ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალი იმერული დერბია : ზესტაფონი vs ქუთაისი

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალი იმერული დერბია : ზესტაფონი vs ქუთაისი

დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირის ფინალში იმერული კლუბები გავიდნენ. სეზონის პირველი ტიტულისთვის ერთმანეთს ზესტაფონისა და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდებიან. ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მემორიალის 22-ე გათამაშების ფინალი 7 ოქტომბერს, "თბილისი არენაზე" გაიმართება და ზესტაფონის "არგვეთი" ეცდება, ისტორიაში პირველი ტიტული მოიგოს. ქუთაისელებს დადიანის მემორიალი 2-ჯერ აქვთ მოგებული და ცხადია, ტიტულის გასამებას ეცდებიან.

1/2-ფინალი

ზესტაფონის მარგვეთი – ბათუმი

სტატისტიკა: 104:97

ზესტაფონის "მარგვეთს" სატრანსფერო საქმიანობა დაუფასდა. ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ქართულ კლუბებში ყველაზე კარგი ლეგიონერები სწორედ ზესტაფონელებს ჰყავთ. აქამდეც და განსაკუთრებით, ნახევარფინალში, "მარგვეთს" გამარჯვებაში უპირველესად უცხოელი მოთამაშეები დაეხმარნენ, განსაკუთრებით კი, მაიკლ მეიესი, რომელმაც ამჯერად ყველაზე მეტი – 34 ქულა ჩააგდო.

"ბათუმი" საკმაოდ კარგი გუნდია და მომავალ სუპერლიგაში ამბიციაც ექნება, თუმცა აჭარულ გუნდს ჯერ შეთამაშება უნდა. ამ ეტაპზე კი გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომელსაც უკეთესი შემსრულებლები ჰყავდა. მეიესმა 11-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, 3-3 სამიანი მიითვალეს აკაკი ლომოურმა და ლუკა ზაქრაძემ. "მარგვეთმა" მეტოქე პერიმეტრიდან აიკლო და ყველა გეგმა აურია. "ბათუმი" უფრო გარღვევებით, პოზიციური თამაშით ცდილობდა ხეირის ნახვას, მაგრამ "მარგვეთი" სისწრაფეშიც არანაკლებად შედეგიანი იყო. ლუკა ზაქრაძე ბურთს მშვენივრად ათამაშებდა და თამაშის ბოლოს 23 ქულასთან ერთად 7 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

ზესტაფონელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და რაც დრო გადიოდა, ლიდერობას იმყარებდნენ. ბათუმელებმა მესამე პერიოდი შედარებით კარგად ითამაშეს და საპირველტაიმო 11-ქულიანი ჩამორჩენა 6-ამდე შეამცირეს. ბოლო ათწუთეულში, წესით, ვითარება უნდა დაძაბულიყო, მაგრამ პირიქით კი მოხდა. მეიესს ხელი ზესტაფონელთა კიდევ ერთმა ამერიკელმა, ტაიშონ კროუფორდმა შეაშველა, ლუკა ზაქრაძემ კი სტაბილური თამაში განაგრძო და "მარგვეთის" უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია.

აქ კი ყველაფერი გაირკვა. თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა და "ბათუმი" თამაშს რომ ვერ შემოაბრუნებდა, ცხადი გახდა. "მარგვეთმა" მოედანზე ახალგაზრდა, სათადარიგო მოთამაშეებს უხმო და თამაში "ბათუმის" ქულების ხვეჭით დასრულდა, რომელმაც ჩამორჩენის მხოლოდ შემცირება შეძლო.

1/2 ფინალი

ქუთაისი – თსუ

სტატისტიკა: 81:77

საქართველოსა და დუდუ დადიანის მემორიალის მოქმედი ჩემპიონი თსუ ბრძოლას გამოეთიშა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ნახევარფინალიდან "ქუთაისმა" გააგდო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა გამართული კალათბურთი ითამაშა და მაშინ, როცა სოლიდური უპირატესობა გაანიავა და თსუ-მ ანგარიში გაათანაბრა (მე-3 პერიოდში), ძალები მოიკრიბა და მატჩში გარდატეხა ხელმეორედ შეიტანა.

პირველი გარდატეხა ქუთაისელებმა დასაწყისშივე მოახდინეს, როცა 0:10 ჩამორჩენილებმა თამაში დაალაგეს, მეტოქეს პოზიციურად სწორი ტაქტიკა შესთავაზეს და პირველი პერიოდის მეორე ნახევარში შედეგიანი თამაშით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 15:16. მეორე ათწუთეულში ქუთაისელებმა მაქსიმალურად შეზღუდეს თსუ-ს ტანმაღალი მეფარე გიორგი ტურძილაძე, ხოლო უკანა ხაზში, მართალია, კახა ჯინჭარაძის დაჭერა უჭირდათ, თუმცა მისგან მიღებულ ქულებს შეტევაში შედეგიანობით ინაზღაურებდა.

თსუ ფიბა-ევროპის თასზე გამოდის და ამ ევროტურნირისთვის შემადგენლობას აძლიერებს. ლაფანაშვილის გუნდმა უკვე მეორე ლეგიონერი გაუშვა – სერბი ნიკოლა ვუიოვიჩი, რითაც ტურძილაძეს დამხმარე, თსუ-ს კი ფარქვეშა ძალა მოაკლდა. სამქულიანების მხრივ თსუ-დან გიორგი ცინცაძემ 3, ხოლო მეტ ჯონსონმა 1 შორი სროლა ჩააგდო, რაც, ცხადია, მთლიანი გუნდისთვის ძალიან ცოტაა. თსუ-ს ჰქონდა წარმატების შანსი, თუმცა ბოლო წუთებზე შესრულებული საჯარიმოების ნახევარიც ვერ ჩააგდეს და წასაგებად გაიწირნენ.

"ქუთაისში" 15 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია. 13 ქულა დავით ლომიძემ მიითვალა, მარქუს გილსონის ანგარიშზე კი 12 ქულა და 6 მოხსნა აკუმულირდა. თსუ-ში 25 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო კახაბერ ჯინჭარაძე. 16 ქულა ტურძილაძემ, ხოლო 10-10 გიორგი ცინცაძემ და ალექსანდრე ფევაძემ მიითვალეს.

ფინალური შეხვედრა შაბათს, 7 ოქტომბერს, "თბილისი არენაზე" 15:00 საათზე გაიმართება.

GBF

შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა

სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს

საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს

ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია

ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ

ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს

17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა

დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს

"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს

"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა

დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW

ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა

იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ

ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება

მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ

შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა

ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა

"ტორპედომ" შულაია დაიმატა

"მესი მოკვდავს ჰგავს - დავაძინებთ" - ინგლისელები წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას

ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს