორთოსისმა", რომელიც შინ მაკედონიურ "რაბოტნიჩკისთან" 0:2 დამარცხდა.

კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ გარემოებას, რომ კალათების შედგენაზე გავლენას ჩემპიონთა ლიგის მატჩებიც მოახდენს და განთესილ-განუთესავებში, ალბათ, მცირე კორექტივებსაც შეიტანს.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პლეი ოფების წილისყრა 5 აგვისტოს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"