უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი საწყლოსნო სახეობებში.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი საწყლოსნო სახეობებში. ორშაბათს კონტინენტის პირველობის ყველაზე საინტერესო ნაწილი - მოცურავეთა შეჯიბრი დაიწყო, სადაც თითქმის ყველა უძლიერესმა ევროპელმა სპორტსმენმა მოიყარა თავი.

პრაქტიკულად, ეს არის პირველი დიდი ტურნირი მას შემდეგ, რაც ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ თანამედროვე საცურაო კოსტუმების გამოყენება აკრძალა. შეგახსენებთ, რომ ამ კომბინეზონებით ასზე მეტი მსოფლიოს რეკორდი დამყარდა. რა თქმა უნდა, აკრძალვის შემოღების შემდეგ შედეგები მკვეთრად დაეცემა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახლა უფრო მეტი სპორტსმენზე იქნება დამოკიდებული, თორემ მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მოცურავე უბრალოდ პილოტი იყო, რომელიც საკუთარ კოსტიუმს მართავდა.

ცურვის პროგრამის პირველ დღეს ოთხი ფინალი იყო დაგეგმილი. პირველი ოქრო კაცებს შორის 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში გათამაშდა. ამ გაცურვას აშკარა ფავორიტი ჰყავდა - მსოფლიოს გერმანელი ჩემპიონი პაულ ბიდერმანი, რომლისთვისაც კონკურენცია უნდა გაეწიათ ფრანგ იანიკ ანიელსა და რუს ნიკიტა ლობინცევს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს საკვალიფიკაციო გაცურვებში საუკეთესო დრო ჰქონდა.

პირველი 100 მეტრის შემდეგ სწორედ რუსი ლიდერობდა დისტანციას, მაგრამ შემდეგ მკვეთრად უმატა ტემპს ანიელმა, რომელსაც ფინიშამდე ვერავინ დაეწია და ბრძოლა მხოლოდ მეორე-მესამე ადგილებისთვის გაიმართა. ბოლო 100 მეტრზე ბიდერმანმა ლობინცევს აჯობა და ვერცხლი მოიპოვა, რუსმა კი მესამე ადგილიც ვერ შეინარჩუნა - ადგილობრივი პუბლიკის გასახარად მას უნგრელი გერგო კიში წამოეწია და მეოთხე ადგილამდე ჩამოაქვეითა.

ასევე გაიხარეს უნგრელმა გულშემატკივრებმა ქალებს შორის 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში. მასპინძლებმა - კატინკა ჰოშუმ და სუზანა იაკაბოშმა შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. დისტანციაზე უკონკურენციო იყო ბრიტანელი ჰანა მილი, ვინც ევროპის ჩემპიონატების რეკორდით მოიპოვა პირველობა - 4.33,09.

დღის ბოლოს 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ორი ესტაფეტა გაიმართა. ქალებს შორის ეჭვი არავის შეპარვია გერმანიის კვარტეტის უპირატესობაში, რომელმაც ფინიშზე თითქმის წამი მოუგო ბრიტანეთის ნაკრებს. ბრინჯაო შვედებმა დაისაკუთრეს.

კაცების ესტაფეტაში კი ნამდვილი სენსაცია მოხდა. აღიარებულმა ფავორიტმა - საფრანგეთის ნაკრებმა დაგეგმილი ოქრო დაკარგა რუსეთთან ბრძოლაში. არადა, ფრანგების შემადგენლობაში იმ დღეს 400 მეტრის მომგები ანიელი და 100 მეტრზე პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ალან ბერნარი იყვნენ. სწორედ ბერნარის ცუდი ფორმის გამო წააგო ეს გაცურვა საფრანგეთმა. ალანმა და 18 წლის რუსმა დანილა იზოტოვმა ერთად ჩაიბარეს ესტაფეტის ბოლო ნაწილი და ფრანგმა კონკურენტთან 0.83 (!) წამი წააგო.

კაცები

400 მ. თავისუფალი

1. იანიკ ანიელი (საფ) 3.46,17

2. პაულ ბიდერმანი (გერ) +0,13

3. გერგო კიში (უნგ) +1,97

4x100 მ. თავისუფალი

1. რუსეთი 3.12,46

2. საფრანგეთი +0,83

3. შვედეთი +2,61

ქალები

400 მ. კომპლექსური

1. ჰანა მალი (ბრიტ) 4.33,09

2. კატინკა ჰოშუ (უნგ) +3,32

3. სუზანა იაკაბოში (უნგ) +4,83

4x100 მ. თავისუფალი

1. გერმანია 3.37,72

2. ბრიტანეთი +0,85

3. შვედეთი +1,09

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა