უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარეობს საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი "აეროსვიტის თასი"
უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარეობს საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი "აეროსვიტის თასი", რომელშიც მასპინძლებთან ერთად ესტონეთის, ბელარუსისა და იორდანიის ნაკრებები მონაწილეობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინის ნაკრების ამბები გვაინტერესებს, რომელიც საქართველოს მეტოქეა კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე.

უკრაინამ პირველ მატჩში, 29 ივლისს, დაძაბულ ბრძოლაში – 93:89 დაამარცხა ესტონეთი. დიმიტრი ზაბირჩენკო 14 ქულით უკრაინელთა ბომბარდირი გახდა, ვიაჩესლავ კრავცოვმა 12 ქულას მოუყარა თავი, სერგეი ლიშჩუკმა – 11, მაქსიმ პუსტოზვანოვმა და დანილო კოზლოვმა 8–8 ქულა დააგროვეს.

მეორე დღეს უკრაინამ B დივიზიონის ბინადარ ბელარუსთან წააგო. გადამწყვეტი მეოთხედის წინ უკრაინელები 7 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა საბოლოოდ 78:82 დამარცხდნენ და დიდი შანსია, საკუთარ კედლებში მიმდინარე ტურნირი ვერ მოიგონ. უკრაინელთაგან საუკეთესო იყო სერგეი პეჩიროვი, რომელმაც 16 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. უკრაინელთა ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა სტივენ ბურტმა 13 ქულა და 5 პასი მიითვალა. 11 ქულა იყო სერგეი გლადირის ანგარიშზე, ხოლო ვიაჩესლავ კრავცოვმა და მაქსიმ პუსტოზვანოვმა კი 10–10 ქულა დააგროვეს.

დღეს, 31 აგვისტოს, ტურნირის ბოლო მატჩები გაიმართება. უკრაინა ტურნირის აუტსაიდერ იორდანიას შეხვდება, ხოლო 2 მატჩის შემდეგ დაუმარცხებელი ბელარუსი ესტონეთს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში "აეროსვიტის თასის" გამარჯვებული გახდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს