"ფეხბურთის მეფე" 23-24 ნოემბერს, ოთხთა ტურნირის დღეებში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ახალი სტატუსით გვესტუმრება
როგორც "ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 23-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილია ფეხბურთში ოთხთა საერთაშორისო, საქველმოქმედო ტურნირის ჩატარება ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებების მონაწილეობით.

23-24 ნოემბერს საპატიო სტუმრის რანგში ტურნირზე თბილისში ჩამოსვლა დაგეგმილი აქვს "ფეხბურთის მეფეს" - პელეს.

"საქართველოს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების ფონდმა" (თავმჯდომარე ნიკო პატარქალიშვილი), რომელიც თბილისის ტურნირის ორგანიზატორია, 31 ივლისს ახალი ინფორმაცია მიიღო პელეს წარმომადგენლისგან. გილერმო ბარიგნანი იტყობინება, რომ, ვინაიდან პელე დაინიშნა ფეხბურთში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგანგებო ელჩად, იგი თბილისში დათქმულ დროს, 23-24 ნოემბერს, ზემოხსენებული ოთხთა ტურნირის დღეებში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში უკვე ახალი სტატუსით ჩამოვა, შემდეგ კი ეწვევა: საფრანგეთს, გერმანიას, ინგლისს...

ასე რომ, პელე საფეხბურთო ელჩის რანგში ტურნეს თბილისიდან იწყებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდავოდ დიდი პატივია.

თენგიზ თომაშვილი

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა