გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის სამი მატჩი. "დინამო თბილისმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა; ასევე ფრე (ოღონდ, უგოლო) დაფიქსირდა "გაგრა"-"დილაში", ხოლო "თელავმა" ლიდერ ბათუმის "დინამოს" სძლია...

თელავი 2:1 დინამო ბთ

გიორგი მიქაძის გაწვრთნილი "თელავი" ზაფხულის შესვენების მერე შედეგიანად თამაშობს. ამჯერად "დინამო ბათუმსაც" მოუგეს - 2:1...

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის საწყის წუთებში კი სლოვენიელი მატეია რომის გარღვევასა და პასს მოჰყვა ჰაიტელი ჟონელ დეზირეს გოლი. რამდენიმე წუთში ბათუმელებმა პაატა ღუდუშაურის ტექნიკური დარტყმით გაათანაბრეს - 1:1.

გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გავიდა: უკრაინელმა ევგენი პროტასოვმა ლამაზად გაიტანა. ეს პროტასოვის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ამის მერე თამაში საკმაო ხნით შეწყდა, რადგან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა ტრავმა მიიღო და ექიმები დიდხანს მკურნალობდნენ. ფლამარიონს თელაველთა მეკარე დავიდ იურჩენკო შეეჯახა... ბრაზილიელმა კეფაში მიიღო მძიმე დარტყმა, გონება დაკარგა და ჟანგბადის მიწოდებაც დასჭირდა.

საბოლოოდ, 2:1. "თელავი" მეშვიდე ადგილზეა და საფლეიაუტო ზონას უფრო დაშორდა. ბათუმელები კი ლიდერებად რჩებიან, თუმცა ჰანდიკაპი ამჯერად ნაკლები აქვთ.

გაგრა 0:0 დილა

ორივე გუნდს რთული პერიოდი აქვს. "გაგრამ" ზედიზედ ოთხი წაგების მერე პირველი ქულა აიღო, ხოლო "დილას" ზედიზედ ორი თამაში ჰქონდა წაგებული.

საბოლოოდ 0:0 თბილისის დავით პეტრიაშვილზე. ასეთივე ანგარიშით დასრულდა ამ გუნდების შეხვედრა პირველ წრეში, მეორე წრეში კი გორელებმა 1:0 იმარჯვეს.

"გაგრა" მერვე ადგილზეა, ხოლო "დილა" - მეოთხეზე.

დინამო თბ 1:1 ტორპედო

"დინამო არენაზე" პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორივე გუნდს წაუგებელი სერია ჰქონდა: დინამოელებს შვიდმატჩიანი, "ტორპედოს" - რვამატჩიანი.

თბილისელები პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ უსმანე კამარას ლამაზი გოლით, 53-ე წუთზე კი ქუთაისელთა შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა კარგი დარტყმით და 1:1.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ბოლოს დინამოელებმა გაიტანეს კიდეც, თუმცა თამაშგარედან.

"დინამო თბილისი" მეორე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება "დინამო ბათუმს", რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ტორპედო" კი მეექვსე საფეხურზე რჩება.

erovnuliliga.ge

ოთარი
ორ რამეში ცდები მეგობარო 1. ბათუმის გულშემატკივარი (ისევე როგორც ყველა დანარჩენი გუნდების), მხოლოდ ევრო თასებზე ვარ. ჩემი გულის გასხეთქად კი თამაშობენ მაგრამ მაინც. 2. პატივისცემის მიუხედავად. დღეს როგორ წყდება მსგავსი სიტუაციები მეც კარგად ვიცი. სწორედ ამირომ ვითხოვ მოყვარულის კი არა პროფესიონალის განმარტებას. წესებიდან გამომდინარე მოიყვანონ ახსნა განმარტება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მეკარე ხელშეუხებელი მხოლოდ მის საჯარიმოში იყო ოდესღაც. თქვენ კი თუ ბათუმის დინამოსთან პრობლემა გავთ დროებით დაივიწყეთ და რომელიმე გუნდის მხარეს კი არ დადგეთ უბრალოდ ადამიანურად დააკვირდით მსგავს სიტუაციებს და დამეთანხმებით, რომ ასეთი მიდგომა ადრე თუ გვიან ცუდად დამთავრდება.
ბათუმი სოფლის გუნდია!!!
რა სასაცილოდ გამოიყურებიან ბათუმის ფეხბურთელები დილას სტილში რო ცდილობენ მაღალ პრესინგზე თამაშს და პრესინგიდან დაბალი პასებით ამოსვლას. დ.დ. იტანჯებიან!!!
ოთარი-ს
მეგობარო მსგავსი სიტუაციაში ასი შემთხვევიდას ასივე მეკარის სასარგებლოდ დაფიქსირდება.სადაც გინდა იკითხე. ალბათ ბათუმის გულშემატკივარი ხარ და წარმატებას უსურვებ ბათუმს.პრობლემას სხვაგან ხომ არ ეძებთ ბათუმის გულშემატკივარები? განსაკუთრებული კარგი თამაში რომ არა ჰქონია ბათუმს მაგას ვერ ამჩნევთ?რას ჰგავს ცენტრალური დაცვა ბათუმის? და ყველაზე მთავარი-კვასვაძეს რა უნდა ბათუმის დინამოში საერთოდ?მაგან როგორც მახსოვს ერთი დინამო უკვე გააფარჩაკა და სანამ მეორეს გააფარჩაკებს გაუშვით გუნდიდან.რაღა დროს როინაა ხალხო? ან თუ ჩიჩკანი არ ვარგა სად იყავით აქამდე?ეგ რო კარგი მეკარე ყოფილიყო თბილისის დინამო არ გაუშვებდა. ან დვალიშვილი რატო გყავთ?გეგუჩაძე კი არა ეგ უნდა გაგეშვათ-სადაც კი ერთი ბალასტი იყო ყველა რო მოკრიფა და ბათუმში ჩამოგიყვანათ.რომელმა ლეგიონერმა გაგიმართლათ მაგის მოყვანილმა?(არა ვგულისხმობ წუწკი მელიებივით ადგილობრივ გუნდებში რო დასუნსულებთ და გადაგყავთ ფეხბურთელები ბათუმში. გორის დილა გყავთ ამოჩემებული განსაკუთრებით და დაირქვით ბარემ ბათუმის გორის დილა) ან ეგ დემჩენკო დიდი მწვრთნელი ხო არ გგონიათ?კვასხვაძეს და ბალიჩს რო ფეხბურთელად ჩათვლი მწვრთნელი არა ხარ!!!! ჯოვის ჯანმრთელობას ვუსურვებ!!!
ოთარი
მეკარის საჯარიმო სადაც მასზე შეხებაც თითქოსდა არ შეიძლება არის საჯარიმოს შიგნით უშუალოდ კარის წინ ცალკე შემოხაზული მართკუთხედი. ჯარიმა რომელშიც ჯოვინო დაშავდა შეფასდა როგორც მეკარეზე თავდასხმა და მოხდა ფაქტიურად საჯარიმო ხაზის სიახლოვეს. ძალიან მაინტერესებს ვინც ეს ეპიზოდი ნახეთ მითხარით ერთი ვინ ვის დაესხა თავს და რომელი წესი უშვებს ასეთ სახიფათო თამაშს. ძალიან მოდაშია შემოსული მეკარის მიერ წინ გაწეული ფეხით თამაში. სწორედ ეს უაზროდ წინ მოქნეული მუხლი მოხვდა თავში ჯოვინოს, რომელიც არც კი ამხტარა და პირიქით მცველს მოერიდა რომელიც მაღალ ბურთზე თამაშს აპირებდა. შემთხვევით სახიფათო თამაში ხომ არ უნდა დაფიქსირებულიყო მეკარის მხრიდან? ადმინისტრატორო შეიძლება ნახეთ ვინმე კომპეტენტური მსაჯი/მწვრთნელი რომ წესებიდან გამომდინარე განმარტოს მსგავსი სიტუაციები.
პირატებს
კიდევ კარგი გეგუჩაძეს წასვლა რომ აიძულეთ, თორემ სხვა ყველაფერი წესრიგში ქონდა ბათუმს. ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ აქ მწვრთნელის პრობლემა არ იყო.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?