ზოგიერთს, შესაძლოა, გადაჭარბებულად მიაჩნია "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გამოქვეყნებული მასალების რაოდენობა, მაგრამ მისი გუშინდელი თამაში რაღაც არაორდინარული გახლდათ. ამაზე მთელი იტალიური მედია წერს და რა თქმა უნდა, ამ კვირის გამორჩეული მოვლენაა, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" დაპირისპირების წინ.

უგოლო 24-მატჩიანი სერიის შემდეგ "კვარამ" გაიტანა და თანაც, როგორ გაიტანა. აი, ამისთვის გვიყვარს სპორტის ნომერი პირველი სახეობა და როგორც გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ თქვა, "კვარას" მსგავსი მოთამაშეები ბევრი არაა, რამეთუ უნიკალური და განსაკუთრებულია. თავს არ შეგაწყენთ ნეაპოლურ გამოცემებში ხვიჩას საქებარი სტატიებით, მხოლოდ ანალიტიკურ მონაცემებს გაგაცნობთ, რამეთუ ციფრები ყველაფერზე მეტყველებს.

"კვარაზე" მხოლოდ გოლი+პასის სისტემით ვერ ვიმსჯელებთ, რადგან მისი გავლენა გასულ სეზონთან შედარებით გაიზარდა და საშუალო არითმეტიკული გამოთვლების მიხედვით, ეს ფაქტია. ის უფრო ჩართულია თამაშში, უფრო ხშირად იღებს ბურთს მეტოქის საჯარიმოში, უფრო ხშირად ურტყამს და აქტიურად აძლევს პარტნიორებს პასს დასარტყმელად. ერთი სიტყვით, როლი შეიცვალა, გაცილებით ინიციატივიანი და შეტევის გამამწვავებელი გახდა. მიზეზი ძნელი ასახსნელია, ალბათ, უფრო თვითდაჯერებულია და ლიდერის თვისებები შეიძინა. ისიც ნათელია, რომ გარსიას მწვრთნელობის პერიოდში მეტად თავისუფლად მოქმედებს, ვიდრე ლუჩანო სპალეტის დროს.

fbref-ის სტატისტიკური მონაცემებით, ამ სეზონში საშუალოდ 90 წუთში მისი მოქმედებები პროცენტულად 57.4-ს შეადგენს (გასულ სეზონში 55.3), დარტყმები 5.5-ს (3), დასარტყმელი პასები 2.1-ს (1.9), დრიბლინგის მცდელობები 6.6-ს (7.1), თამაშიდან საჯარიმოში ჩაწოდებები 2.1-ს (1.9), საჯარიმოში შეჭრები 3.7-ს (3), წინსვლისთვის გადაცემები 3.7-ს (3.3), წინსვლითი გარღვევები 7.9-ს (5) და ჩართულობა 8.2-ს (7.4).

Data’Scout-მა „უდინეზესთან“ მატჩამდე კვარაცხელიას სარგებლიანობის კოეფიციენტები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სერია A-ში საუკეთესოა მოსალოდნელი გოლების (xG), დრიბლინგების, კარში დარტყმების, წარმატებული პასების და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთზე შეხების რაოდენობით. მოსალოდნელი გოლების მხრივ, გასულ სეზონთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს (0.26 - 0.45). თამაში გააუმჯობესა დაცვაში, სადაც მის ანგარიშზე 2.5-ჯერ მეტი ჩაჭრაა. იგივე ითქმის ვარდნაში ბურთის ართმევაზეც.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონში საგოლე მოქმედებების დაბალ შედეგიანობას, ამას მრავალი მიზეზი გააჩნია: მცველები მეტი ყურადღებით მეურვეობენ, ხშირად არ გაუმართლა, გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა, კლუბში ვითარება მთლად დალაგებული არაა და ა.შ. თუმცა "უდინეზესთან" თავი იმდენად ბრწყინვალედ წარმოაჩინა, რომ იმედია, ნავსი საბოლოოდ გატეხა, კვლავ ძველ ხვიჩას ვიხილავთ და მისი ოსტატობით კვლავ მივიღებთ სიამოვნებას.

Gela Khmiadashvili
შარშან პასებს აღარ აძლევდნენ და იმიტომ ქონდა წელს უკეთესი შედეგი...იმის გამო რომ, ყველაზე მაგრათ თამაშობდა, ყველაზე დაბალი ხელფასით. თანაც ჩემპიონობა განაღდებული ქონდათ, წელს კი ძალიან გაუჭირდათ და სხვა რა გზა აქვთ...ეხლა აშკარად გამოჩდა რომ ხვიჩას გარეშე, არაფერი გუნდი ეგ არარის.
გიორგი
ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, წინ ბევრი წარმატება გელოდება. უბრალოდ თხოვნა მაქვს, შეინარჩუნე სიმშვიდე, იშრომე ბევრი, ნიჭი კი ულევი გაქვს. გენაცვალე ხვიჩა გულში!!!
სიმართლე
არგენტინას შეხვერწეთ ჩამოგვიყვანოს მესი და ამხანაგური გვეთამაშოს
გიორგი
გეთანხმები. არც უნდა იჩქაროს, არ უნდა აყვეს სხვების მოლოდინებს და ტაშფანდურს. ნელა მაგრამ ნაღდად უნდა იმოძრაოს წინ.
გიზოგ
ბიჭი იზრდება და აწი ნახეთ მისი შედეგები. უფალმა ჯანმრთველობა მისცეს.
gabo
გეთანხმები სწორად განავრცე ჩემი აზრი!
semi
ობიექტური სტატიაა, იგივეს ვწერდი მეც წინა ტამასებზე, გარსიას უკეთესი მწვრთნელია და ხვიჩაც უკეთ თამაშობს, უფრო მეტი თავისუფლება აქ ვიდრე სპალეტის ხელში. ბურთის დაკარგვებზე სპალეტი პირდაპირ აგინებდა.
nk
ხო ერთი შეხედვით, ოლივიერა უფრო "ჯიგარია" სულ პასებს აძლევს კვარას, მარიო რუი კი პირიქით გვერდზე რო ეხსნება კვარა ეს თითქმის არ აძლევს ხოლმე და იდეაში უფრო ნეგატივით ვუყურებთ. მაგრამ პასებს არ ატენის, სწორი ნათქვამია )) ოლივიერას უბრალოდ შეტევითი ფანტაზია არ აქვს და მართლად ატენის. რუი კიდე რასაც ვაკვირდები, ცდილობს კვარა მარტო მაშინ დატვირთოს როცა ან არ ელოდებიან ან რეალური საფრთხის შექმნა შეუძლია. იტალიელების კომენტარებშიც სულ მაგას ვკითხულობ რო რუისთან კვარას ბევრად მეტი გზა ეხსნება შეტევაში
თემური
ერთი რამ არის უდავო, ნიჭი. ნიჭს კი ვერ დაკარგავ, ის თუ გაქვს, გაქვს და ბოლომდე შენია. რუსებმა იციან- талант не пропьешь.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ესეა,ეს არის პროგრესის ბიჭი! და ჩვენ ქართველები მხარში უნდა დავუდგეთ მუდამ!
მწვრთნელი
მერე რა იქნება ის არის მთავარი, თორემ შარშან და ეხლაც რაც ხდება გასაგებია ყველაფერი! უდინეზე კიდევ რეალი და მილანი ხომ არ არის, რომ ერთი თამაშით განსაზღვრო ყველაფერი! მე უფრო მგონია რომ ხვიჩა ახლა იწყებს ისეთ თამაშს როგორიც მას უფრო შეეფერება! სასიხრულო, რომ ამაში გარსია ხელს უწყობს! რომც არ დადოს შარშანდელი შედეგი ამით არაფერი არ მოხდება და არც მის მიმართ ინტერესი არ შეიცვლება! ხვიჩასნაირი ფეხბურთელი ყოველთვის იქნება ტრენდში ყველა გუნდისთვის!
მალხაზ ჯობავა
რათქმაუნდა ჩვენმა ხვიჩა უნდა მოუმატოს და უმატებს კიდეც, მე უბრალოდ მინდა ვთქვა, /ხვიჩა უნდა მოითმინო, აიტანო, რათა ბევრი გაიტანო./ მის მშვენიერ მეუღლეზე ნიცაზე კი ვეტყოდი, / იმ წამიდანვე, როს მის გვერდით ვარ, მე უკვე ვფრინავ, კი არ დავდივარ/ რაც შეეხება იმას რომ მავანნი ამბობდნენ, ფულის არმომატებაზე და ა.შ. მაგათ ეს სტროფი მოუხდებათ, / ისე ამღზარდეს ბავშვობიდან, მე ჩემს ოჯახში, ფულის მდევარ არ ვიქნები სხვა ცხოვრებაშიც!./ და ბოლოს მაინც ჩემ კვარას ვეტყოდი, / თუ თამაშისას სასიკვდილოდ არ დაიღალე, ჩათვალე, სულაც არ გირბენია./
Რაგბის ფანი
ვისაც არ მოწონს კვარასთან დაკავშირებული სტატიების სიმრავლე, ცივი წყალი დალიოს.
Გაბო
მგონია რომ მარიო რუი უფრო კარგი პარტნიორია ვიდრე ის ურუგვაელი, რუი თუ დავაკვირდებით არ ატენის პასებს და თან ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს ფლანგზე, რითაც ხვიჩას ზონებს უთავისუფლებს.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება