არ გაამართლა ესპანელი რაფაელ ნადალისა და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ექსპერიმენტმა.

არ გაამართლა ესპანელი რაფაელ ნადალისა და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ექსპერიმენტმა. მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგნებმა ტორონტოს მასტერსის წყვილთა თანრიგში ერთად გამოსვლა გადაწყვიტეს და უკვე მოასწრეს პირველი წრის მატჩში თამაში, თუმცა ვერაფერი გააწყვეს ვასეკ პოსპიშილისა და მილოშ რაონიჩის კანადურ დუეტთან. შეხვედრის ანგარიშია - 5:7, 6:3, 10:8.

სხვათა შორის, რაონიჩისა და პოსპიშილის წყვილი ტორონტოში სპეციალური მიწვევით თამაშობდა, თუმცა მათ მაინც მოახერხეს თანამედროვე ვარსკვლავები დამარცხება. კანადელებმა პირველი სეტის წაგების შემდეგ, თამაშში გარდატეხა მეორე სეტის შუიდან შეიტანეს, როცა 3:3-ზე ზედიზედ სამი გეიმი მოიგეს, ბოლო სეტის ტაი-ბრეიკზე კი 4:0 დაწინაურდნენ. 9:5-ზე კანადელების სასარგებლოდ, ნადალმა და ჯოკოვიჩმა სამი მატჩბოლი მოიგერიეს, მაგრამ მასპინძლებმა მეოთხე ცდა გამოიყენეს და საათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ მეორე წრეში გავიდნენ. აქ მათი მეტოქე უიმბლდონის ჩემპიონები - ავსტრიელი იურგენ მელცერი და გერმანელი ფილიპ პეტცშნერი იქნებიან.

ATP

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 430 000 დოლარი

I წრე

მიხაილ იუჟნი (რუს, 12)-ჟილ სიმონი (საფ) 6:4, 6:4; პიტერ პოლანსკი (კან)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 13) 7:6(8), 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 14)-ილია მარჩენკო (უკრ) 7:5, 5:7, 6:4; ვიქტორ ჰანესკუ (რუმ)-მილოშ რაონიჩი (კან) 6:4, 6:4; ტომი რობრედო (ესპ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:1, 6:4; ჟულიან ბენეტო (საფ)-დენის ისტომინი (ყაზ) 6:4, 6:4; ხუან იგნასიო ჩელა (არგ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:0, 6:3; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-რიშარ გასკე (საფ) 7:5, 6:1; ტიემო დე ბაკერი (ჰოლ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 7:6(2), 6:3; ერნესტ გულბისი (ლატ)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 6:1, 6:4; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ლეონარდო მაიერი (არგ) 7:6(2), 6:4.

WTA

Women's Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

I წრე

ანა ივანოვიჩი (სერ)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 9) 4:6, 7:6(8), 6:2; შაარ პეერი (ისრ, 13)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:3, 4:1 გოვორცოვას უარი; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-არავან რეზაი (საფ, 14) 4:6, 6:3, 6:4; მარიონ ბარტოლი (საფ, 16)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:4, 6:0; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 7:5, 6:4; აიუმი მორიტა (იაპ)-არანჩა პარა სანტონხა (ესპ) 7:6(7), 6:2; ნურია ლაგოსტერა ვივესი (ესპ)-ვანია კინგი (აშშ) 3:6, 6:3, 6:1; აკგულ ამანმურადოვა (უზბ)-კიმიკო დატე (იაპ) 6:1, 6:2; ვერა დუშევინა (რუს)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:2, 7:6(7); სარა ერანი (იტა)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:4, 6:2; ალიონა ბონდარენკო (უკრ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 3:6, 6:2, 6:3; ალისა კლეიბანოვა (რუს)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:4, 6:4; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-საბინ ლისიცკი (გერ) 6:3, 6:0; დინარა საფინა (რუს)-რობერტა ვინჩი (იტა) 7:5, 6:4.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა