თურქეთის ნაკრების ჰოლანდიელი თავკაცი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის შანსის მიცემა გამართლებულია

თურქეთის ნაკრების ჰოლანდიელი თავკაცი გუს ჰიდინკი, რომელიც 2009 წელს "ჩელსიში" მუშაობდა, მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის შანსის მიცემა გამართლებულია. ამასთან, ჰიდინკს სწამს, რომ ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელმაც ამ ზაფხულს ლონდონური კლუბი ჩაიბარა, წარმატებას მიაღწევს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" საკლუბო სტაბილურობის მაგალითია. სტაბილურობა კი, სწორედ ისაა, რაც ახლა "ჩელსის" ყველაზე ძალიან სჭირდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში კარლო ანჩელოტი კარგად მუშაობდა, ვილაშ-ბოაშის მიწვევამ კი ასევე წარმატება უნდა მოუტანოს კლუბს.

ჩემთვის არავის შემოუთავაზებია "ჩელსის" გაწვრთნა. მხოლოდ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მოვიდა ჩემთან და მთხოვა: "ხმები დადის, თითქოს "ჩელსი" გიწვევთ. გთხოვთ, წასვლაზე არ იფიქროთ". მე მივუგე, რომ კონკრეტული საუბარი არავისთან მქონია და ამაზე ჩემი მხრიდან რეაგირება არ იქნებოდა.

ვილაშ-ბოაშს წინა სეზონაში ბრწყინვალე შედეგი ჰქონდა. ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი შესაძლებლობა "პორტუში" დაამტკიცა. მართალია, პრემიერლიგა განსხვავდება პორტუგალიის ჩემპიონატისგან, მაგრამ ახალგაზრდებს შანსი უნდა მიეცეთ. პატივისცემა 33 წლისამაც შეიძლება დაიმსახურო და ეს ადამიანის პირად და პროფესიონალურ თვისებებზეა დამოკიდებული. მცირე ასაკი სულაც არ არის იმის პირობა, რომ ფეხბურთელები ძმასავით შეხედავენ. თუკი ის მიზანსწრაფულობასა და სამართლიანობას გამოავლენს, ყველაფერი გამოუვა".

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს