ტორონტოს მასტერსის წინ როჯერ ფედერერი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე გამოჩნდა

ტორონტოს მასტერსის წინ როჯერ ფედერერი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე გამოჩნდა და საზაფხულო არდადეგებისა და თავისი მზადყოფნის შესახებ ისაუბრა. ხვალ როჯერი პირველად გამოჩნდება კორტზე უიმბლდონზე ტომაშ ბერდიხთან განცდილი მარცხის შემდეგ.

"სასიამოვნო იყო ჩოგბურთის გარეშე გატარებული ერთი თვე. სიტუაციის შეცვლა სასარგებლოა, მით უმეტეს, რომ წლის დასაწყისიდან არ დამისვენია. ახლა ჩემი ნივთები ავკრიფე და მზად ვარ კარიერის გასაგრძელებლად.

დიდი ხანია მსოფლიოს მესამე ჩოგანი არ ვყოფილვარ და ეს დამატებითი მოტივაციაა ჩემთვის. ახლა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისევ დავუბრუნდე რეიტინგის პირველ საფეხურს - ჩემთვის ეს დროის საკითხია. სხვა ბიჭებიც პროგრესირებენ და ეს კიდევ უფრო მეტად განმაწყობს ბრძოლისთვის.

დასვენება საჭირო იყო იმისთვის, რომ ისევ სერიოზულად მომეკიდა ხელი თამაშისთვის. ვფიქრობ, ეს ჩემს თავდაჯერებულობაზე მეტყველებს, რადგან მჯერა, რომ ძველი შედეგები დაბრუნდება. ცოტათი განაწყენებული ვიყავი იმის გამო, რომ ვერ ვაჩვენე კარგი თამაში ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი იყო ჩემს კარიერაში", - ამბობს ფედერერი ATP-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გარდა ამისა, როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ჯერ ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ახალ მწვრთნელ პოლ ანაკონთან შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. შვეიცარიელი ამ სპეციალისტთან ბოლო ერთი თვეა მუშაობს.

"ყოველთვის განსაკუთრებულად მომთხოვნი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ: წარმატებულ და უიღბლო პერიოდებში. თუმცა ბოლო დროს რთული პერიოდები მომრავლდა, მე კი ყოველთვის ახალ გზებს ვეძებ პროგრესის მისაღწევად. პოლ ანაკონი თავისი გამოცდილებით რაღაც ახალს შესძენს ჩვენს გუნდს, ეს კი დღეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ის პიტ სამპრასსა და ტიმ ჰენმანს ავარჯიშებდა, რომლებთანაც ვმეგობრობდი და შესაბამისად, მათ მწვრთნელსაც კარგად ვიცნობდი. ამიტომაც მივიჩნიე, რომ დრო იყო პოლთან თანამშრომლობა მეცადა.

შემიძლია ბევრ რამეს მარტო გავუმკლავდე, მაგრამ ჩემი კარიერის ამ სტადიაზე დახმარება მჭირდება, რადგან ახლა დიდი ოჯახი მყავს და საზრუნავიც მომემატა", - ამ სიტყვებით ასრულებს ინტერვიუს "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონი.

ტორონტოს მასტერსის მეორე წრეში ფედერერი პირველ შეხვედრას არგენტინელი ხუან იგნასიო ჩელას წინააღმდეგ ჩაატარებს.

ლელო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე