მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიან მოქმედებებზე ვსაუბრობთ, აქ უფრო მეტად საგოლე პასი უნდა ვიგულისხმოთ, ვიდრე გოლი. ქართველმა გარემარბმა თამასა თუ სადმე უნდა შეინარჩუნოს, "ასისტების" რაოდენობაა. "კვარა" სწორედ აქეთ მიდის და პარტნიორებს სამჯერ გაატანინა, რაც სერია "ა"-ში ახლა საუკეთესო შედეგია. ამას გოლების გარკვეული რაოდენობა და ის პროდუქტიული თამაში დაემატება, რაც ხვიჩას დიდი დოზით შეუძლია. როცა კვარაცხელია ფორმაშია, მისი შეჩერება ყველასთვის რთულია, მათ შორის, "რეალისთვის", რომელსაც მალე შეხვდება, თუმცა 77-ე ნომერს თუკი რამეზე განუწყვეტლივ მუშაობა მოუწევს, ეს თავისი არსენალის გაზრდაა. ჩვენებურის წინააღმდეგ მობილიზება მუდმივად გაიზრდება, მწვრთნელები თუ დაცვაში მოთამაშე ფეხბურთელები რაღაცის მოფიქრებას სულ გადაწყვეტენ. ამას მეკარეების განსაკუთრებული მობილიზებაც ემატება, არაორდინარული გარემარბის მხრიდან ყველაფერს უნდა ელოდო და შენც "ბიჭი ხარ" და უნდა დახვდე!.. ნეაპოლელთა წარმატებაში ჩვენებურის როლი კიდევ უფრო იზრდება.

ზოგი ჭირი მარგებელიას გათვალისწინებით, "ნაპოლის" ცენტრალური დაცვის რგოლში ტრავმებმა იქნებ უკანა ხაზის თამაში უფრო საიმედო გახადოს. ოსტიგორის პროგრესი სახეზეა, ნათანის დახვეწისთვის კი სათამაშო დროის მიცემაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებდი. ახლა მთავარია, როცა ყველა ჯანმრთელად იქნება, გარსია როტაციაში არ აიხლართოს. როტაცია სპალეტის სუსტი წერტილი იყო. გასული სეზონის მსგავსად, გუნდი კვლავ ვერ ფიქრობს დი ლორენცოს ამოსუნთქვაზე, ოლივერა და რუი კი დროს თითქმის თანაბრად ინაწილებენ. გარსია ლინდსტრომს დროს უზრდის, ელიფ ელმასზე კი ცოტა გულდაწყვეტილად ვიტყვით, რომ ის თითქოს მეტს იმსახურებს, მაგრამ რეალურად მარცხენაფლანგელი ჩრდილომაკედონიელი კვარაცხელიასთან კონკურენციაში უბრალოდ ვერ შევა, მარჯვნივ ნაკლებად ეფექტურია, სპალეტის დროს კი ცენტრში რამდენჯერმე მოგვეწონა. ელიფს ალბათ ეგონა, მიმდინარე სეზონში მეტ შანსს მისცემდნენ. ის საკმაოდ ტექნიკური და საინტერესო ფეხბურთელია და იმედია, თავის ადგილს თუ არა აქ, სხვა გუნდში მაინც იპოვის...

"ლეჩესთან" მატჩი იმითაც იყო გამორჩეული, რომ კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის გოლი ვნახეთ. ეს ნამდვილად იმის საუკეთესო ვერსიაა, რაც გასულ სეზონში გვინახავს. ხვიჩას შეუძლია, ჯერ მთელი ყურადღება მისკენ გადაიტანოს, დაცვა არიოს, გადალაგების საშუალება არ მისცეს და შემდეგ მახვილგონივრული პასი გააკეთოს. "კვარას" ორი ყვითელი ბარათი აქვს, რაც უკვე უფრო მეტია, ვიდრე მთელ საჩემპიონო სეზონში, თუმცა ამას სხვა თვალით უნდა შევხედოთ. ქართველი გარემარბის გაფრთხილება უფრო იმის გამოხატულება იყო, რომ ის თამაშში ბოლომდე რჩება, უკანახაზელების დახმარებაზე ფიქრობს და მხოლოდ საკუთარ შეტევით უნარებზე მზრუნველი არაა. მისი შეჩერება თამაში წესის დარღვევის გარეშე რომ უჭირთ, ესეც ფაქტია და გუნდისთვის კიდევ ერთი დამატებითი ბონუსი.

რა უნდა იყოს "რეალთან"? ნეაპოლელთა მთავარი შანსები მაინც შეტევაშია, დაცვა გუნდის საუკეთესო მხარე არაა, თუმცა საკითხავი ისაა, ბურთს რამდენად გააკონტროლებენ. მადრიდელთა ნახევარდაცვასთან ამის გაკეთება რთულია. სწრაფ შეტევებში ხვიჩას როლი დიდი იქნება, თუმცა ამას შესაბამისი მომზადება, პირველ რიგში, ბურთის მოპოვება სჭირდება. ანგისას ფორმაში შესვლა ამ კუთხით დადებითად გვაფიქრებს. ამ გუნდმა დიდი თამაშები ისწავლა და არც ახლა დათმობენ არაფერს.

ბოლო დროს ქართულ სპორტში გულდასაწყვეტი ამბები მრავლად იყო, ხვიჩა კვარაცხელიას კი შეუძლია, ღიმილი, სიამაყე და სიამოვნება მოგვანიჭოს. შესაძლოა, ვიმმესთვის ეს ერთი იტალიური კლუბის გულშემატკივრობაა, სინამდვილეში კი ბევრად მეტია!..

tngh
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს!!!
შულაიას
აი სერიალი როა ტიფლისი ციმბირში რო არიან და ქართველს რო ეტყვის მჭვერმეტყველობაზე ხო იცი ეგ
Pele
Kvara gadauvlis reals.daimaxsovret
Kvekeskiri
საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიხარ,ანუ ასისტი პასად არ ითვლება?!კარში დარტყმა აქტივი არ არის?!არც მოპოვებული პენალტი,არც თამაშის გამწვავება,არც გოლი თან რა გოლი?!ხვიჩა ჯერ არაა შარშანდელი ხვიჩა და კარვახალთან ბრძოლას რო იძახი იმ თამაშში მთელი ნაკრები გააქრო ესპანეთმა და რაღა ხვიჩა ამოიჩემე?!ისიამოვნე ფეხბურთით და შეეშვი ჩასაფრებულის პოზიციას
გიორგი
აქაურმა ფაქტებთან მებრძოლებმა ასეთი წერილებიდან უნდა ისწავლონ ფაქტებზე აგება თავისი 'შედევრების', ნაცვლად მათი არა საკუთარი სურვილებით ჩანაცვლებისა.
beqa
ოსიმენი უნდა გაეყიდა და დაცვა უნდა გაეძლიერებინა
გიორგი
მშვენიერი წერილია.
ქ. გ.
აურელიომ შეცდომა დაუშვა, ოსიმენი რომ არ გაყიდა ზაფხულში. ოსიმენი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. 2025-მდე აქვს მოქმედი კონტრაქტი. მერე თავისუფალი აგენტი გახდება. უფრო დიდი შეცდომა ის არის, ხვიჩას ხელფასი რომ არ მოუმატეს.
შულაია
ოსიმენას პასებზე ჩამოლაბარანტება რამდენად საამაყოა კიდევ საკითხავია, პირდაპირ მელა და მკვახე ყურძენივით გამოდის-რეალურად ასისტი რასაც ქვია ამ სეზონში სულ ერთი იყო,თორემ კრაიდან საჯარიმოში ბრძოლაში ბურთის ჩაწოდებას,სულაც არ ჭირდება კვარადონობა და სხვა ათასი ჩინ-მედლები ამას ნებისმიერი კარგი შემტევი თუ ფლანგის მცველი აკეთებს სერია-ა-ში, მთავარი ამ შემთხვევაში საჯარიმოში დასწრებაზე თამაში და მცველებისთვის პოზიციისა და ბრძოლის მოგებაა,რაც ოსიმენას ცუდათ არ გამოსდის. რეალთან თამაშს რაც შეეხება ქე ვნახეთ ამ ცოტა ხნის წინად თბილისში რა დღე აყარა კარვახალმა სერიას და ჩ/ლ საუკვეთესოს,მიუხედავათ წინასწარი ბაქი-ბუქისა. ცოტა რომ ვადროვოთ ამ ბიჭს.. არაა!!! ვერ ხედავთ რომ ჯერ-ჯერობით იმის აჩრდილიც არაა რაც შარშან სტარტზე იყო, კურიოზული გოლის გატანა და ასისტი მსაჯის მიერ წამატებულ დროში უსუსტეს მეტოქესთან,როცა ეს მოქმედებები შედეგობრივად უკვე არაფერს ნიშნავდა თუ სრულფასოვანი დაბრუნებაა იმ კვარასი რაც იყო.. არ ვიციიი...ასე გააგრძელეთ...უბალეშიკეთ ოსიმენა-კვარას დუეტს და ითვალე-რამდენ ე.წ. პას მიცემს...
მწვრთნელი
ხვიჩა რა ადგილასაც არ უნდა იყოს მოედანზე ყოველთვის ცდილობს გახსნილი იყოს, რასაც ზოგიერთი ნაპოლის მოთამაშა ვერ ან არ ამჩნევს! ანგისა, მარიო რუი, პოლიტანო, ლობოტკა ხშირად აკეთებენ ისეთ რთულ გადაცემებს, რომ ადამიანი ჩათვლის გახსნილ კვრაცხელიას სპეციალურად არ უგორებენ ბურთსო! არა და ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში მოძრაობს და მარტო მარცხნივ კი რა შუაშიც და მარჯვნივაც გადადის ბურთის მისაღებად! დაცვაში თამაში კიდევ სპალეტიმ შეასწავლა და არა ერთხელ აურთმევია ბურთი დასახმარებლად ჩამოსულს!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა