ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ნაპოლიმ" მეტოქის კლასი ვერ გადაფარა - რა დააკლდა ხვიჩას და რა "დააშავა" მწვრთნელმა...

"ნაპოლიმ" მეტოქის კლასი ვერ გადაფარა - რა დააკლდა ხვიჩას და რა "დააშავა" მწვრთნელმა...

"ნაპოლი" ძალიან კი ეცადა, მადრიდის "რეალთან" კლასში სხვაობა შედეგში არ ასახულიყო და ძლიერ მეტოქესთან ფრისთვის მაინც მიეღწია, თუმცა ამ საქმიდან საბოლოოდ არაფერი გამოვიდა და (2:3) დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმა დომინოს პრინციპს გვაგონებს, ყოველ მატჩში ისე მარტივად უმჯობესდება, როგორც დომინოს ერთი ქვისგან დაწყებული მოძრაობა მარტივად წააქცევს ყველა დანარჩენს. ეს უკვე ახლოსაა იმასთან, რაც წინა წელს იყო...

თუკი გასულ სეზონში ნეაპოლელთა მთავარი ძალები ბურთის კონტროლში იყო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მილანთან" იმიტომ დამარცხდნენ, გუნდს ალტერნატიული გეგმა არ ჰქონდა, მადრიდელებთან თავიდანვე "მეორე ნომრობაზე" მოფიქრალი მასპიძლები ვნახეთ, რომელთაც მეტოქის მიმართ ერთგვარი რიდი და მოკრძალებაც შევნიშნეთ. ამის მიზეზი სხვადასხვაა, ერთ-ერთი კი იმას უკავშირდება, "რეალის" ნახევარდაცვასთან დომინანტი იყო, თითქმის შეუძლებელია. როგორც კი "ნაპოლი" მოწინააღმდეგის კარს მიუახლოვდა, მაშინვე სახიფათო მომენტებს მოუმატა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარტივად და გენიალურად ითამაშა, მოკლე და ჰაეროვნად მსუბუქი პასი გააკეთა, რასაც კუთხური მოჰყვა. "კვარამ" ერთხელაც დაამტკიცა, სტანდარტულების შესრულებაც რომ ეხერხება, მის მახვილგონივრულ შესრულებას მეკარის შეცდომაც დაემატა და ანგარიში გაიხსნა.

ყველაზე საშიში რაც იყო, მოხდა - ნეაპოლელებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს და საკუთარ კარში გოლი მიიღეს. კაპიტანმა უყურადღებოდ ითამაშა და შესაძლოა, ამას დი ლორენცოს თამაშს საბოლოო დაღიც დაასვა. ამის შემდეგ რუდი გარსიას გუნდის უკვე ტრადიციად ქცეული შეცდომები გაგრძელდა - დაცვასა და მინდვრის ცენტრში. მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და მიუხედავად მეტოქის გამართლებისა, ანგარიშის შენარჩუნებისთვის ბევრი ვერაფერი შეძლეს.

გარსიას ჩამოყალიბება მაინც გაუჭირდა, მისაღები ფრის პირობებში როგორი თამაში ჯობდა, გუნდს შეტევის რესურსი ჰქონდა, უფრო კი ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა. ამ დროს აქცენტი თითქოს ცენტრის გაძლიერებაზე უნდა გაკეთდეს, ზელინსკის ნაცვლად კი მინდორზე რასპადორი ვიხილეთ. მანამდე ამას ლუკა მოდრიჩის შემოსვლაც დაემატა და ამან თავისი ლოგიკური შედეგი მოიტანა. კაიუსტე ადრე უნდა გამოჩენილიყო.

მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველები მაღალ ჩაწოდებებზე საკმაოდ ცდებოდნენ. ამ ფონზე, ვიქტორ ოსიმენისგან მეტ აქტიურობას და პროდუქტიულობას ველოდით. ნიგერიელი პრესინგზეც არ იყო ისეთი შედეგიანი, როგორც გვინახავს. გასაგებია, რომ მას ბურთით სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ, თუმცა ასეთ პირობებში თამაშსაც შეჩვეულია. უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტანომ ძალიან ბევრი სამუშაო გასწია.

ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. ამ დონის რამდენიმე მეურვის პირობებში არც დრიბლინგი დაუკლია, არც გამამწვავებელი პასი და არც მოძრაობა. ჩვენი მიზანია, ხვიჩა იდეალურ ფორმას მიუახლოვდეს, ამიტომ სულ უნდა მივუთითოთ ისეთ ასპექტებზე, რაც გამოსასწორებელი აქვს. ქართველი გარემარბი გადამწყვეტ მომენტებში კარში უფრო ხშირად, მშვიდად და ზუსტად უნდა ურტყამდეს. თუნდაც შორიდან დარტყმას იქნებ გამართლება მოჰყვეს, ვალვერდეს გოლი ხომ ამ კატეგორიიდან იყო. "კვარას" წინააღმდეგ იმხელა მობილიზებაა, დარტყმებს უფრო ხშირად უბლოკავენ და ამ მხრივ მეტი მუშაობაა საჭირო.

ხვიჩას "სამეფო კლუბისთვის" გატანის საშუალება მალე ისევ ექნება, ახლა კი თუ რამე აკლდა მის თამაშს, მხოლოდ გოლი იყო!..

• შაკო

ნაპოლის დაცვაა სუსტი წერტილი ამ სეზონში, რომელიც ვერ გაუმკლავდა რეალის შეტევას.

• თენგო

გარსიას? ყოჩაღ! ზელინსკი რამ გააყვანინა მართლაც, მოდრიჩის შემოსვლის მერე! ეს რომ არა ფრე იყო მოსალოდნელი

• თენგო

უბრალოდ მსოფლიო გრანდიოზული და ასეთ სახელოვან გუნდს ეთამაშა ხვიჩაც და მთელი გუნდი უფრო მოწიწებით ეთამაშნენ განმეორებით მატჩში სულ სხვა იქნება. ისე ესეც მაგარი იყო!

• gulshematkivari0703

დავიწყოთ იმით,რომ ნაპოლიმ თამაში მეორე ნომრით დაიწყო (ეს თაიდანვე შეცდომა იყო),ცენტრი მთლიანად დაუთმეს რეალს (რატომ გაუგებარია.პირველი ტაიმი კიდევ კარგი,მარა მეორე ტაიმიც ცენტრის გამიზნულად დათმობით დაიწყო ნაპოლიმ).არადა როგორც კი ცენტრში ინიციატივას იღებდა ნაპოლი მაშინვე ხიფათი იქმნებოდა რეალის კარში. ხვიჩას ალბათ მალე დაცვაში ვიხილავთ,მარიო რუის ან ოლივერას უკან. ეს მწვრთნელი დაღუპავს ნაპოლის! პოლიტანო გაიყვანა,ელმასი შეიყვანა,მერე რასპადორი ზიელინსკის ნაცვლად რა იყო ღმერთო ჩემო და ელმასი მარცხენა მცველად მოგვევლინა. ბიჭოოო ეს რა იყო! ნაპოლი ნორმალური მწვრთნელის ხელში მოუგებდა წუხელ რეალს მისდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად! პ.ს. და კიდევ ცალკე თემა,ნაპოლის დაცვის საცოდაობის ტალღამ დილორენცოსაც გადაუარა

• ბუჯანგა

ხვიჩას ცუდად ნამდვილად არ უთამაშია...ამაზე მისი სტატისტიკაც მშვენივრად ლაპარაკობს...ძლიერ გუნდთან გამოჩნდა მტელი გუნდის ძალიან ღარიბული ტექნიკური და ტაქტიკური არსენალი....ერტადერთი რაც მინდა ყველაზე მეტად გამოხატოს..მისი ცივსიხლინობა კონკრეტული შანსის დროს...მან უნდა დახვეწოს შერულების ტექნიკა...ასეთ გრანდებთან მას ერტი ან ორი შანსი ექნება და და ის უნდა გამოიყენეოს თუ უნდა რომ უმაღლესი კლასის შემსრულებლად ჩამოყალიბდეს...მკვლელის უნარი აკლია კვარას...ამას უნდა მიაღწიოს..ყველაზე კრიტიკულ სიტაუაციებში შესრულების დონის ამაღლებით...ამას უნდა მიეჩვიოს რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელთად ჩამოყალიბდეს...ბელინგემი მასზე პატარა ბიჭია და უკვე უბიიცაა...შანსს არ ტოვებს...ინგლისის ისტორიაში ალბათ ყველაზე მაგალი დონის შემსურლებელია...და ზუსტად ასეთი და მასზე უკეტესი უნდა გახდეს...ხვიჩას შეუძლია ეს..და მეტი უნდა ივარჯიშოს მისი უნარების გასაუმჯობესებლად...თუ არა და უბრალო საშუალო დონის ფეხბურთელად დარჩება ან კიდევ უფრო მოუკლებს..უნდა შეძლო ხვიჩა რომ უნივერსალად ჩამოყალიბდე...მეტი პრაქტიკა და მეტი მონდომება...

• ირაკლი

ხო რაღაც გაბედულება აკლია. უკან უნდა ედგეს ხოლმე ფახბურთელი რომ აზღვევდეს მის მიერ ბურთის დაკარგვას და უფრო თამამად უნდა წავიდეს მოტყუებაზე, თუნდაც ცენტრიდან, რაც ბელინგემმა გააკეთა, ხვიჩასაც თავისუფლად შეუძლია.

• ამატაკი

სამწუხაროდ ბევრი თაყვანისმცემელი ხვიჩასაგან ელოდება იმას, რაც მასში არ დევს,მისი პროფილი არაა უბრალოდ რომ ვთქვათ. მითქვამს ადრეც რომ ხვიჩა არაა მარადონა და მარტო წაქცეულ თამაშებს ვერ წამოიღებს. ხვიჩას ფენომენი იმაშია, რომ კარგ გუნდს ბრწყინვალება შემატოს, მასები აღტაცებაში და აზარტში მოიყვანოს. ხვიჩა არის ის, რისთვისაც მასებს უყვარს ეს სპორტი. ხვიჩასნაირები აახლოვებენ ამ სპორტს ხელოვნებასთან. გმირული ორთაბრძოლები, მედგარი წინამძღოლობა არ არის მისი საქმე. გენიებსაც აქვთ თავისი ფარგლები. ამ თამაშის შედეგს რაც შეეხება, აქ არ ყოფილა განსაზღვრელი დიდებული რეალის რაიმე საოცარი თამაში, მეტწილად ყველაფერი ნაპოლიმ გადაწყვიტა დაწყებამდე თავისი განწყობით. რეალს სხვა გუნდებთან შედარებით მუდამ აქვს ფორა - მისი დიდებული მენტალიტეტი. რომელიც ათწლეულების მანძილზე შეუდარებელი ისტორიითა განსაზღვრული. მათთან მუხლების კანკალით გასვლა ჩათვალეთ ასპროცენტიანი განაჩენია. ეს ნაპოლიზე ბევრად დიდ გუნდებსაც დამართნიათ, რომელნიც დაწყებამდე აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. რატომ ხდება ასე? ამის ახსნა უჭირდათ თავად იმ დიდ ფეხბურთელებსაც, რომელთა კლუბები რაღაც ეტაპზე გადაეყარნენ რეალს, ფავორიტად მიაჩნდათ თავი და მოწინააღმდეგის მომნუსხავმა გავლენამ იმედები გაუცამტვერათ.

• M33

ვისაც გინდა ხვიჩამ ლეაოსავით და ვინიციუსივით ცხენივით ირბინოს ეგ არასწორია და არ არის ხვიჩას ვაიბი მასე თამაში. ხვიჩას თამაშად მე მესახება ნაკლები ენერგიის დახარჯვით მაქსიმალური ეფექტურობის შექმნა მოედანზე და ვინც აკვირდება, ის ხედავს კიდევაც ამას. არ შეიძლება მაგის მოაზრება კენტავრად, ის უფრო ჰერმესია სიმსუბუქე, ელეგანტურობა, ინტელექტი და მოედანზე გუნდში საკომუნიკაციო სივრცის აწყობა არის მაგის სფერო. ხვიჩას ინტელექტს, ფსიქოლოგიურ მზაობას და საკუთარი თავის ნდობას მოაქვს საჭირო დროს საჭირო ენერგიის დახარჯვა გოლის და სხვა შედევრების შესაქმნელად. ანუ არ სჭირდება რაღაც ცხოველური ძალები რომ მოედანზე იყოს ეფექტური. მთავარია იყოს ფსიქოლოგიურად მხნედ და თავის ორგანიზმისთვის ოპტიმალურ ფორმაში. და ნუ ითხოვთ მაგის მონსტრად ქცევას. არ გამოვა, არ არის მონსტრი, ანგელოზია

• elene

ხვიჩას ეძინა!

• ანონიმ

მეკარეს გიშინ ვალვერდესთან არანაირი დანაშაული არ ქონდა

• რუსთავი

კვარააა რასაც აკეთებ კარგია მაგრამ მოედანზე უფრო მეტად უნდა გამოჩნდე, უფრო ხშირად გააკეთე და უფრო თავხედურად, საფეხბურთო სითავხედე აკლია... მეტად უნდა ჩანდე და ამწვავებდე. შენ თვითონ ასწიე თამასა და ნება იბოძე და მინიმუმ შეინარჩუნე.

• გიორგი

როგორც ყოველთვის საქმიანი, ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, კეთილგანწყობილი, მაგრამ ყოველგვარი ვაი-პატრიოტიზმის გარშე. არ მიკვირს რომ აქაურ ფაქტმებრძოლებს შორის მოწონებით არ სარგებლობს)))

• გია

შემთხვევით დავაჭირე დიზლაიკს. ლაიქი.

• გია

არა, სწორედ რომ თავის საქმეს აკეთებს, თან ზომიერია შეფასებებში. ასე რომ უგემოვნებას ვერ დასწამებ. ეტყობა რაღაც სხვა მიზეზით გაღიზიანებს რის დასახელებაცსაც ერიდები. ან წარმოდგენა არა გაქვს რა არის ფეხბურთის ჟურნალისტის საქმიანობა.

• სანდრო

ოსიმენის ფუნქცია ზუსტად ეგ არის. მან გოლი უნდა გაიტანოს. თუ თამაშის განმავლობაში ღებულობს კარგ ჩაწოდებას ,მას ორი სესაძლებლობიდან ერთს მაინც იყენებს. ნაპოლი კარგი გუნდია, იტალიის ჩემპიონატის შესაბამისად თამაშობს, მაგრამ გრანდებამდე შორს არის. გუშინდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ უნდა შეიქმნას სუპერლიგა. რა საყირებელია იგივე ნაპოლის და ლეჩეს თამაში? ანდა რეალის და ჰეტაფეს?განა არ სჯობს კვირაში ერთხელ უყურო მაღალი დონის ფეხბურთს , ვიდრე ჩანჩალა გუნდების წვალებას.

• დიმო

სტატიის შეფასებისგან საერთოდ თავს შევიკავებ( ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს). განსხვავებული აზრის მიუღებლობა ყველა სფეროში დამღუპველია, ასევე ეთიკის და პატივისცემის იგნორიც დამღუპველია.

• მამუკა

ორი განსხვავებული დონის გუნდი ვნახეთ გუშინ, ნაპოლის რეალამდე ძალიან ბევრი უკლია, ხვიჩამ უნდა დატოვოს ნაპოლი თუ ეყოლება მსურველი მომავალ წელს, ვერ გაიზრდება მაგ გუნდში. რატომღაც აიგნორებენ მარცხენა ფლანგს და ხვიჩაც მუდმივად ჩრდილშია, არა და ერთი ორჯერ კარგად გაამწვავა სიტუაცია, ვადარებ ხოლმე ვინისიუსს და ხვიჩას, ვინი სულ მუდმივად ბურთს ითხოვს,მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრჯერ კარგავს პარტნიორები მაინც ენდობიან, ხვიჩა რატომღაც ამას არ აკეთებს, არ ვიცი ეშინია რომ დაკარგოს ბურთი თუ რა არის მიზეზი, თუ არ სცადე არც გამოგივა არაფერი, 45 წუთში 2-ჯერ რომ შეეხები ბურთს ასე კლასს ვერ აიმაღლებ

• ვა რა დონეას

კარგად ჩანს, რა დონეც გაქვს და როგორაც ერკვევი რამეში. მენტორული ტონი უბრალოდ გაგიგია, ისიც არ გეცოდინება რაა. გემოვნების პრობლემა გაქვთ

• ლევანს

წაკითხულიდან აზრი თუ ვერ გამოიტანეთ ლევან, თქვენი პრობლემაა მხოლოდ ❤️

• nk

ეგეთი მაგარი თამაში მოდი ესე ვთქვათ, ბერნაბეუსთვის შემოინახა :D იმედია დაადუღებს ნაპოლი და ხვიჩა რეალს თავისივე სტადიონზე ))

• Giv-ს

1000000%!!!!

• mate

სისწრაფე არ ეყოთ, კლასი არაფერ შუაშია

• ეს რა დონეა-ს

რას, ერჩი ძალიანაც ნიჭიერი ჟურნალისტია! შენ თუ არ მოგწონს, ეგ იმას არ ნიშნავს, რო ფეხბურთის მცოდნე არ არის, ეგება შენ თვითონ ვერ ერკვევი ფეხბურთის ამბებში? ჰა გამოტყდი...

• Givi

ნაპოლის პრობლემა არის სუსტი დაცვა და არც მეკარე ჰყავთ ვარსკვლავური, ერთადერთი დი ლორენცო არის შედარებით ძლიერი დაცვაში და მანაც შეცდომა დაუშვა გუშინ, ნაპოლის პრაქტიკულად არ აქვს გრძელი პასები, სანამ 5-6 მოკლე გადაცემას გააკეთებენ მანამდე არ მიდის ბურთი ხვიჩამდე და ამ დროს უკვე მინიმუმ ორი კაცი აზის ფეხზე.

• ვა რა დონეა

ეს ჟურნალისტი უკვე ნერვებს მიშლის თავისი მენტორული და ვითომ ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთის მცოდნის პრეტენზიით.სინამდვილეში აშკარა პროვინციალია.იქნებ მორჩე ფეხბურთის პროფესორი მწვრთვნელების ჭკუის დარიგებას და ისეთ საქმეს მიხედო რაშიც უკეთესად ერკვევი.

• ლევანი

შენ მეტი საქმე არ გაქვს?

• გოგა

ანგისას ნაცვლად კაზემირო დახატავდა ნაპოლის ეს სეზონი მაინც

• Thomas

ვისაც ვინიციუსის პირველი სეზონი გახსოვთ, ტიპი უსაშინლესად თამაშობდა, ყველა აგინებდა და ხან იძახდნენ რეალმა გააფუჭაო, ხან იძახდნენ რეალს შეეტენა ბანძი ფეხბურთელიო, მარა როგორ დაიხვეწა და როგორ გახდა ძირითადის უცვლელი წევრი ფაქტია. ბილინგემი უმაგრესი ფეხბურთელია, ტოპ ლიგიდან გადმოვიდა და პირველივე სეზონში ძაან მაგარ შედეგს დებს თუმცა აწი რა იქნება არვიცით. ჩავარდნა ექნება აუცილებლად და საინტერესოა თუ გაუძლებს ვინიციუსივით სამეფო კლუბის ზეწოლას. ხვიჩა მათ არაფრით ჩამოუვარდება, საერთოდ არაფრით. ხვიჩა პირველია, ვინც არატოპ ჩემპიონატიდან გადავიდა ტოპში და პირველივე სეზონში საოცრებები ქნა. გუშინ სულ მილიმეტრები დააკლდა გამარჯვებისა გოლს და ბილინგემზე და ვინიზე აღარავინ ილაპარაკებდა თამაშის მერე. აი ეგ გამოცდილება რომ მოუვა და ეგეთ მომენტებს აღარ გააფუჭებს, უკვე უდიდესების რიგებში ჩაეწერება, თუმცა მსოფლიო პრესაში რასაც ვკითხულობ, უკვე კარგა ხანია ჰყავთ ამ რიგებში ჩაწერილი. სულ ცოტა იღბალი ჭირდება. ნაჩოს რომ ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი და კარვახალსაც რეები გაუკეთა მაგაზე აღარ ვსაუბრობ

• საქართველო

ნაპოლს სლაბი დაცვა ყავს და მეკარეც მერეტი სლაბია.

• ზურაბი

რეალობა ისაა რომ ნაპოლის სამივე ნახევარმცველი (ლობოტკა, ზელინსკი, ანგისა) საშუალო დონისები არიან. შარშანდელმა სეზონმა არ მოგვატყოს კონკურენტები არ იყვნენ არც ერთი ფორმაში და ერთგვარი გამართლება იყო ის შედეგი რაც დაიდო.მაღალი დონის ნახევარმცველებთან ხვიჩას პროდუქტიოლობა ერთი ორად გაიზრდება.

• ქ. გ.

გარსია ანჩელოტისთან ისე გამოიყურება, როგორც ოროსანი სტუდენტი პროფესორის წინაშე. ანჩელოტიმ მოიგო დუელი თამაშის დაწყებამდე.

• ქ. გ.

ოსიმენი გუნდურ თამაშში არ მონაწილეობს. დაცვას და ნახევარდაცვას არ ეხმარება. ხვიჩა თუ გაუკეთებს კარგ გადაცემას,შეიძლება გაიტანოს გოლი.

• ქ. გ.

დაცვა დრიბლიორებს ვერ აჩერებს. უდინეზესთან თამაშში სამარძიჩმა პატარა ბავშვებივით აუარა გვერდი ნაპოლის მცველებს. გუშინ ბელინგჰემმა იგივე გააკეთა.

• ქ. გ.

ნახევარდაცვა ცუდად ეხმარება მცველებს. ლობოტკა და ზიელინსკი საერთოდ არ ცდილობენ დაცვითი სამუშაო შეასრულონ. ანგისა სტატიკურ მომენტებში პრესინგის დროს კარგად მუშაობს, მაგრამ დინამიკურ სიტუაციებში იბნევა და არ იცის, სად გაიქცეს და რა მიმართულება გადაკეტოს. უკან მისდევს ბურთიან მოთამაშეს იმის მაგივრად, რომ სწრაფად გაიქცეს, გადაასწროს და წინ გადაეღობოს.

• გიორგი

კარგი ანალიზია აშკარათ იგრძნობოდა კლასში სხვაობა ასეთი დაბალანსებული რეალი კარგა ხანია არ მახსოვს ტექნიკ ფიზიკა განსაკუთრებით გამძლეობა არაფერს ვამბობ ათლეტურ უპირატესობაზე ნაპოლმა კიდევ კარგათ გაუწია წინაამდეღობა.

ერთი რაღაც მაინტერესებს. ეს სასულიერო პირები რომ ჩადიან სულ ხვიჩასთან და მერე ფოტოებს გამოფენენ ცოტა უხერხული არაა? ახლა აღარაა ბურთის თამაში სატანისტური? თუ შეიცვალა მათი ხედვა? ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი მამაოები რომ იძახდნენ ბურთის თამაში ეშმაკის მოგონილია და ვინც ბურთითაა შეპყრობილი ჯოჯოხეთში მოხვდებაო :-))) ნუ რათქმაუნდა კინოზეც, სერიალზეც, ცეკვაზეც და სხვა ოდნავ გასართობზეც მაგას იძახდნენ მარა ამ ეტაპზე ბურთის მიმართ რატო შეიცვალა ხედვა საინტერესოა :-) ან მაშინ იტყუებოდნენ და ან ახლა. ადრე წიგნის საბეჭდი მანქანაც ეშმაკისეულად ითვლებოდა მაგრამ მერე წიგნთან ბრძოლას დაანებეს თავი, ახლა ბურთთან ბრძოლისთვისაც დაუნებებიათ. მადლობა ხვიჩა ❤️

• beqa

მაგარი ცუდი მწვრთნელია გარსია შარშანდელი ნაპოლი მენატრება. დაცვა კატასტროფააა სად იპოვეს ნათანი ჯაგა ფეხბურთელი უტექნიკო. კიმი რომ ყოლოდათ მოიგებდა ნაპოლი ანგისას საერთოდ შემცვლელი ჭირდება გათიშულია

• Spain

რეალის ფანი ვარ დიდი ხანია და ვიცი რეალის კლასი. ეს თამაში თავიდანვე რეალის მოგებული მეგონა მარა ისე წარიმართა რო არ იმსახურებდა ნაპოლი წაგებას. ობიექტურად ვიძახი. არ მიყვარს კონკრეტულ ფეხბურთელზე რამის გადაბრალება მარა დილორენცოს რომ ის შეცდომა არ დაეშვა და პირდაპირ ვინისთვის არ მიეცა ბურთი, ეგ თამაში წაგებით არ დასრულდებოდა. მთელი ბავშვობა მართლა კროოსს, მოდრიჩს, ნაჩოს და მაგათ თამაშს ვუყურებ, გუნდს ისეთი გამოცდილება და კლასი უმაგრებს ზურგს, არ დაესიზმრება ნაპოლის და კიდე ბევრს. კვარას კიდე ის სასწაული მომენტი უნდა გამოეყენებინა. ასეთ მეტროქესთან შეიძლება ერთი მომენტი მოგეცეს მარტო. მიხარია რო კარგად ითამაშა კვარამ. უფრო უკეთაც შეეძლო, აი ლივერპულთან რო იფრინა ისე. უმაგრესი ბიჭია და კიდე ბევრჯერ გვექნება მისი ლამაზი მომენტები.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ