მარცხი და 2 იმედგაცრუებული ფრე, საჯარო დაპირისპირება გუნდის ლიდერებსა და მთავარ მწვრთნელს შორის, უკმაყოფილო გულშემატკივრები - ამ სიტუაციაში ემზადება "ნაპოლი" შუა კვირის მატჩისთვის, სადაც სერია "ა"-ს მე-6 ტურში "სტადიო მარადონაზე" "უდინეზეს" უმასპინძლებს - დღეს, 27 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

ნეაპოლური კლუბი ზეწოლის ქვეშაა და ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოგებამაც ვერ შეცვალა. ვიქტორ ოსიმენის აცილებული პენალტი და მხოლოდ ერთი ქულა ბოლონიაში; ხვიჩა კვარაცხელია ოპტიმალურ ფორმას აშკარად იბრუნებს და ეს გუნდისთვის მშვენიერია. გასულ სეზონში მოპოვებული სიამოვნება თითქოს სადღაც გაქრა, გარსიას გუნდის ფეხბურთი ნეიტრალურ გულშემატკივრებს აღარ იზიდავს და ამის შეცვლა ყველაზე მეტად ისევ "კვარადონას" შეუძლია.

33-წლიანი ლოდინი "ნაპოლიმ" გასულ სეზონში ოფიციალურად "უდინეზესთან" (1:1) ფრით დაასრულა და სკუდეტო მოიპოვა. ბოლო 14 მატჩიდან ნეაპოლელებმა უდინელებს 12 მოუგეს და საშუალოდ, თამაშში 2,6 გოლს აგროვებენ. იყო უხვგოლიანი (3:3) ფრე 10 წლის წინ.

თუკი "ნაპოლი" მე-7 ადგილს იკავებს, მათ მოწინააღმდეგეებს კიდევ უფრო ცუდი დასაწყისი აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. კვარაცხელიამ ამ გუნდებს შორის გასული სეზონის ნეაპოლური მატჩი გამოტოვა.

ვიქტორ ოსიმენი 4 მატჩია გოლის გარეშეა, თუმცა მანამდე მან "უდინეზეს" 5 გოლი გაუტანა და მათთან ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია. საინტერესოა, დაცვაში ისევ ოსტიგორი-ნათანის დუეტს თუ ვნახავთ. შესაძლოა, ზელინსკის ნაცვლად (რომელიც ნახევარდაცვაში ყველაზე კარგ ფორმაშია) სასტარტოში ელმასი ვიხილოთ, პოლიტანო კი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდეს.

რონი
ოსიმ კვარას დაუპაძერშკა იმედია მალე აახვევინებენ გარსიას.
სვანსკი
ძუნწი რომ ორმაგად იხდის არ იცის ლავრენტამ ქართული სიბრძნე
გიორგი IV
მოვითხოვ ტრენერად დანიშნონ რაფა ბენიტესი!))
მურთო
ისეთი არაულობაა გუნდში არ გამიკვირდება რომ ეს თამაშიც ვერ მოიგონ. ნაპოლის ცუდ ფორმას კიდე დაემატა პრობლემები და ეხლა თუ ამათ ქულები დააკლეს შეიძლება ნელ ნელა დაიშალოს ეს გუნდი. ოსიმენს უკვე აღარ უნდა თამაში და ნელ ნელა მემგონი მიდის ყველაფერი დასასრულისკენ!
გოგა
გაიხარე.მართალი ხარ.
კარგი ამბავი
გაგი მარგველაშვილზე რატო არ წერთ სიტიში გადავიდა დინამო სიტი ალბანია დ

ყოველთვის ყველაფერი ხვიჩას რომ აქვს აკიდებული ტვირთად. ყველა ასაკში, ყველა გუნდში, ნაკრებში. ყველაფერი მასზე ტყდება. რუბინში სამოშნიკოვების და დესპოტოვიჩების დონის ხალხი თამაშობდა ხვიჩას აბრალებდნენ თუ წააგებდნენ. ამ თამაშით უნდა დიდ გუნდში წასვლაოო? სისინებდნენ რუსები. ჩვენებიც ეთანხმებოდნენ ცხვრებივით. ნაკრებში ვერ ჩამოვიდოდა და ათასნაირ იარლიყს აკრავდნენ, წაგებაც მარტო მასზე ტყდებოდა. ნაპოლიშიც იგივე. 19 წლის ასაკშიც ყველაფერი მას ბრალდებოდა და 22 წლის ასაკშიც. 25 ის რო იქნება რაღას იზამთ :დდ
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა