ქართველი ლეგიონერის გოლი არა ევროპაში, არამედ აზიაში გავიდა - დავით მუჯირი ჩინებულ ფორმაშია
გასულ უქმეებზე ქართველებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ და თხრობაც გიორგი ფოფხაძის "შტურმით" დავიწყოთ. მიზეზს ბევრი ახსნა არ სჭირდება - ავსტრიის ჩემპიონი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე "ზესტაფონს" უმასპინძლებს და საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდნენ გრაცელები ბუნდესლიგის გასულ ტურში.

"შტურმი" სტუმრად "კაპფენბერგთან" 0:3 განადგურდა, თბილისური შეხვედრის შემდეგ კი გუნდს იმრე ჟაბიში და დომინიკ პიურხერი დაუბრუნდნენ. შეგახსენებთ, პიურხერმა თბილისში დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშა და "შტურმის" დაცვის მარცხენა ფლანგზე მისი ადგილი ფოფხაძემ დაიკავა, ამჯერად კი ყველაფერი პირიქით მოხდა: პიურხერი ძირითადში იყო, ფოფხაძემ კი ბუნდესლიგის წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო დაისვენა.

"შტურმმა" "კაპფენბერგთან" ამ შემადგენლობით ითამაშა: გრატცაი, ერენრაიხი, ნოიჰოლდი, ბურგშტალერი, პიურხერი, ვოლფი, ვებერი, კოხი (13. ფოდა), კაინცი (62. ჰაასი), კინასტი, ჟაბიში (69. მურატოვიჩი).

სამი ტურის შემდეგ "შტურმი" ათგუნდიან ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა.

გადავინაცვლოთ გერმანიაში, სადაც თასის მატჩები გაიმართა. "შალკემ" სტუმრად 11:1 გაანადგურა "ტენინგენი", თუმცა, სამწუხაროდ, უკვე ძალიან დიდი ხანია, ლევან ყენიაზე ახალს ვერაფერს გეუბნებით და იმედია, მალე ვითარება შეიცვლება.

გერმანიაში მოთამაშე ორმა ქართველმა ვეტერანმა კი სათასო ეტაპი წარმატებით დაძლია. ლევან კობიაშვილმა და "ჰერტამ" სტუმრად "მოიზელვიტცს" იოლად აჯობეს, "კარლსრუესა" და მის კაპიტან ალექსანდრე იაშვილს კი "ალემანიასთან" შედარებით მძიმე ბრძოლა გადახდათ.

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ამირან სანაიას კვლავ არ უთამაშია, "ლე მანის" სამწვრთნელო შტაბი კი გადაწყვეტილებას არ ცვლის და გიორგი მაკარიძეს მხოლოდ სათასო მატჩებში ათამაშებს, ჩემპიონატში კი თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე დიდიე ოვონო შეუცვლელია.

რუსეთში ქართველები მრავლად კი არიან, მაგრამ ამ უქმეებზე იქაურ პრემიერლიგაში ჩვენებურები მოედანზე ნაკლებად იყვნენ. 90-90 წუთი იმათ ითამაშეს, ვისაც საკუთარი გუნდის ძირითადში ადგილი დაუმკვიდრებია - ბუნებრივია, ნუკრი რევიშვილსა და ალექსანდრე ამისულაშვილს ვგულისხმობთ. სასიამოვნოა, რომ ჯანო ანანიძე კვლავაც მოხვდა "სპარტაკის" სასტარტო თერთმეტეულში, მაგრამ ამჯერად სხვებისგან ვერ გამოირჩა. ყველაზე შთამბეჭდავი "ანჟის" მიერ "რუბინის" სტუმრად განადგურება იყო, აღსანიშნავია ლევან გვაზავას "ტერეკის" საგარეო გამარჯვება, სხვა ჩვენებურებს კი არ მოუგიათ.

განსაკუთრებით საგანგაშოდ ის ამბავი გვეჩვენება, რომ ტურიდან ტურამდე "ვოლგას" 18-კაციან განაცხადში ქართველთა რაოდენობა მცირდება.

ბევრს ვერც უკრაინაზე შევჩერდებით. სასიამოვნო ისაა, რომ იქ მოთამაშე რამდენიმე ჩვენებურს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია.

ქართველი ლეგიონერის ერთადერთი გოლი კი არა ევროპაში, არამედ აზიაში გავიდა. როგორც ჩანს, "ჰიროშიმას" ვეტერანი დავით მუჯირი ჩინებულ ფორმაშია, შვეიცარიულ სუპერლიგაში კი ირაკლი ჩირიკაშვილის დებიუტი შედგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...