"ნაპოლის" სეზონის სტარტი წარმატებული არ გამოუვიდა და არც ხვიჩა კვარაცხელიაა საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ყოველი მატჩის შემდეგ ანალიტიკური სპორტული საიტებისგან მაღალ შეფასებებს იმსახურებს, რაც ზოგიერთის გაკვირვებას იწვევს.

საქმე ისაა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კვარაცხელია გუნდზე მაინც დიდ ზეგავლენას ახდენს, თამაშის წარმმართველი და გამამწვავებელია. ამის დასტურად Ilmattino DataFoot-ის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ხვიჩა მეტოქის კართან ხიფათის შექმნის ასპექტში ევროპაში პირველ ხუთეულშია:

"კვარაცხელია ჩავარდა? მონაცემთა ერთი ნაწილი "ნაპოლისთვის" იერიშების მთავარი იარაღის თაობაზე საპირისპიროს ამტკიცებს. DataFoot-ის მიხედვით, ის საფრთხის შექმნის მიხედვით ევროპაში მეხუთეა.

"კვარას" მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია და "ნაპოლის" გულშემატკივართა მხრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდება კრიტიკის ცენტრში. თუმცა არსებობს ერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს ქართველის შეტევით მნიშვნელობას, თვით რუდი გარსიას გუნდში. როგორც DataFoot-ი იტყობინება, ევროპაში მოწინააღმდეგეთათვის ხიფათის შექმნით, რაც სხვადასხვა წარმატებულ მოქმედებას გულისხმობს (დრიბლინგი, მცდელობები და შექმნილი შესაძლებლობები), ის მხოლოდ ჯერემი დოკუს (მანჩესტერ სიტი), არნო ნორდენს (სენტ ეტიენი), უსმან დემბელეს (პსჟ) და ნიკო უილიამსს (ბილბაო) ჩამორჩება".

გურულო
წაკითხულის აღქმის პრობლემა აქვს ბევრს... ბიჭი ხუთეულშია თამაშზე გავლენის მიხედვითო წერენ თუ არა?! და ეს რას უნდა ნიშნავდეს ნეტავი? გუნდმა თუ ჩაისვარა და ვერ უქაჩავს, ხვიჩა რა შუაშია? მიდი ხვიჩა, აკეთე ის რაც გიყვარს და კარგადაც გამოდის, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება თავის დროზე, შენ გულს ნუ გაიტეხ. გოლებსაც გაიტან და საუკეთესოს ტიტულსაც ბევრჯერ მოიგებ! წარმატებები გარდაუვალია ძმიშვილო!
კოლა
ფეხბურთში ნამდვილად ბევრი რაღაც არსებობს, რასაც შენ ვერ ხედავ.
გიორგი
ჯერ ეს ერთი საგოლე პასებს აკეთებს მაგრამ ვერ იტანენ, ოსიმენს მეოთხე თამაშია გოლი არ გაუტანია. ხვიჩა გოლის გაუტანლად რომ 'გუნდზე მაინც დიდ ზეგავლენას ახდენს, თამაშის წარმმართველი და გამამწვავებელია' ძალიან არ მოგწონს არა, ეკლად გესობა გულზე? ვერაფერს იზავ, ფაქტები და სტატისტიკა ჯიუტია, შენ კი ეომე ფაქტებს, ეგაა ციციკორეების პროფესია.
გიორგი
ა, ბატონო, სტატისტიკა რას მეტყველებს, ესაც მე ვარ?!
გიორგი
შენ ბევრ რამეს ვერ 'ხედავ' რაც ადამიანმა წესით უნდა დაინახოს, მათ შორის იმასაც რაც ამ სტატიის ავტორი 'ხედავს'-- ფაქტებს და სტატისტიკას. სტატია თუ წაიკითხე, რომლის ქვეშ კომენტარს ტოვებ?
ვა რა დონეა
ბოღმა არა მაგრამ ბრაზი ნაღდად მახრჩობს.ძლივს გავიხარეთ ფეხბურთით კვარაცხელიას დამსახურებით, მან კი გულაობა არჩია.სხვა მიზეზს ასეთ ცვლილებაში უარესობისკენ პირადად მე ვერ ვხედავ.
Nikoloz
წმინდა გაბრიელის ძალა და მადლი შეეწიოს კვარაცხელიას და ყველა კაი ადამიანს

ჰა ეს ?
დავითი
ბოღმამ არ დაგახრჩოთ უსაქმურებო :)) ხვიჩა არ გაჩერდე ძმაო, ჩვენ გვჯერა შენი მომავლის :*
ვა რა დონეა
გოლი არ გაუტანია,საგოლე პასი არ გაუკეთებია,კაცი არ მოუტყუებია,კარებში არ დაურტყავს,დრიბლინგი არ გაუკეთებია.ეტყობა კიდევ ისეთი რამე არსებობს ფეხბურთში რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ.ამ სულელ ბიჭს კიდევ გაგიჟება უნდა?
ციციკორე
მოიცა კაცო, შემტევმა გოლი თუ ვერ გაიტანა და საგოლე პასი ვერ გააკეთა, ეს ძალად მოფიქრებული პარამეტრები ვის რად უნდა?! მესის სასარგებლოდ რომ წერდნენ: აი, აჩქარებენის რაოდენობა! წამოწყებული დრიბლინგი, კუშტი მზერა და ა.შ :) საფრთხის შექმნა არა კვენტინ ტარანტინო. გოლი და ასისტი! ეს ორი არის მთავარი ინდიკატორი. ნიკო ვილიამსზე და ჯერემი დოკუზე მეტ საფრთხეს ვერავინ ქმნის ჰო?! :)
ბადრი
ამის მერე ევროპას დაეჯერება რამე?
gega
ერთი დემბელეა მაგ სიაში კვარსათან ერთად ნორმალური მოთამაშე. თითიდან გამოწოვილ საეჭვო გამოცემების სტატიებს რატომ აქვეყნებთ?
ვაჟა მასწ.
"ანტი კვარებო" გაიგეთ თუ ვერა? კაცს გოლი არ გაუტანია და სხვების დათვლილი მაჩვენებლებით მაინც ლიდერების ხუთეულშია. ზოგს კარგი ფეხბურთელობა მარტო გოლის გატანა გონია. "ანტი კვარებო" გაიგეთ, რომ კვარა "შამქმნელია - შამქმნელი"!
ტოტტი
ახალი მწვრთნელი . ხელფასის მომატება. ეგრევე გოლი და კვარა მაგარ პალასაზე დადგება .
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა