"ნაპოლის" თამაშების დეტალურ განხილვას ყოველთვის გთავაზობთ, თუმცა ახლა დადგა ეტაპი, როცა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი უფრო მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ქართველ ფეხბურთელს ამხელა ყურადღებაც ვნებს, თუმცა მასზე ბევრს რომ დაწერენ, ცხადია, მთავარი კი მაინც ფორმა და კონტექსტებია. რაც შეეხება "ნაპოლის" - ისევ სერიოზული შეცდომები დაცვაში, კიმის წასვლის ვერშევსება და მცდელობის მიუხედავად, სათანადო სიახლეების ვერდანახვა. საბოლოოდ, ხასიათის გამოვლენა და ფრე (2:2) "ჯენოასთან"...

ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ რუდი გარსიას გუნდი საკუთარი სურვილებით არ დაუკომპლექტებია და მას საკმაოდ რთული მიზანი დაეკისრა - მაინც ამოწურვად რესურსში სიახლეები შეეტანა. ფრანგის თავდაპირველი განცხადებები და კვარაცხელიასთვის მეტი თავისუფლების მინიჭების მცდელობა თითქოს ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა ამ საქმიდან ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამოდის.

მიზანი ვერ სრულდება თუნდაც იმიტომ, რომ მარიო რუი ვერანაირად ერგება იმას, მთელი ფლანგის კონტროლი განახორციელოს და "კვარას" ცენტრი შესვლა შეეძლოს. მატიას ოლივერა ამ საქმეში გაცილებით ძლიერია. რუიმ ბურთი რამდენჯერმე დაკარგა, შემდეგ კი ცდილობდა, საკუთარ პოზიციებთან ახლოს ყოფილიყო და ხვიჩა გრძელი პასებით მოემარაგებინა. ამ დროს ჩვენებურს ზონები არ უთავისუფლდება და მის წინააღმდეგ რამდენიმე მეურვეა.

კვარაცხელია სივრცეების გათავისუფლებაზე თავად ზრუნავდა, პირველ ტაიმში კარგი მანევრები შემოგვთავაზა, ორ ფეხბურთელს შორის გენიალურად გაძვრა და მოკლე დროში ორი მოწინააღმდეგე გააფრთხილებინა. ხვიჩაზე ამის შესახებ გასული სეზონის მიმდინარეობისას არაერთხელ დაგვიწერია - მან თამასა ძალიან მაღლა ასწია და მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფორმაშია, გულშემატკივრებს რამდენიმე გამონათება აღარ აკმაყოფილებთ. 77-ე ნომერი თამაშზე სერიოზულ გავლენას ახდენს - მეტოქეები უფრთხიან მისი ფლანგიდან შეტევას, რადგან საპასუხო იერიშის ალბათობა დიდია. ასევე, "კვარაზე" გაძლიერებული ყურადღება ხელ-ფეხს სხვებს უხსნის, რაც რასპადორიმა და პოლიტანომ მშვენივრად გამოიყენეს.

ამასობაში, ხვიჩას ემოციური ფონის შემცირებაზე მოუწევს მუშაობა, რადგან გადაჭარბებული დოზით ის სასარგებლო ვერ იქნება, ამას მოჰყვება საკუთარი თავისთვის უფრო მეტის დამტკიცება, ხანდახან ეგოიზმის მომატება, ხანდახან მსაჯთან კამათი და საბოლოოდ, ეს ძველებურ კონდოციებში დაბრუნებას არ ეხმარება.

...და სადაა მწვრთნელის როლი? სწორედ აქ. შემტევებმა იციან, რომ ყველაფრის მიუხედავად, მათი თამაში შედეგიანობით ფასდება. ამ დროს დამრიგებლისგან უნდა გრძნობდე, რომ მას შენი ძველებურად სწამს. იმავეს ვიტყოდით გულშემატკივრებსა თუ ჟურნალისტებზე. ხვიჩას გარეშე, ოსიმენიც "ჩამქრალია". გავიხსენოთ მსგავსი შემთხვევები; უეინ რუნის გაგრძელებული "მშრალი" სერიის შემდეგ, გენიალური სერ ალექს ფერგიუსონი ამტკიცებდა, რომ ეს უიღბლობა ძალიან მალე აუცილებლად დასრულდებოდა. ამჟამად "ოქროს ბურთის" მფლობელი კარიმ ბენზემა სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ფაქტობრივად, "რეალის" "ლუზერად" მიიჩნეოდა. კარლო ანჩელოტიმ მაშინ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ფრანგმა 11 მატჩში სულ 1 გოლი გაიტანა, მადრიდული გრანდი ახალ ფორვარდს არ შეიძენდა. არსებობს შემთხვევები, როცა ამა თუ იმ მაღალი კლასის ფეხბურთელს კონკრეტული გუნდისთვის ვერ გააქვს და ესეც ემოციური ამბავია. მაგალითად, ჰარი კეინს "მანჩესტერ სიტის" კარი 6 წლის განმავლობაში არ დაულქშქრავს, ეს მათთან დაპირისპირებაში ფორვარდს ძაბავდა, თუმცა აძლევდნენ უფრო მეტ დროსა და შესაძლებლობებს და ეს უიღბლო სერიაც დასრულდა. გასაკვირი იყო "ლივერპულის" გოლეადორ ფერნანდო ტორესის უიღბლობა "ჩელსის" რიგებში...

"როცა ძველებურად ვერ გამაქვს, ნაკლებად ვიღიმი. ფეხბურთს პოზიტივი სჭირდება" - ეს გერმანელი ტიმო ვერნერის სიტყვებია, როცა "ჩელსის" მაისურით ვერაფრით გაჰქონდა. გვინდა, ყველას ხელი შეუწყოს იმას, ხვიჩა იღიმოდეს. რა თქმა უნდა, როცა შეხვედრა მოსაგებია და ბოლო წუთებში "კვარა" მოედნიდან გაგყავს, ის კმაყოფილი ვერაფრით იქნება. გარსიას სავარაუდოდ ზუსტად უნდა ესმოდეს, "მარგალიტთან" დიდი მწვრთნელები როგორ იქცევიან.

ახლა უფრო მეტს დაწერენ მილოშ კრასიჩთან შედარებაზე. ამაზე ადრეც იმსჯელეს და ყველა თანხმდება, ხვიჩა სულ ცდილობს, ახალი მოიფიქროს, ამაზე მუშაობს და მიუხედავად იმისა, მის შესასწავლად ყველაფერს აკეთებენ, "განახლების" სურვილი სულ აქვს. ამაში მას მთავარი მწვრთნელიც, ახალი ხედვები, იდეები უნდა დაეხმაროს. სპალეტის ერთი თვისება ჰქონდა, ხვიჩას მაშინ განსაკუთრებით აქებდა, როცა მას თამაში არ მისდიოდა, როცა ყველა შექებას ელოდა კი...

ყველა სერია სრულდება, ამის წერტილსაც ვნახავთ. მთავარია, ყველას გვჯეროდეს მისი. ამ დროს ვიღაც იმაზე როცა საუბრობ, თითქოს "კვარა" ნაკრებში ბოლომდე არ დაიხარჯა, სხვა ყველაფერს რომ შევეშვათ, უბრალოდ პრაქტიკული თვალსაზრისითაა შეუძლებელი, ხვიჩას ახლა სანაკრებო გოლი ისეთივე დახმარებას გაუწევდა, იქნებ მეტსაც კი, ვიდრე საკლუბო.

წმინდა სამატჩო მიმოხილვას ძალიან რომ არ გავხდეთ, ერთ ეპიზოდში

ჩვენებურის დაცვაში თამაში ძალიან მოსაწონი იყო. მის შესრულებულ საჯარიმოთი კი ზუსტად დავინახეთ, ახლა რომ ცოტათი აფორიაქებულია...

ნუ ვიფიქრებთ იმაზე მეტს, ვიდრე არის, თავად კი მაქსიმალური ფსიქოლოგიური დახმარება მოგვეთხოვება, ჩვენი მთავარი ვარსკვლავი ისევ რომ კაშკაშებდეს!..

giorgi kvaratskhelia
ჩემი აზრით ახლა რასაც თამაშობს ეგ ფეხბურთს სულ არ ჰგავს უკან არ ბრუნდება არ აქტიურობს წონაში მოიმატა და ეზარება თამაში რასაც წინათ ცდილობდა ყვრლაფერი დაივიწყა მოიყვანა ცოლი იშოვა ფული და ერთ ადგილას ჰკიდია ყველაფერი დალშე მალე 20მილიონამდე დავარდება მისი ფასი უბრალოდ ახალგაზრდა რომ არის მაგიტომ აუწიეს ფასი თქვენც ხედავთ ყველაა ის აღარ არის პროფესიონალი როგორც წინათ იყო მე უკვე აღარ ვუყურებ თამაშებსაც
რონი
ბოლოს დროს არც ნაკრებში და კლუბში ხო სულ ასე იყო კვარას არ ტვირთავენ... როცა იცით ფეხბურთელებმა რომ ჩვეულებრივი ურმები ხართ თქვენს გვერდით არის ფერარი მიეცით მეტი საშუალება რომ იბრწყინოს... არა არ აძლევებ ბურთს დაატარებენ უაზროთ კაცის მომტყუებელი არც აქ არც იქ არავინ არის მაგრამ შურია თუ რა არის არ ვიცი დროულად არ აძლევენ პასს ან თუ აძლევენ ისეთ დროს 2-3კაცი რო კეტავს... არც ზელენსკი არც ლობოტკა და არც მესამე ცხენი არაა იმ დონის რაც უნდა იყვნენ შემტევი ნახევარმცველები ხავი ინიესტა ისე უხატავდა პასებს მესის და სხვებს რო ვერ გაეტანათ საცოდაობა იყო... რეალის თამაშებში ვინი და როდრიგო იმდენს მატაობენ იმდენს ურტყავენ კარებში წუთი ისე არ გავა პასი როარ მისცენ ჩვენთან და ნაპოლში კიდევ ისე გავა 10 წუთი ბურთი არ მიზდის..... და ამას მე თუ ვხედავ გულშემატკივარი მწვრთნელი რას აკეთებს რომელსაც მილიონზე მეტი აქვს ხელფასი???? ოსიმენმაც ბოლოს არ მისცა პასი შეეძლო ერთი ერთზე გაეყვანა სანამ არ გაიჭედა არ გააკეთა პასი... ხელფასი ხო ვაბშე სხვა თემაა 100 მილიონად არ ყიდი ფეხბურთელს და ხელფას აძლევ 1.2 მილიონს აბა ეს ვის გაუგია მაგ ხელფას პრემიერშიფშიც მისცემენ თავს იმით იმართლებენ კრიზისია ფული არ გვაქვსო ლიგა ფულიანების ტურნირია თუ არ გაქ ფული რას ითხოვენ ფინალებს და მოგებებს?
Giorgi
აუ კარგი რა თუ ძმა ხარ ქართული ისწავლე სანამ რამეს დაპოსტავ.
დავით 67
არ მოგბეზრდა ამდენი სისულელეების ჯღაბნა.? ვითომ სომხობ? არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სომხების და არც სხვა ნაციის, მაგრამ მასე გარუსებული ნებისმიერი ეროვნების ადამიანი ილაპარაკებს და არა დაწერს.
Robert22
ზოზუაშვილი უნდა დავაბრუნოთ ნაკრების მწვრთნელად.ონ სტრატეგ!
Robert22
ოჩენ პლახოე დელა სდელალი იტალიანცი რა.პირველივე სეზონში რა საუკეთესო რის საუკეთესო ონ იავნა ნე პრევოსხოდილ ოსიმენა რა.
Robert22
იგროკ ადნავო სეზონა რა.იმედია ვცდები მაგრამ სტოლკა ვრემენი ნეჩეგო ნე დელაეტ რო სხვა რა უნდა იფიქრო კაცმა.
ვიკტორ
მოგიწოდებთ7 შეწყვიტოთ მსგავსი ხასიათის პოლემიკა! ისიამოვნეთ ფეხბურთით და გაეშვით სხვისი ფულუს თვლას და სხვის საძინებელში ძრომიალს.
ლექხო
მერწმუნეთ ბრაგასთან სულ სხვა ხვიჩას ვიხილავთ ენდეთ ჩემს გამოცდილებას ეს აუცილებლად ასე იქნება წინათამაშიდან ეს უკვე გამოიკვეთა
რ
და მესიმ იცის, რომ ანტონელა და ბავშვები ხელს უშლიან?))) რა სისულელეა, არცერთი ეროვნების ფეხბურთელს არ უშლის ხელს დაოჯახება, და თქვენი აზრით მაინცადამაინც ქართველი კაცები თაყვანდებიან ცოლის მოყვანისას? რა გვჭირს ამისთანა?
ჟორა
კი მაგრამ, მესის, პელეს, ბეკენბაუერს თუ ცოლები ყავდათ ვერ ითამაშეს დიდი ფეხბურთელი? ძოძუაშვილის ნათქვამი სისულელე, სადამდე უნდა იმეოროთ?
რა მაფიაა?
სამუშაო აქვს თავისთავზე - კიბატონო. მარა წინასწარ არ კეტავენ, რო იღებს ბურთს მერე მიდის ორი კაცი, მერე კიდე ვინისიუსი სანამ ასე ათამაშდებოდა 3 წელი სკამს ხეხავდა და გუნდში რონალდო ბენზემა და მოდრიჩი და კროსი ყავდა და ანჩელოტი და ზიდანი მწვრთნელად... მერე კიდე რას იკარგება სუ ცდილობს რაღაცებს. ერთადერთი მგონია რო "ქუჩის ფეხბურთს" აღარ თამაშობს და მეტი ექსტრავაგანტული მოზრაობები და ფინტები უნდა გამოიყენოს... ადრეც ეხვეოდა 2-3 მცველი მარა ძვრებოდა რაღაცნაირად და ეხლა აღარ შვება, არადა ხალხს ეს მოსწინს ზუსტად. მარტო "პაციბიას" აკეთებს ხოლნე და ეგაა
რა მაფიაა?
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა!
G.LA
ნუ ჩაიხვიეთ ძოძუაშვილმა რა თქვა. მაგან ისიც თქვა ნაკრებიდან სანიოლი თუ უნდა გაუშვათ მე უნდა ვიცოდე რომ ანჩელოტი მოვაო და თვითონ ბატონი რეზო ანჩელოტი იყო ნაკრებს რომ წვრთნიდაა ან ჩივაძე ანჩელოტი იყო? რაც შეეხება ფეხბურთელის არ დაქორწილებას, გეკითხებით როდის მოიყვანოს ცოლი როცა კარიერას დაასრულებს 35-37 წლისამ?
ceroeli
ძოძუაშვილი თუ გახსოვთ,წინააღმდეგი იყო მოქმედი ფეხბურთელის ცოლის მოყვანის.უბრალოდ კონცენტრაცია დაკარგა ბიჭმა.
სოსო-
რამდენი ხართ ეს სანაიას მიმდევრები
სოსო-ს
რამდენი ხართ ეს სანაიას ნაც მიმდევრები?
swimartle
ერთო ორი შენიშვნა ჯურნალიზმსა და ენის შესახებ. ძალაინ გთხოვთ ნუ აბრახუნებთ ინგლისურიდან შემოტანილ სიტყვებს როდესაც სათანადო ქართული სიტყვები გვყოფნის. ეხლა კი ხვიჩაზე. Xვიჩას ჩავარდნა მარტო მის მიერ არ არის გმოწვეული.და რა ჩავარდნაზეა ლაპარაკი როდესაც მაღალ შეფასებას იღებს ამ თამაშიდან და წინა თამაშებშიც რა დროც მიეცა. Xვიჩა არ არის მარადონა და არც მესი რომელთაც მთელი თამაში მიჰყავდათ. ის არის მაღალი დონის გარემარბი როგორც მისი თამაშიდან სჩანს ჩავარდნა იმით არის გამოწვეული რომ უცბად გაანათა ცაზე და მოსალოდნელიც იყო. ამას გარდა გარსიას საერთოდ არ გააჩნია აზრი რას აკეთებს. აწყობილი გუნდი ჩაიბარე ორი დანაკლისით კიმით და ვთქვათ ნდომბელე, რომელიც ნაკლებად მიმაჩნია რომ რამე დაღი მის წასვლას გამო დაეტყო გუნდს. მისი ურთიერთობაც სხვანაერია ფეხბურთელებისადმი ვიდრე სპალეტის და არა მგონია დიდი ხანი გასძლოს. მაგრამ ლაურენტისს აწყობს ასეთი მწვრთნელი რომ ფული დაზოგოს ფეხბურთელებზე რადგან სანბაბი აქვს რომ თქვას აი ხომ ხედავთ ვერ თამაშობსო(ხვიჩზე) და სათანადოდ ხელფასი არ აუწიოს. ჯუღელიც არის რუსეთის დონის ჩალიჩმეისტერი მეხინკლე აგენტი, რომელსაც ლაურენტისმა ყურადებაც არ მიაქცია როცა იქ მოსალაპარაკებლად იყო ჩასული.სამწყხაროა რომ ასეთ ფეხბურთელს ასეთი დაბალი დონის მოძველბიჭო ელემენტი ჰყავს აგენტად, რადგან მამაისის მეგობარია. ასევე აღსაღნიშნავია ის რომ სეზონის ბოლოს ხვიჩას პასების დაგვიანება დაუჭყო ამრიო რუიმ, ანგუისამ და საერთოდ შუა ხაზმა, როდესაც დაინახეს რომ ის მათზე ბევრად უფრო დიდ ყურადღებას იქცევდა. ეს უბრალოდ ფეხბურთელების ეგოდან მოდის და ამის გამოსწორებისათვის მაღალი დონის და გამგები მწვრნელი სჭირდება. სპალეტი იდიოტი არ არის რომ გუნდიდან წავიდა. ის მიხვდა ყველაფერს ადრე და ლაურენტისის წუწურაქობიდან გამომდინარე იცოდა რომ პრობლემები უფრო გაიზრდებოდა. მოიგო და წავიდა, დროულად გაეცალა არეულობას, ხელი ოემართოს იტალიის ნაკრებში მე იმედი მაქვს რომ მალე ლამაზად. მოთამაშე ნაკრებს დააყენებს. დავუბრუნდეთ ხვიჩას რატომ ვახსენე არ არის მარადონა და არც მესი? რადგან მარადონასთან არავის შედარება არ შეიძლება. ის იყო გუნდის უველა სული და გული სადაც უთამაშია და მთელიშუა ხაზი მიჰყავდა. ხვიჩა დგას მარცხენა ფლანგზე და ბურთს ელოდება ხშირად ალბათ ადე 95% თამაშისა. თუ უნდა შემდეგ საფეხურძე ავიდეს უფრო უნდა მ ოუხშიროს ცენტრისაკენ მოძრაობას. ჩავიდეს უკან, ბურთი ადრ მოითხოვოს. მეტი იმოზრაოს რადგან მის თამაშს გახსინილისივრცეები სჭირდება და არა ერთ ადგილზე დგომა. თუ მას მწრვტნელი ავალებს იდექი და ბურთს ელოდეო არ ა მგონია ასე იყოს. თუ ის მეტს იმოძრაებს და გაქრება თავის ადგილიდან ხშირად დაცვას უფრო მეტი ჯაფა დაადგება და დაბნეულები იქნებიან. ეხლა ყველამ იცის სად არის ხვიჩა და ერთი მეურვე და ხანდახან ორიც იქვე ძოვენ ბალახს და ელოდებიან მისკენ ბ ურთის წასვლას. ასე რომ ხელების შლა, მსაჯებთან აპელირება, მწვრთნელთან ხელებით 'კე კაცცო'-ს მინიშნება მხოლოდ მისგაღიზიანებულ მდგომარეობას აჩვენებს ყველაფერიდან გამომდინარე, ოსი ენიც ბევრს ვერაფერს აკეთებს როდესაც ხვიჩა ასე დგას და ბურთს ელოდება, მარჯვენა ფლაგზე კი პოლიტანო აუცილებლად უნდა იყოს , მაგრამ პასები მანაც დროულად უნდა გააკეთოს უყვარს ბურთის ზედმეტად ტარება და ხშირად უზუსტო პასების კეთება რადგან დროულად თავს ვერ სწევს ბურთზე მიჯაწვული...თუ ხვიჩა უფრო ამოძრავდება მალე ვიხილავთ შეიზლება პრემიერლიგის რომელიმე წამყვან გუნდში სადაც ზუსტად მისი თამაშია სტილის მიხედვით... თუ იდგება ფლანგზე ბალახის საზოვად მისადმი ინტერესი მოიკლებს და ფასიც დაიწევს. ამიტომ დრო არ უნდა დაკარგოს და ყველაფერი იღონოს რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. რეალს ის დღეს არ სჭირდება და არც ალბათ შემდეგი 5 წელი. ახალგაზრდა კაცია და სჭირდება გვერდში დგომა და სწორი რჩევები...ჯუღელს მაგის ინტელექტი სამწუხაროდ არ გააჩნია...
გივი-ს
წაკითხვა და გააზრება უნდა შეგეძლოს.რა კითხვაც დასვი იმაზე პასუხი რთული გასაგები იქნება შენთვის…
სოსო
ასეა,სისულელე გამოდის,როცა აზრს არ აყოლებ, რას წერ!აგერ ლაშა ტალახაძე,მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ! თურმე ცოლიც ჰყოლია და შვილებიც.გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელიაც,ცოლშვილიანები გახდნენ,ესპანეთში საუკეთესოები და ზაზა ფაჩულია,სულაც ნბას ორგზის ჩემპიონი გახდა.სხვებიც ბევრი მოიძებნებიან,ასეთები!ღვთის მადლით,მრავლად გვყავს ჩემპიონები და მათ შორის,დაოჯახებულებიც!ყველა დასაოჯახებელ ქართველ სპორტსმენს მოვუწოდებ,დაოჯახდით ბიჭებო!ისედაც დაცოტავებულ ქვეყანას,მხოლოდ გამარჯვებებზე მეტად,ერის გამრავლება სჭირდება,თქვენი შვილები კი,ჩვენი გენის გასაძლიერებლად,საუკეთესოები იქნებიან!
თენგაბი
პრობლემის გამოსწორება მაშინ იწყება, როდესაც მისი გადაჭრის გზებზე იწყებ ფიქრს. ხვიჩა საკმაოდ აზრიანი პიროვნებაა და ამ მდგომარეობიდან გამოვა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. დიდ ფეხბურთელებს ხშირად ქონიათ ჩავარდნის პერიოდები და მშრალი სერიები. ცოტა ხანში სიტუაცია გამოსწორდება. თითქოს არაფერი გაუკეთებია წინა მატჩში, მაგრამ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა. მარტო მისი ყოფნა მოედანზე, ნახევარ დაცვას დაძაბვაში აყოლებს. ნურც გადამეტებული ყურადღება და ზედმეტი ჩარევები გვაღელვებს. ასეთია დიდი ადამიანის ბედი და ტრაგედია ის არის, როცა დაგივიწყებენ. უფალო დაიფარე ხვიჩა, მისი ოჯახი და ქართველი გულშემატკივარი!
მამუკა
პირველი რაც სჭირდება ხვიჩას ეს არის თვითრწმენა, თითოეულ გაფუჭებულ ბურთს ისე განიცდის თითქოს ქვეყნის ბოლო იყოს და შემდეგ ითრგუნება, თუ დააკვირდებით ხვიჩას თამაშს ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ იკარგება მოედანზე, აკლია ლიდერული თვისებები ისეთი მაგალითად როგორიც მბაპეს აქვს ან ვინისიუსს, ამ დროს ნაპოლიში ერთადერთის ვისაც შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება და მატჩის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ამას არ აკეთებს იმის შიშით რომ ვაი და დავკარგო ბურთიო და მისაყვედურონო და ამიტომ რჩება ჩრდილში, ვიღაცეები იტყვიან პასს არ აძლევენო, მაგრამ ასე არ არის, თვითონ მოძრაობს ხანდახან ინერტულად და ამიტომაც არ აძლევენ პასს არა და პირიქით უნდა იყოს, სულ უნდა იხსნებოდეს, ფლანგზე დაკეტეს ცენტრში უნდა შემოვიდეს პასის მისაღებად, მოკლედ თავდაჯერება აკლია, სამუშაო აქვს თავის თავზე ბევრი, თორემ დარჩება ერთ ჩვეულებრივ ფეხბურთელად
ალალი გულით დაწერილი.
ასეთმა პრაფესორებმა, ხო მაგრად დათარსეს ჩაკვეტაძე, რომელიც ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან ტრავმების გამო, ხოდა ეხლა ხვიჩაც მაგ სიტუაციაში ყავთ. მაგალითად: გადამეტებულზე გადამეტებული ქება, გადამეტებული ეპითეტები ( მაგ:ცის კაბადონზე გამოჩნდა ვარსკვლავი ხვიჩას სახით და ლამის მარადონაზეც კი მეტი) უბრალოდ სირცხვილია ესეთი რაღაცეების წერა. ქებაშიც ზომიერებაა საჭირო! ასეთი გულშემატკივრები იმასაც ვერ ხვდებიან, რო თვითონ ხვიჩასაც ვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, თუ ფსიქოლოგიურად, თუ მორალურადაც. ეხლაც ზოგიერთები ძალიან უხეშად ერევიან ხვიჩას პირად ცხოვრებაში, თურმე რატომ მოიყვანა ცოლი, ეს უკვე მეტისმეტია! არავინ დაობს რო ხვიჩა არის, უდაოდ უნიჭიერესი ფეხბურთელი და ძალიან კარგი პიროვნება! როგორ გგონიათ ხვიჩა არ განიცდის, რო ჯერჯერობით ისე ვერ მისდის საფეხბურთო საქმე, როგორც წინა წლის დასაწყისში? ამიტომ ჩვენი ვალია მხარი დავუჭიროთ ხვიჩას, ოღონდაც ბრმად კი არა, ისეთი როგორიც ეკადრება გულშემატკივარს!
მირო
ნუ დაიჩემეთ მშრალი სერია,უგოლო სერია,ნუ ამახვილებთ ამაზე ყურადღებას.ფეხბურთია,ხან ისე ინება ხან ასე,ზოგჯერ გაიტანს,ზოგჯერ ვერა,თამაშია,ზოგჯერ იღბალიც მიგატოვებს.აქ კვარა კი არა მთელი გუნდი აჭრილია,ვერავინ ვერ თამაშობს ძველებურად და ამაშია მიზეზი.კვარა პელე არაა მთელი გუნდი მოატყუოს და გოლი გაიტანოს,ეს დღევანდელ ფეხბურთში პელესაც გაუჭირდებოდა.კვარა მაინც ყველაას სჯობია გუნდში და იმ წუწურაქი ლაურენტისის შემხედვარე იქნებ ასეცაა საჭირო თამაში.
გივი
რა ცოლი რის ცოლი...ეხლა ოჯახს მიადექით ტო? რა შუაშია ცოლი...ანუ სპორტსმენმა ცოლი არ უნდა მოიყვანოს სანამ კარიერა აქვს მაგ ლოგიკით? რამე მიზეზ-შედეგობრივი კვლევები შეგიძლიათ მოიტანოთ? თუ კი, მაშინ გაგვაცანით ჩვენც. თუ კი არ არის ესეთი, მაშინ გთხოვთ შევეშვათ ასეთ გამონათქვამებს.
გივი
მე მგონი რაც ხვიჩას ჭირდება არის ყველაფრის დაკიდება და განსაკუთრებით აქ რომ არიან შურიანები ან/და იმბეცილები მაგათნაირი ხალხის კომენტების გამოყენება პირადი მოტივაციის ღუმელში ცეცხლის შესანთებად. ჰეითერებს ვერ გაექცევი ხვიჩ, მათი შენი მოტივაციისთვის გამოყენება უნდა ისწავლო. ამაზე მაგარ საწვავს, ვერ იპოვი. კითხე ჯორდანს თუ გინდა.
ციციკორე
ტყუილად აბრალებთ გულშემატკივარს. ეგ გულშემატკივარი, წარმატებული თამაშის დროს ტაშს უკრავდა და მოტივაციას აძლევდა. მოცემულობაა, რომ ცნობილ და გამოჩენილ სპორტსმენს, მუდამ აჟიოტაჟი დასდევს და ყურადღების ცენტრში უწევს ყოფნა.
G.LA
კარგი სტატიაა და მინდა ვთქვა ზუსტად იგივე ვიფიქრე საჯარიმოს დარტყმის დროს. ეს საჯარიმო მის დღევანდელობას ასახავს. ხვიჩა აფაორიაქებულია და დაწყნარება უნდა. არ ვიცი მის გვერდით ვინ არიან, მარა ვიცი სჭირდება ღიმილი, რამე ისეთი რომ გააცინოს და გაახალისოს. იუმური ეს ის არის რაც თვითდაჯერებულს უბრუნებს ადამიანს. მინდა ყველამ მოიგონოთ კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანია სლოვენია, შმიდტის მხიარული ღიმილი და ღლიცინი გვერდზე ჯდომთან, როცა სლოვენია საკმაოდ დამაჯერებლად უგებდა. რაც მერე მოხდა ყველა ვიცით.... ხვიჩა გაიღიმი იხალისე, გაერთე და ისიამოვნე ფეხბურთით. შენ დაძაბვა არ გჭირდება ისეთი ნიჭით დაიბადე.
არტ
კვარას დიდი ფსიქოლოგიური ტვირთი აკიდეს, განსაკუთრებით ეს ქარტველ გულშემატკივარზე ითქმის. გახსოვთ ბოიან კრკიჩი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ლამის მესის დონის ტალანტად მიიჩნევდნენ? ამას წინატ ფეხბურთს თავი დაანება და რომ კითხეს რატომ ვერ შედგა მისი კარიერა, ერთ-ერთ მიზეზად მან თქვა - ფეხბურთელმა თავი უნდა დაანებოს ვიღაცეების მოლოდინების გამართლებაზე ფიქრსო. კვარა ღმერთმა დაიფაროს კრკიჩის საფეხბურთო ბედის გამეორებისაგან და დარწმუნებული ვარ ეს ასე არც მოხდება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ მშვიდად ფეხბურთის თამაშის და განვითარების საშუალება უნდა მიეცეს. ცნობილი ამბავია, რომ არსებობს ე.წ. მეორე წლის ფაქტორი - ბრწყინვალე სტარტის შემდეგ მომდევნო წელი ყველასათვის განსაკუთრებით რთულია. ხვიჩაც არაა გამონაკლისი. ეს უნდა გადაძლიოს, დამშვიდდეს, მუშაობა გააგრძელოს და მოუმატოს იქ, სადაც მოსამატებელი აქვს - უბურთოდ მოძრაობაში, ბურთის მიღების შემდეგ გადაწყვეტილების მყისიერ მიღებაში. კიდევ უფრო დახვეწოს დარტყმებიც. მოთმინება, სიმშვიდე, მუშაობის გაგრძელება და ყველაფერი კარგად იქნება! წარმატებები ჩვენს ოქროს ბიჭს!
beqa
ნაკრებDიც უნდა მოვთხოვოთ აზარას დაეხმაროს სანამ რუბინში იყო კარგად გამოსდიოდა დაცვაზე მიხმარება ჯიგოს
ასეა
გართობა შეყვარებული ცოლი და ფეხბურთი ქართველისთვის შეუთავსებელია.ვერ თამაშობ სხვა თამაშობს ეს არის პრინციპი დიდი ფეხბურთი.
ხვიჩას.
ეეჰ? ხვიჩა! ამ ყველაფრის მცოდნე "პრაფესორებს", შეაგნებინებ რამეს?
ვალერი
გათვალულივითაა, ჩააბაროს აღსარება , ილოცებს და შარშანდელზე უკეთესი იქნება
გ.შ.
ძალიან მაგარი სტატიაა, ბრავო ავტორს, ზუსტად ასახავს ხვიჩას გასაკეთებელს და რაც იშვიათია დღეს ჩვენს პასუხისმგებლობაა და გასაკეთებელს, ყველაფერი თქვის ადგილზე დადგება, მთავარია ამ ბიჭს მოტივაცოა ქონდეს... ბედნიერებას გისურვებთ ყველას , უფალი გვფარავდეს.
გუსანი
ჩვენს იმედს ემოციურ სტაბილურობას და ყველა გამოწვევის გამკლავებას ვუსურვებ!ჩემი აზრით კი , როგორც ყველა ქართველმა, ფიზიკას უნდა მოუმატოს, დარტყმის სიძლიერე აკლია, მგონია დრიბლინგების დროს ენერგიას ხარჯავს და დარტყმას ტეპში ძალა აკლდება, ართმევები ეპიზოდებში კარგი აქვს , მაგრამ არასაკმარისი, რის გამოც მაგ ინგლისში ნაკლად ჩაუთვლიან, წარმატებები ყველას!
ენძო
გარსია გუნდს გაანადგურებს."ნაპოლი"1მარტო იმიტომ არ მოგვწონდა იქ ხვიჩა რომ თამაშობს,გუნდი ლამაზ,ლაღ ფეხბურთს თამაშობდა.გარსიას ხელში ჩვეულებრივი,უსახური გუნდი ხდება და ხვიჩა რომ არა სანახავიც არაფერია.დარწმუნებული ვარ გარსია თუ დარჩა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი და მათ შორის ხვიჩა იანვრიდან გუნდიდან წავა.
ჟორა გაბრიჭიძე
ხვიჩას ფლანგზე ჭირდება ისეთი დამხმარე პერსონალი, როგორიც დი ლორენცოს ყავს მარჯვენა ფრთაზე. ნახეთ რამდენჯერ ეხსნება ხვიჩა პარტნიორებს და ბურთს არ აძლევენ, რაც შეეხემა მასთან კედლის გათამაშება, ეს ხომ ყოველთვის პრობლემაა, ანუ პარტნიორები ისე უნდა მუშაობდნონ ხიჩაზე, როგორც დი ლორენცოზე მუშაობენ. ამის ნაცვლად მარცხენა ფრთაზე ყველა თავის თავზე ფიქრობს და ხვიჩას მხლოლოდ მაშინ აძლევენ ბურთს, როცა წინ ორი მცველი უდგას, ისიც ბურთს უკან აბრუნებს.
ხვიჩა კვარაცხელია.
როგორ დამღალეთ და მომაბეზრეთ თავი ყველამ! ვარა ხვდებით, რო ზედმეტი ჩარევით მსტრესავთ და მბლოკავთ? ასევე ჩემს პირად ცხოვრებაშიც ნუ ერევით! ამიტომ აღარც თქვენი ქება მინდა და აღარც თქვენი კრიტიკა, ერთი რამე მინდა, რო მაცალოთ თამაშიი!
მწვრთნელი
კვარაცხელია შემქმნელი ფეხბურთელია და ძირითადად საგოლე გადაცემები უნდა იყოს მისი კოზირი! მარცხენა ფლანგზე მისი მუდმივად ყოფნა არ არის მიზანშეწონილი და ცენტრიდან, რომ შეუტიოს დანარჩენ გუნდთან ერთად უფრო უკეთესი იქნება! დი ლორენცოს საგოლე პასი მეორე თამაშში შეცვლაზე, რომ შევიდა თითქმის ცინტრიდან გაუკეთა! მას მარცხენივ ყოველთვის ორი კაცი დარაჯობს და ერთს თუ გაცდება მეორე დაზღვევაზეა ან ორივე ერთად მიდიან ბურთის ასართმევად! შუაში კიდევ მეურვე ეკარგება და უფრო თავისუფლად შეუძლია მოქმედება! რასპადორიმ ჯენოასთან ზუსტად თავისუფალი მოქმედებებით გაიტანა გოლი ხვიჩას პოზიციიდან!
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია