"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი პრემიერლიგის ახალი ჩემპიონატის დასაწყისს გამოსტოვებს
"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი პრემიერლიგის ახალი ჩემპიონატის დასაწყისს გამოსტოვებს. მიზეზი: ის ავად გახდა და საავადმყოფოში ამოჰყო თავი. ამრიგად, ჯერარდი სექტემბრამდე ვერ გავა მოედანზე. მას ტრავმირებულ საზარდულთან დაკავშირებული ინფექცია შეეყარა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების 31 წლის ვარსკვლავმა მარტში საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და მას მერე ჯანმრთელობის აღდგენას ცდილობს. ამ საქმეში ფეხბურთელს სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. მერსისაიდელთა მწვრთნელ კენი დალგლიშს იმედი ჰქონდა, რომ ჯერარდი სეზონის დასაწყისისთვის ფორმაში იქნებოდა და თამაშს შეძლებდა ( მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონატი 13 აგვისტოს იწყება), მაგრამ "ენფილდ როუდზე" გაკეთებული ბოლო ოფიციალური განცხადება ცხადყოფს, რომ კაპიტანს კიდევ ერთი თვე მკურნალობა მოუწევს.

"ლივერპულის" განცხადებაში წერია: "დღეს ჯერარდმა ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი დაიწყო. ეს საჭიროა იმ ინფექციის ჩასაცხრობად, რომელიც საზარდულის ოპერაციას მოჰყვა. ექიმები ამბობენ, რომ სტივენი რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ უნდა დარჩეს საავადმყოფოში, რათა წინასწარი მკურნალობა ბოლომდე და საიმედოდ ჩატარდეს. ამის შემდეგ ფეხბურთელი დაბრუნდება "მილვუდის" ბაზაზე, სადაც აღდგენის კურსს განაგრძობს. სავარაუდოდ, ის სექტემბერში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა