ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ Sky Italia-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ჩელსის" ყოფილი ფორვარდის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ახალგაზრდა ქართველი გარემარბი შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს.

"რა თქმა უნდა, "ნაპოლის" სტარტს იდეალურს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს, გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი, რომელსაც საკუთარი იდეების განსახორციელებლად დრო სჭირდება.

რაც შეეხება ხვიჩას, გამიხარდა, რომ "ნაპოლიში" დარჩა. ვიცოდი, რომ ეს წელი მისთვის ყველაზე რთული იქნებოდა, რადგან საკუთარი კლასი სწორედ ახლა უნდა დაამტკიცოს. რატომ ვეღარ ბრწყინავს ძველებურად? მეტოქეებმა შეისწავლეს, ყველაფერს სწორედ ეს ართულებს. დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს", - განაცხადა ძოლამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ვანდა ჯიქია
კვარა უკვე გასული სეზონის მიწურულს 'გაიშიფრა' აქეთური -იქეთური, ფინტი, ორი და მისი დარტყმა ხშირად იქვე მდგომი მცველის ფეხებს ვერ ცდება. ძალიან ხშირად, რო უყურებ უკვე იცი რას იზამს და დარტყმას როდის აპირებს, გაჯიუტებულს დაემსგავსა. ნერვებს თუ არ აყვა გაიზრდება, გაიხსნება.
საჩინო
ხვიჩას თამაშის შესწავლა პირდაპირი მნიშვნელობით იმას კიარ ნიშნავს ,რომ მისი ფინტები და მოძრაობები შეისწავლეს არამედ იმას, რომ სივრცეს აღარ უტოვებენ,ხისტად და ძალისმიერად ეთამაშებიან და მთელ გუნდს [ნაპოლის] აიძულებენ იმ ტემპში და ტაქტიკით თამაშს როცა კვარაცხელიამდე ბურთი მიდის მრავალფაზიანი ზოზინა გადაცემების შემდეგ,თანაც ხვიჩა ბურთს ღებულობს სტატიურ მდგომარეობაში ,მოწინააღმდეგის კარისკენ ზურგშექცევით.ბუნებრივია ,ასეთ შემთხვევაში ,მისი ეფექტურობა მკვეთრად კლებულობს.საჭიროა მთელი გუნდის მკვეთრად ამოძრავება და ხვიჩასთვის სივრცეების შექმნა.საჭიროა მარჯვენა მხრიდან მის მხარეს ბურთის სწრაფად გადმოტანა,მაქსიმუმ ორი პასით მაინც.ერთი სიტყვით ხვიჩას მ.ქ.კ. გაზრდა დიდაა დამოკიდებული გუნდის თამაშის გარდაქმნასთან სწორი მიმართულებით.სამწუხაროდ ,ამდაგვარი,ჯერ-ჯერობით არაფერი შეინიშნება.
პლეხანოველი
ვაჟა მასწავლებელის კომენტარის გამსწორებელს მივმართავ: ამ საიტზე სუფთა წერის საკონტროლო წერა კი არ ტარდება, არამედ ყველა გამოთქვამს თავის აზრს და გულისნადებს ხვიჩა-კვარას დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. ვაჟა მასწ-ის კომენტარში "1-ხელ" თქვენნაირი საკონტროლო ნამუშევრების გამსწორებელი მასწავლებელთა მასწავლებლებისთვის დაიწერა ალბათ, რომლებმაც იჩქარეთ, მიასწარით, ხელცარიელეები არ დარჩეთ, რადგან თბილისის "დიდუბე 2"-ის სარკინიგზო სადგურში თქვენთვის საჭირო საგნით დატვირთული ვაგონის დაცლა იწყება.
123
მე მაინც შარშანდელი შედეგის დაუფასებლობა მგონია პრობლემის თავი და თავი. ვერც ახალი მწვრთნელი უშველის ამ გარემოებას. ლავრენტამ სასწრაფოდ უნდა გადახედოს კონტრაქტს, თორემ ჩემპიონობა კი არა ფეხბურთელებიც გაუუფასურდება და ითვალოს მერე მოგება.
ვაჟა მასწ-ს
"1-ხელ" ეს რაღაც ახალი სტილია ქართულ წერაში, მასწავლებლობისა არაფერი გეტყობათ, სკოლის მეეზოვესაც კი ეცოდინება თქვენზე უკეთ ქართული წერა
კვიპროსელი მცველი
მეც ვისწავლე,საქართველოში სტუმრად თუ იმნაერად მიიწება ბურთი ფეხზე-უკვე ნასწავლი მაქვს და პირს არ დავაღებ.
ვაჟა მასწ.
კახელო პაპა გეთანხმები! ხვიჩას შესწავლა, ისევე როგორც ჰამლეტ გონაშვილის ხმის გამეორება შეუძლებელია! ისე ჩვენში დარჩეს და "მონდომებულებისათვის" გავხსნათ ხვიჩას შემსწავლელი კურსები, სადაც გამოსაშვებ გამოცდებს ჩაიბარებს მამამისი - ბადრი კვარაცხელია. კურსებზე სწავლის ღირებულება 20ლ ქინძმარაული/ხაშლამასთან ერთად, ან 20ლ ოჯალეში/შემწვარ ციკანთან ერთად იყოს - თუ თანახმა ხართ!
არტ
მეტოქეებმა შეისწავლესო არანაირად არ ნიშნავს მწირ არსენალს. ნებისმიერი ტოპ ფეხბურთელი გადის ამ გზას - რაღაც ეტაპზე მას შეისწავლიან, იმისდა მიუხედავად რამდენად მდიდარი არსენალი აქვს და მას მცირე შეფერხება ეწყება, შემდეგ უმატებს სიახლეს თავის თამაშს, შემდეგ ისევ შეისწავლიან და ისევ უმატებს და ასე აღწევს უმაღლეს დონეს - ეს ჩვეულებრივი გზაა რომელსაც ყველა დიდი ფეხბურთელი გადის. ადრე ეს ისე თვალშისაცემი არ იყო, რადგან მაშინ არ იყო ასეთი შესაძლებლობები. ახლა შენი ყველა თამაშის ყველა ბურთზე შეხება შესწავლილი, მრავალჯერ დატრიალებული და შენელებულად ნანახი აქვთ მცველებს. თან ისეთ მცველებს, თავის მხრივ რომ უმაღლესი დონისა არიან.
სვანსკი
გარსია შესაცვლელია აღარ უნდა ოთხ მატჩიანი გამოცდა,მაგრამ ლავრენტას სიძუნწისა და არასწორი არჩევანის გამო გუნდი ეშლება. ფაქტიურად გუნდი სპალეტის ინერციით თამაშობს.
ვაჟა მასწ.
ნუ ვეძებთ კვარა-კოჩის მდგომარეობის დასაკნინებელ არგუმენტებს! კვარა-კოჩი იტალიელებმა, რომლებიც ფეხბურთში უმაღლეს დონეზე ერკვევიან და რომელთა საფეხბურთო ნაკრები 1-ხელ ოლიმპიური, 2-ჯერ ევროპის და 4-ჯერ მსოფლიო ჩემპიონია, ერთი წლის თამაშის შედეგად აღიარეს სერია-ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად!!! ეს შემთხვევითობა არაა. შემთხვევითობა კვარა-კოჩის დროებითი "უგოლობაა". ვაცალოთ ამ ბიჭს სუნთქვა და ცხოვრება. როგორ ფიქრობთ თვითონ ჩვენზე მეტად არ განიცდის დღევანდელ სიტუაციას? ნუ აკრიტიკებთ იმისათვის, რომ ტოტალიზატორში ჩადებული ფულის "ასმაგად" ამოღების გარანტიას ვერ გაძლევთ ზოგიერთებს. რაც შეეხება მოძრაობების გაშიფვრას ეს სისულელეა, რადგან კვარა-კოჩის ეს მოძრაობები კომპიუტერული პროგრამებით კი არა აქვს ნასწავლი - ნიჭიდან მოდის - ნიჭიდან და ნიჭს ადამიანს ღმერთი აძლევს. უდიდესი ქართველი ფეხბურთელის მიშა მესხის ფინტები კინო-ლენტებზე იყო გადატანილი და სპორტული სამეცნიერო ორგანიზაციები ცდილობდნენ გაეშიფრათ და როცა ვეღარ გაშიფრეს მოიგონეს, რომ ვარჯიშებზე მიშა მოედანზე გაშვებულ მამალ ქათამს, ან პეპლებს (!?) დასდევსო! მიშა მესხი ზუსტად კვარა-კოჩის ასაკში იყო, როცა თავისი ფინტებით "პარკ დე პრენსი" ააყვირა "მესხი-მესხი-მესხი". იგივეს, ან მსგავს სიტუაციას ველოდოთ კვარა-კოჩის მომავალში!
მამუკა
მეტოქეებმა ხვიჩა კი არა ნაპოლი შეისწავლეს, ერთი საშუალო დონის გუნდია რომელსაც შარშან მაგრად გაუმართლდა, ხვიჩას და ოსიმენის წყალობით გახდნენ ჩემპიონები, თორემ რომ დააკვირდე ნაპოლის თამაშს არანაირი ფანტაზია და დამუშავებული კომბინაციები არ იგრძნობა, მაგ გუნდში ხვიჩა ვერ განვითარდება, თუ იყო შანსი უნდა წასულიყო ნეაპოლიდან
კახელი პაპა
ხვიჩას შესწავლა შეუძლებელია, მისი საფეხბურთო ინტელექტი განუზომელი, ვინც ამას ვერ ხედავს მისი პრობლემაა...ხვიჩა აისრულებს ოცნებას და რეალში ითამაშებს! მე მჯერა მისი და თვითონ - დარწმუნებულია, ეჭვიც არ მეპარება! ჩვენ ვამაყობთ ხვიჩათი და სულ ასე იქნება!
რუსთავი
,,მეტოქეებმა შეისწავლეს,, მგონია რომ არ არის კარგი ეპითეტი კვარასთვის და არც პრობლემის მიზეზად გამოდგება. თუ ასეა და მეტოქეებმა შეისწავლეს და ამიტოვ ვერ თამაშობს, მაშინ მწირი ტექნიკური არსენალის მქონე საშუალო დონის ფეხბურთელია, თუ დიდი და მრავალმხრივი ტექნიკური არსენალი აქვს, დაე შეისწავლონ და კონკრეტულ მომენტში იმტვრიონ თავი რომელ მოძრაობაზე წამოეგებიან...
გ.შ.
ძალიან არ მომწონს ეს ფრაზა:"მეტოქეებმა შეისწავლეს" ,ანუ ზრდილობიანად გვინერგავენ რომ შანსი აღარ აქვს, აკნინებენ, რაც იცოდა ალღო აუღეს და აწი ალაგ ალაგ გამოანათებსო... კვარას ნიჭის პატრონს და ასეთ არაორდინალურ ფეხბურთელს ბოლომდე ალღოს ვერ აუღებენ, როგორც ვერ აუღეს მესის , კრიშტიანოს , კაკას და ა.შ ., მარტივი მიზეზის გამო- ასეთი ფეხბურთელები აკეთებენ მოძრაობას მეტოქის მოძრაობისას, მოკლედ რომ ვთქვათ, თვითონ არ იციან რას აკეთებენ , და ნაღდად ასეა ,ამიტომ წინ კვარენცო , პორკე აგრესიო ... უფალი შეგვეწიოს ვისაც ქართველები და საქართველო უყვარს და უხაროა .ამინ
გიორგი
ეგრეც იქნება, ცოტა დამშვიდება უნდა და ასევე, ემოციებს არ უნდა აყვეს.
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
"საუკეთესო ტალანტია, გაოცებული დამტოვა..." - ძოლა კვარაცხელიათი აღფრთოვანებას ვერ მალავს
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
"ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია" - ჯანფრანკო ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"10 ნომრიანი მაისური? მარადონა თავად გადასცემდა" - ძოლამ კვარაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
"ხვიჩამ განსაკუთრებულად ამით გამაოცა" - ჯანფრანკო ძოლა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ძოლა: კვარაცხელია დიდი ტალანტია - ბურთის მიღებამდე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა