სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (0:0), "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 76-ე წუთამდე ითამაშა და მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კვარაცხელიას Whoscored-მა 7.3 ქულა დაუწერა და ეს მასპინძელთა გუნდის მეკარის ლუკაშ სკორუპსკის შემდეგ (7.6) ყველაზე მაღალი შეფასებაა. ხვიჩამ Sofascore-სგან 7.1, ხოლო flashscore-სგან 7.4 ქულა დაიმსახურა.

spazionapoli აღნიშნავს, რომ "კვარასა" და ვიქტორ ოსიმენის შეცვლა არასწორი იყო და ამის გამო ბოლონიაში ჩასულმა რამდენიმე ათასმა ნეაპოლელმა გულშემატკივარმა მწვრთნელ რუდი გარსიას უსტვინა.

გამოცემა წერს, რომ ქომაგებმა უკმაყოფილება გამოხატეს, რადგან ფრანგმა სპეციალისტმა მოედნიდან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაიყვანა და ეს იმ დროს, როდესაც გოლის გატანა სჭირდებოდათ. ქართველმა ამჯერად უკმაყოფილება არ გამოხატა, ნიგერიელმა კი იმედგაცრუება ვერ დამალა.

თენგო
ფეხბურთის არ მცოდნე ვერ შეამჩნევს, ყოველ თამაშში როგორ უმატებს კვარა!
gia-s
გია, აბა პირი გააღე და სთქვი "ააააა"! სთქვი "აააა"....
მავანისგან
ვაი შენს პატრონს!!
Jij
გამომძვრალა ჯუღელის ხელის ბიჭი..
Zofi
გია , ძამიკო , ძილს რატო იკლებ ? დაიძინე ადრე და ადექი ადრე . სხვა ჰობი აირჩიე -არაა ფეხბურთი შენი საქმე .

იიი კვატი არა იხვი. რომელი გამოქვაბულიდან მოდიხართ ეს უვიცი ,უინტელექტო ხალხი? კარგი, ფეხბურთი არ იცი მაგრამ ვინ გაძალებთ საჯაროდ კომენტარების დაწერას და თავების შერცხვენას.
გია-ს
რეგრესი 9 წლის ასაკში დაგეწყო და მაგას მიხედე.
ხ
დარწმუნებული ვარ, ის კატეგორია ხარ, რომელიც სახლში ზის და ცოლს საზღვარგარეთ უშვებს

წინა სეზონის მერე თქვენნაირი ავადმყოფები ცოცხლები არ უნდა იყო წესით. ხმას როგორ იღებთ საერთოდ
დავით 67
არაჯანსაღი სიტუაციაა გუნდში. ვფიქრობ ფეხბურთელებიც ვერ იტანენ გარსიას. სპალეტიც რომ ყოფილიყო წელს შეიძლება ვერც გამხდარიყო ნაპოლი ისევ ჩემპიონი, მაგრამ სანახაობრივად ლამაზ ფეხბურთს ითამაშებდნენ მაინც რას ჰგავს გუნდი, კარში ვერ ურტყავენ.
Skeleton
ჰო, არვიცი, ეგ მწვრთნელი დიდ სიმპათიას არ იწვევს ჩემში მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან. რადგან არ მოგვწონს ბარემ ყველაფერი დავაბრალოთთქო ეგ მიდგომა არ მომწონს. რეალურად გარსიას მიმართ პროტესტი პირველივე თამაშში კვარას ძირითადში არ დაყენებამ გამოიწვია. როცა თავიდანვე ახსნა კაცმა, რომ კუნთის ტრავმა ჰქონდა და არ უნდოდა გარისკვა. შემდეგ თამაშებშიც ზუსტად ისე ცვლიდა როგორც სპალეტი და მაინც ვაგინებთ ამ კაცს და არ არის ეგ მიდგომა სწორი ჩემი აზრით. კი არ ვიცავ, უბრალოდ რადგან სიმპათიით არ ვართ განწყობილი ყველაფერი ხომ არ უნდა დავაბრალოთ. მაგალითად ის, რო კვარას სპეციალურად ცვლის, ჯიბრში უდგას, ჩაგრავს, შეთმულებებს უწყობს და ასე შემდეგ. კუნთები მტკივაო თუ უთხრა და მაგის გამო შეცვალა, რატო ვლანძღავთ მაინც. შიგნით რა ხდება არავინ ვიცით.
გიას
ეგ დივანზე წამოწოლილმა დაასკვენი თუ კლავიატურასთან გადატრანსფერებულმა? თამაშს უყურე თამაშს??? საუკეთესო შეფასება მიიღო, ყველაზე მეტი მომენტი შექმნა, პენალი გამოიმუშავა, ყვითელი ბარათები აჰკიდა მეტოქეს, მეტი რა უნდა ექნა? რაღაც საიტია ერთი, ხვიჩას მოძულეები იკრიბებიან და ანთხევენ ბოღმას. იიი ნეტა საერთოდ ვერ გაიტანდეს გოლს, ნეტა საერთოდ დაამთავრებდეს კარიერას და ეგეთებს წერენ გამოქვაბულიდან. არ გინდა შეუერთდე? ზუსტად სათქვენოა. კვარას რაც შეეხება, დღეს მსოფლიო პრესა წერს, რომ საუკეთესო იყო. ინგლისელმა კომენტატორმა თქვა არ უნდა გაეყვანათ რადგან ყველას სჯობდაო. მგონი მარტო უსაქმური კლავიატურისტი ქართველები ლანძღავთ თორე რაც წავიკითხე, ყველგან დადებითი გამოხმაურება იყო. ცოტა განვითარდით და საჯარო კომენტარს რომ აკეთებთ თავებს ნუ ირცხვენთ თქვენი დაბალი ხარისხის აზრების ამოფრქვევით.
დდდ
სადაც იყო, ყველგან ცუდი სახელი დატოვა და ახლა ჩვენგან რას ითხოვ, ყველა იტალიელი ექსპერტი უარესად ასწორებს მიწასთან. აქაური ექსპერტები კი მაგათთან შედარებით მხოლოდ კლავიატურაში ვვარჯიშობთ...
რობი
კი მეგობარო დღეს ხვიჩასთან მართალი იყო, მალე ჩადგებს ფორმაში ჩვენი ბიჭი და უფრო უკეტესადაც ითამაშებს! მაგრამ გუნდს რომ თამაში არ უვარგა ესაა უფრო საგანგაშო!
გია
მაღალი შეფასება არა კვატი რაც დრო გადის რეგრესიაქ ჩვენ კვარადონას
Skeleton
საითაც გავიხედე და რომელ ენაზეც წავიკითხე მოსაზრებები, ყველა გარსიას აგინებს. მისთვისაც არაა მარტივი ჩემპიონ გუნდში მოსვლა. ყველა ვარიანტში, ჩემპიონ გუნდში რომ მოდიხარ იმაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო რაც უკვე იყო, მაშინ ისევ ჩემპიონი უნდა გახადო, ეგ კი თითქმის შეუძლებელია. ხვიჩას რომ ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა დღეს ალბათ დამეთანხმებით. მისი შეცვლა წარმოუდგენელი იყო. თავიდან ვიფიქრე ყვითელი რადგან ჰქონდა მიღებული მაგიტომ შეცვალათქო მარა როგორც გარსიამ თქვა კუნთები სტკიოდაო. გასაგებია ყველაფერი. რატო უნდა იტყუებოდეს გარსია, კუნთები თუ სტკიოდა ფეხბურთელს და შეცვალა მაგაში რა არის გასაკვირი არმესმის. მე არ ვარ ზოგიერთივით შეთქმულების თეორიების მომხრე და თან ასე სიძულვილით არ ვარ ამ ადამიანის მიმართ განწყობილი. ხვიჩას თამაში დადებითად შეაფასა და თქვა, რომ გარისკვა არ უნდოდა. ბრმაც დაინახავდა დღეს საუკეთესო რომ იყო მოედანზე. რამდენჯერ დაჯარიმდნენ მასზე, პენალტიც მან მოიპოვა, ყველაზე მაღალი შეფასებაც მან მიიღო. მოკლედ თქვენი არვიცი და მე არ ვემხრობი ამ მწვრთნელის ასე გადავლა გადმოვლას.
დდდ
სტვენა და ხარახოზუმი სამ დღეში ნახეთ, თუ წყალწაღებულ უდინეზეს ვერ მოუგეს სახლში. არადა, თავებსაც ვერ შეაკლავენ, რადგან კიდევ სამ დღეში ურთულესი გასვლა უწევთ მშვენიერ ფორმაში მყოფ ლეჩესთან და კიდევ სამ დღეში რეალი ჩამოდის ე. წ. კანტროლკ-ის დასახლელად... სპალეტის თუ მანქანის მოპარვა აკმარეს, ეს გარსია, შეიძლება კასტუმიანად მოიპარონ და ლაურენტისიც ზედ მიაყოლონ...
Charley
გარსიამ მოშალა გუნდი. ეს მწვრთნელი სხვაგანაა გუნდი კიდე სხვაგან ლაურენტის შე არასწორო ეს ვინ მოიყვანე შე ბებერო ჩარვაჭარო. არავინ ფორმაში არაა ლობოტკა, ანგისა, ზელენსკი, ოსიმენიც კი და კვარა მაგრამ ეს პირდაპირ მწვრთნელის ბრალიცაა სათანადოდ ვერ უსახავს/ურჩევს გუნდს სტრატეგიას და ამ აბლაბუდა სქემაში გუნდმა არ იცის ვინ სად როგორ ითამაშოს. ამ ნაპოლის ორგანიზებულობასა და ზოგადად გამართული ფეხბურთის თამაშში ფროზინონე, და ჯენოა ჯობია და ეს ლუზერი რუდი გარსიას დამსახურება, ფრანგი დიდი ხანი ვერ გატანს პოსტზე მაგრამ წუწურაქი დელაურენტისის ამბავი რომ ვიცი ის კომპენსაციის გადამხდელი არ არის დდ: ამიტომ გავა წელს ნაპოლი მეხუთეზე მაქსიმუმ. რაც შეეხება ხვიჩას მიუხედავათ იმისა დღეს ყველაზე კარგი მატჩი ქონდა ამ სეზონში და ჩაინიკ გარსიას ბოლომდე უნდა დაეტოვებია უკვე "სუნთქვა გახსნილი" ქონდა მეორე ტაიმში და შეაგდებდა ან ასისტს გაცემდა კვარა მაგრამ შეცვალა იმ კოპერატივმა მწვრთნელმა. მაგრამ მიუხედავად ამისა ხვიჩას ბურთს უკან მისთვის უჩვეულოდ ბევრჯერ აბრუნებს. შარშანდელი ხვიჩა პირიქით, ბურთს რომ მიიღებდა, არ ქონდა მნიშვნელობა წინ ვინ ხვდებოდა მაინც წინ მიბროდა, ნაპრალებს ეძებდა. ეს საფეხბურთო თავხედობა აღარ აქვს თითქოს, მომატებული მასის გამო შენელებული რომ არის ალბათ საკუთარ თავს პირველ რიგში თვითონ ატყობს და აღარ რისკავს, საკუთარ თავზე ბევრს აღარ იღებს. თვითონ ნაპოლიც საკუთარი თავის აჩრდილია. მისი ბურთის ფლობა და კონტროლი სადღაც გაქრა. ამიტომ ხვიჩამ უფრო და უფრო გამალებით უნდა ივარჯიშოს მთავარია ეს წონა დაიგდოს და ის ისევ იფრენს. არაფერი ფსიქოლოგიური ფაქტორი ბრალი ეს ჩავარდნა არ არის ეს წონის ბრალია უნდა იმ დრიბლინგზე წასვლა მარა წონა/ტანი არ უშვებს. უნდა მოიკლოს ასე 3-4 კილო და უფრო აფარფატებული წონით ელასტიურობა, სისხარტე როცა მოიმატებს მაშინ ის ისევ დაადუღებს აპენინებზე მის წინააღმდეგ გამოსულ მცველებს და დარწმუნებული ვარ ხვიჩა აკრიფავს იმ ფორმას რაც შარშან ქონდა უბრალოდ როგორც ჩანს ამ ზაფხულს ბევრი იზარმაცა "შვებულებაში" და ფორმის აკრეფა ვეღარ მოასწრო ამ სეზონის სტარტზე და ჩემის აზრით იმ ძველი ხვიჩას ხილვას აპენინის მწვანე მინდვრებზე ასე მეათე ტურიდან უნდა ველოდეთ. კლასი ასე ჰაერზე არ იკარგება მეგობრებო ეს ყველა საფეხბურთო კანონს ეწინააღმდეგება. უბრალოდ წონის კლება ჭირდება რაც პირდაპირ ნიშნავს სისხარტის/ელასტიურობის დაბრუნებას და ხვიჩა ისევ გაიბრწყინებს ნუ დაპანიკდებით ბევრი სტრესშია მისი ამ უგოლო სერიის და ზოგადად ამ ბოლო პერიოდში მისი დაცემული სათამაშო ხარისხის გამო მაგრამ ნუ გეშინიათ ყველაფერი ისე იქნება როგორც ზემოთ დავწერე და ხვიჩა უამრავჯერ გაახარებს საქართველოს და უფრო მრავალფეროვნად გაგვიფერადებს ქართველებს ცხოვრებას ვიდრე ამას წინა სეზონში პერმანენტულად ტურიდან ტურში "გვანებივრებდა".
Kazanova
ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის უნდა იყოს მისაღები. რა თქმა უნდა, ჯანსაღ კრიტიკაში არ ვგულისხმობ კრიტიკას ამოფარებულ დაბოღმილ ჰეითერობას. სამწუხაროდ, ჯანსაღი კრიტიკის მიღება უჭირს ხალხს ჩვენთან და ეგრევე მტრად გრაცხავენ. ეგეც ერთ-ერთი მიზეზია ამ ქვეყნის წარუმატებლობის სხვადასხვა სფეროში. მოკლედ, ობიექტურად საქმე არის ასე მთლიანად ნაპოლი არის კრიზისში, რაც იმედს იძლევა, ანუ მარტო კვარას არ აქვს მოკლებული ჰოდა, აქედან გამომდინარე ცხადია, რომ გუნდში ვერ არის სიტუაცია რიგზე. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა კვარას არაფერი ჭირს და ესეთი თამაში მხოლოდ ნაპოლის რეგრესის ბრალია არის თავის მოტყუება. აგერ ბოლონიას 36 წლის მამის ტოლა მცველი რომელიც მატჩში მცირე დაზიანების შემდეგ თან კოჭლობდა ტიპი ვერცერთხელ ვერ დაადრიბლინგა. აშკარად მოუკლო კვარამ და ეგ ჩვენთანაც გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ნაკრებმა ისე ითამაშა, იქ მესის გაუჭირდებოდა რამის ჰქნა. ახლა, რომ ამბობენ რა განერვიულებთ განსაკუთრებული არაფერი ხდება და გრანდი მაინც იყიდის შემდეგ სეზონში კვარასო, ასევე თავის მოტყუებაა. ასეთ კვარას არცერთი გრანდი არ იყიდის თუ დროზე არ გამოფხიზლდა ხვიჩა და საკუთარ თავზე არ აიღო თამაში; ან ნაპოლში მოუწევს ყურყუტი რამოდენიმე წელი და შეიძლება სათადარიგო სკამზეც გადასვან, რაც მის კარიერას ჭაობში გადაისვრის, ან ნაპოლიც სანატრელი გაუხდება. კვარაზე დიდი ტალანტები გატეხილან და დაკარგულან. 22 წლის ასაკში უფრო მეტს უნდა ინდომებდე, სულ "დამშეული" უნდა იყო და არა როცა ხასიათზე ვიქნები მიდგომით აქაც სტაბილურობაა შედეგის მომტანი. ჯერ კვარას არ აქვს ის სტატუსი, რომ სეზონის ჩავარდნა აპატიონ, თან არ დაგავიწყდეთ, კვარა არ არის იმ ქვეყნიდან, რომელიც დიდი საფეხბურთო ოჯახის წევრია და მაგას იქ დიდი ყურადღებას აქცევენ. სისხარტე, მოქნილობა დაკარგული აქვს ალბათ რამოდენიმე კილოთ მომატებული აქვს და სასწრაფოდ უნდა დაიკლოს, ეს 3-4 კილოც დიდ განსხვავებას იძლევა თანამედროვე ფეხბურთში და სისწრაფეს გიგდებს რაც მთლიანად გაგდებს თამაშის რითმიდან. წინა სეზონიდან მოყოლებული დარტყმა ისევ ისე მოსამატებელი აქ როგორც პოზიციური გახსნა პოტენციურ დასარტყმელ პოზიციაში რათა შენი თავი შეთავაზო თანაგუნდელს რასაც ასეთი შენელებული სისწრაფით ვერ მოახერხებს. ამიტომ კვარას დაუგროვდა მთელი რიგი სათამაშო კომპონენტები რაც აღმოსაფხვრელი და გასაუმჯობესებელი აქვს. ამიტომ ამის წამალია ვარჯიში, ვარჯიში და ისევ ვარჯიში. სტარობა არ მოდის ასე ჰაერზე ის სტარები ისე მუხლჩაუხრელად ვარჯიშობენ რათა მივიდნენ იმ დიდებამდე და აღიარებამდე რომ ჯარისკაცის, მორაგბის თუ მოკრივის ვარჯიში მათთან შედარებით ფიზკულტურის გაკვეთილი გეგონება.
lex
ეს გარსია საკუთარი ხელით იჭრის ტოტს რომელზეც ზის. რაც მალე გაუშვებს ლაურენტესი მით მალე დაიწყებს ნაპოლი მოგების სერიებს
სოსო
ამდენ თამაშში პირველად იყო,ნაპოლი თითქოს რომ ემსგავსებოდა,ძველ ნაპოლის და აზარტული თამაში რომ წავიდა,სწორედ მაშინ შეცვალა,ხვიჩა.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
"ესპანეთთან ამიტომ დავმარცხდით" - რუდი გარსია