"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის მეორე მატჩში, პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

პირველ ტურში საქართველო ავსტრალიას 9 სექტემბერს ეთამაშა (15:35), მეორე ტურში ისვენებდა და მოედანს ორკვირიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება. პორტუგალიას 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 16 საათზე ტულუზში ვერკინებით. პირველი მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილებაა.

ტრავმა მოიშუშა და მოედანს უბრუნდა მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელსაც სამივე გასახურებელი თამაში და ავსტრალიასთან შეხვედრა გაუცდა. მეორე ფლანკერი კვლავ თორნიკე ჯალაღონია, ხოლო შრრკინების შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

მეორე ხაზში თამაშს იწყებს და კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება ლადო ჩაჩანიძე, რომელიც მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს.

შეიცვალა ორივე ბურჯი. მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებს მიხეილ ნარიაშვილი. ჯამში ის მესამე მსოფლიო თასს თამაშობს. მარქაფიდან დაწინაურდა ბექა გიგაშვილი, კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა კი ადგილი შეინარჩუნა.

სრულად შეიცვალა ღერძი. მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდნენ გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე. ასევე მარქაფიდან დაწინაურდა და ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება გიორგი კვესელაძე. თავის მეოთხე მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს ფრთა სანდრო თოდუა. აკაკი ტაბუცაძე და დავით ნინიაშვილი კვლავ დამწყებთა შორის არიან.

კვაჭი თენგიზ ზამთარაძე, ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე თააშს ამჯერადაც მაქაფიდან იწყებენ. ავსტრალიასთან ძირითადში იყვნენ და ამჯერად შეცვლაზე არიან გურამ პაპიძე, ნოდარ ჭეიშვილი, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა და დემურ თაფლაძე.

50

მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან მატჩი სანიშანსვეტო იქნება რამდენიმე "ბორჯღალოსნისთვის". ტულუზში 50-ე კეპს მოიხვეჭენ გელა აფრასიძე, გიორგი კვესელაძე და ნოდარ ჭეიშვილი.

გუნდს 50-ედ უკაპიტნებს მერაბ შარიქაძე, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით 98-ე მატჩს ატარებს და თუ მსოფლიო თასის დანარჩენ ორ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, მე-7 ქართველი ცენტურიონი გახდება.

მთლიანობაში, სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 15 მორაგბის კეპების ჯამი 814-ს შეადგენს (403 ხაზი, 411 შერკინება). 258-ია მარქაფაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი

საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“

23 სექტემბერი. 16:00 საქ. დრო

საქართველო – პორტუგალია

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

rugby.ge

გიორგი
მაისაშვილი საფრანფეთში მოთამაშე პურველ-მეორეხაზელების ერთ ნაწილს არ სწყალობს. ჰოდა დავრჩით მამუკაშვილის იმედზე. შოტლანდიასთან კი ზამთარაძემ ყველა დერეფანი ჩააგდო.
ქორ-პარიკმახერი
ეჰ... ღმერთმა გისმიგოს! მარა ეგ ოცნებას უფრო გავს ვიდრე რეალობას
ჟორა
მიდით ბიჭებო ტქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. მე მგონია რომ დარჩენილი სამივე თამაშის მოგება შეგვიძლია!
Რაგბის ფანი
სავარაუდოდ, ჩემპიონატს 1 მოგებით და 3 წაგებით დავასწულებთ. მცირე ალბათობა არის, რომ უელსს მოვუგოთ, მაგრამ მაინც მე-4 ადგიკზე გავალთ. ფიჯისთან დიდი სხვაობით დავმარცხდებით. თუ რამე გვინდოდა, ავსტრალიასთან უქულოდ არ უნდა წაგვეგო.
გიორგი
ასე მგონია, რომ მატკავა უნდა გახდეს ძირითადი მგეზავი. თედოს სათამაშო პრაქტიკა აკლუა.
გიორგი
ნარიაშვილი პორტუგალიასთან არაუშავს, მაგრამ დროა პატივით გავაცილოთ.
გიორგი-50
მეგობრებო, შალვას მაგივრად ლევანმა ზუსტად ვინ უნდა ათამაშოს მაგი ნამდვილად არ ვიცი... მაგრამ კვაჭის მოვალეობა მხოლოდ ბურთის რიგიანად შემოგდება რომ არ არის, მაგი ნაღდად ვიცით... და თუკი ასეთი ასაკის და კონდიციების (თუნდაც წონა და სისწრაფე) კვაჭი თურმე შეუცვლელია, მაშინ მაქსიმუმ მხოლოდ პორტუგალიას მოვუგოთ... ხოლო, ფიჯი და უელსი გადაგვივლის, როგორც ავსტრალიამ ქნა... არავის წყენინება არ მინდა, ახლა მეც მიტყდება რომ ამას ვწერ, ნეტა გავმტყუნდე...წარმატებები ნაკრებს...
გიორგი
უფრო უპრიანია მაისაშვილის დასვენება პენსიით. მარა, სადაა პატრონი?
ავთო
სამწუხაროდ, როცა შალვა არ არის, დერეფანში თითქმის ყველა მოწოდებას ვაგებთ...
ზაალი
უკაცრავად მაგრამ ვინ ათამაშოს? ჭყოიძეს ტრავმა აქვს, ნიორაძეს გამოცდილება აკლია, რას შოტლანდიასთანაც გამოჩნდა…
გრიᲨო
საქართველომ დარჩენილი სამი თამაში, თუ მოიგო ჯგუფიდან გადის. უეჭველია.. 10 ლარს ვდებ.
გიორგი-50
არ ვარ უმადური კაცი, პირიქით, მეგობრებმა იციიან, სამმმაგად ვიცი ხოლმე მადლობის გადახდა.... მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რააა: ლევან, დააასვენე მამუკაშვილი რააა... დასვი მარქაფაში. ეს სირცხვილი არაა... კარგი ადამიანია გამიგონია, მაგრამ გარეთ იმეგობრეთ რააა... აღარ შეუძლია იმ დონეზე თამაში ხოოო? ხომ ელექტრონულია ყველაფერი? დაითვალეთ: რამდენი შერკინება ჩააგდო, რამდენჯერ ბოჭვა გააფუჭა, რამდენჯერ წაიღო ბურთი და ა.შ. ახალგაზრდებს მიეცი შანსი... მადლობა გადავუხადოთ შალვას და პატივით გავაცილოთ... ბოდიში, თუ ვინმეს ვაწყენინე...
ალექს
ძალიან რთული თამაში იქნება სავარაუდოდ. როგორ მარტივად წერთ რომ თურმე ბონუსითაც კი უნდა მოვუგოთ აუცილებლად. უკვე არაერთხელ დაამტკიცა პორტუგალიამ რომ გამართული, მებრძოლი და ანგარიშგასაწევი გუნდია. დაამტკიცეს ჩვენთანაც არაერთხელ, იტალიასთანაც, ავსტრალიის A ნაკრებთან მსოფლიოს დაწყებამდე და ბოლოს უელსთან. ამიტომ სრული მობილიზება მართებს გუნდს და 100%-ით დახარჯვა მოედანზე.
rable
უთამაშებრლი და ფორმაში არმყოფი ბევრია ძირითადში და ამიტომ რთულ პირველ ტაიმს ველოდები... წარმატება საქარეთ ველსა საქართველოსა!!!
zura
მაპატიეთ ყველამ მაგრამ მარტო მე მგონია რომ ამ ჯგუფიდან გავალთ? ასე მგონია რომ ახლა პორტუგალიას გადაუვლია პრემიალურით, მერე ფიჯისთან მგონია რომ მოვიგებთ არც ისე რთულად და უელსსაც მოვუგებთ ცოტატი მაგრამ მაინც და გავალთ პირველად.
გიორგი
ლებუშებს პირი უნდა ამოვუკეროთ, თავდახრილები უნდა გაძუნძულდნენ მოედნიდან.ფიჯის არ მგონია ამ შემადგენლობით მოვუგოთ. უელსის დამარცხების დიდი იმედი მაქვს. თუ დისციპლინას დავიცავთ და ჩვენს დერეფნებს არ ჩავაბარებთ,მაშინ ჩვენი კლასიც გვეყოფა. გაუმარჯოს ყველაზე ბრძოლისუნარიან ნაკრებს!!!
რეზო
კეპებს რპმ წერდით ხოლმე, რატომ აღარ წერთ? ან დაწერეთ რა, სად ვნახოთ
gio
პორტუგალიასთან ბონუს ქულაზე უნდა ვითამაშოთ, აი ფიჯისთან მაგრად გაგვიჭირდება, იქნებ ერთი ქულა მაინც ავიღოთ,მერე უელსს უნდა ვეკვეთოთ და იქნებ მოვუგოთ, წარმატებები ბიჭებს და გამარჯვება.
Irakli Apkhaidze
მიდით ბიჭებო! კატგად გავხურდეთ და მერე დავცვათ კაი ბლომად დაჩეჩქვილი, მარა საკმაოდ დასვენებული (2 კვირა გამოუვათ დასვენება) ფიჯი. და მერე 1/4 ფინალი ერთი ხელის გაწვდენაზეა :)
zviads
ველით ორ გამარჯვებას ბიჭებო, აბა თქვენ იცით..!!!
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
"მესი მოკვდავს ჰგავს - დავაძინებთ" - ინგლისელები წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
[PHOTO] ნეიმარმა იტირა, გამოიტირა და დარდი კაზინოში გაიქარვა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით