"ბორჯღალოსნები" 2023 წლის მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრას 7 ოქტომბერს, ჩვენი დროით 17 საათზე გ ჯგუფის ლიდერ უელსთან ნანტში გამართავს.

უელსმა სამივე განვლილი თამაში მოიგო, 14 ქულა მოაგროვა და ავსტრალიას, რომელმაც უკვე ოთხივე შეხვედრა ჩაატარა 3, ხოლო ფიჯის 4 ქულით უსწრებს. ფიჯი დასკვნით ტურში პორტუგალიას ეთამაშება და ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავების შანსი ექნება. შესაბამისად, „დრაკონებს“ საქართველოსთან მინიმუმ 2 ქულის მოპოვება სჭირდებათ, რათა მეოთხედფინალში გარანტირებულად პირველი ადგილით გავიდნენ.

"ბორჯღალოსნებს" სამი თამაშიდან 3 ქულა აქვთ – ფრე პორტუგალიასთან და ნუგეში ფიჯისთან. გუნდი ტრავმების გამო ურთულეს სიტუაციაშია. მსოფლიო თასის მსვლელობისას 33-კაციან შემადგენლობას ბექა გორგაძე, ლუკა ჯაფარიძე, მირიან მოდებაძე, ლაშა ჯაიანი და თენგიზ ზამთარაძე გამოაკლდა. მომავალ შეხვედრას ტოვებს ლუკა ივანიშვილი. ტრავმირებულები არიან გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი.

საქართველოს უელსთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. მეტოქემ მოიგო პირველი სამი რკენა – 2017 წელს კარდიფში 13:6; 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე 43:14 და 2020 წელს ჰლანეჰლიში 18:0. ბოლოს უელსს 2022 წელს კარდიფში ვერკინეთ და ტიერ1-ის გუნდთან მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ, პირველი გასვლით მატჩში – 13:12. ბორჯღალოსნებმა ამ ოთხ თამაშში ჯამში გაიტანეს 3 ლელო და 33 ქულა, თავად კი 11 ლელო და 86 ქულა მიიღეს.

მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბერში საქართველომ უელსი დაამარცხა, შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და გუნდის სათავეში გამოცდილი უორენ გეთლანდი დაბრუნდა, რომელიც უელსს 2007-2019 წლებში თავკაცობდა და გუნდის არაერთი წარმატების შემოქმედი გახდა. გეთლანდის თავკაცობით „დრაკონებმა“ სამი მსოფლიო თასი ითამაშეს და ორჯერ მე-4 ადგილი დაიკავეს.

მოცემული მომენტისთვის უელსი მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილზეა (83,17), საქართველო კი მე-13 პოზიციაზეა (72,68).

rugby.ge

თემო
ფიჯიმ რომ ბონუს ქულით მოუგოს პორტუგალიას? მაშინ 15 ქულა ექნება და პირველზე გავა, თუ უელსმა საქართველოსთან 0 ქულა აიღო. ასე რომ უელსს გარანტირებული 1 ადგილისთვის 1 ქულა სჭირდება.
რეზოს
ესეც ბმული https://www.independent.ie/sport/rugby/rugby-world-cup/brian-odriscoll-leads-calls-for-rugbys-tier-1-countries-to-do-more-to-help-tier-2-nations/a604111718.html
ლევანი
ყველაზე შეუსაბამო იყო ის თავდადება რაც მოთამშეებს აქვთ და ის კვალიფიკაცია რაც ნწვრთელებს აქვთ. ახლოს ვიყავით შედეგთან მხოლოდ მოთამაშეების ხარჯზე. და მწვრთნელებსაც, რომ იგივე ჩედოთ თამაშებში, მაშინ შედეგი აუცილებლად დაგებოდა. სამწუხაროდ ეს ეტაპი არის გაშვებული შესაძლებლობები, მწვრელების მიდგომის (ტაქტიკის. სელექციის. მართვის და ა.შ.) მხრივ. ნუ ცალკე პრობლემაა, რომ მსაჯობა რეაგირების გარეშე დარჩა
როდემდე
უელსს 1 ქულა ჭირდება პირველი ადგილისთვის. ფიჯის 4 ქულით უსწრებს და თანაბარი ქულები რომ დააგროვონ, ურთიერთშეხვედრის (უელსმა ფიჯის მოუგო) შედეგით უელსი უსწრებს. ეს თყ არ იცი ჟურნალისტმა, ამ თემაზე სტატიას რა გაწერინებს?
Rezo
ტუ არ დაგეზარათ, იწნებ ლინკებიც დაწეროთ რა, მაგრად მაინტერესებს
თემო
საქართველოს თამაშმა ფიჯისთან, მიუხედავად მარცხისა, რეგბის მოყვარულები და მესვეურები კვლავ აალაპარაკა, რომ ლელოები (როგორც იცით, ასე ეძახიან ჩვენს ეროვნულ გუნდს და არა ბორჯღალოსნებს) იმსახურებენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ხშირ თამაშს. აღნიშნულზე წერენ როგორც ჟურნალისტები, ასევე გულშემატკივრები ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თავდადება, განსაკუთრებული დაცვა და ფიჯის ბევრ კომპონენტში დაჩაგვრა მათაც არ გამორჩენიათ. უელსთან თამაშიც, ჩემის აზრით, უნდა გახდეს კიდევ ერთი ნაბიჯი, კარგი თამაშით მივუახლოვდეთ მიზანს, რომ დიდ გუნდებთან მხოლოდ მსოფლიოზე და წელიწადში ერთხელ კი არ ვთამაშობდეთ, არამედ მუდმივ შეჯიბრში. ასევე, უძლიერესმა მწვრთნელებმაც, ვინც განიხილავს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას, უნდა დაინახოს, რომ ვენთან ერთად დიდი მიზნების მიღწევაა შესაძლებელი. შედეგებიც მოვა, დარწმუნებული ვარ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თავდადებულ ნაკრებს!
გიორგი
შეიძლებოდა უკეთესი ნაკრებით ჩავსულიყავით და უელსთან შანშიც გვექნებოდა. ამისთვის გაცილებით უკეთესი მწვრთნელი დაგვჭირდება. პირველ რიგში ჯანმრთელი სელექცია და ურთიერთობებია დასალაგებელი. მერე თამაშის წაკითხვა და ტაქტიკა. მომავალი ჩვენია.
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
სამადლობელი "ბორჯღალოსნებს" - ეს მხოლოდ დასაწყისია. გაგრძელებას ველით, უთუოდ, შემოდგომაზე, საფრანგეთში!
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]