გუშინ, 8 ოქტომბერს, კატარში ფორმულა 1-ის მორიგი გრან-პრი გაიმართა. გამარჯვება აწ უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა.

მოგეხსენებათ, კატარში სარბოლოდ მძიმე პირობებია, მრბოლელებისთვის კი ეს ყველაფერი საშინელება აღმოჩნდა. რბოლის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობა იყო პადოკში კატარის გრან-პრის დასრულების შემდეგ.

მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) და ოსკარ პიასტი (მაკლარენი) მოსაცდელ ოთახში ფეხზე წამოდგომას გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ორივე მრბოლელმა აღნიშნა, რომ ეს მათთვის ყველაზე რთული რბოლა იყო.

ესტებან ოკონმა (ალპინი) მე-15 წრეზე ჩაფხუტში აღებინა, თუმცა შეძლო და რბოლა მე-9 ადგილზე დაასრულა, რითაც 2 ქულა დაისაკუთრა.

ლოგან სერჟენტმა (უილიამსი) რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან დეჰიდრატაციის გამო თავს ცუდად გრძნობდა. ამერიკელ პილოტს ბოლიდიდან ამოსვლაც გაუჭირდა. მოგვიანებით მას და მის თანაგუნდელს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ლანდო ნორისმა (მაკლარენი) განაცხადა, რომ რბოლის შემდეგ რამდენიმე მძღოლი გაითიშა და სამედიცინო შემოწმება დასჭირდათ. ბრიტანელმა ასევე აღნიშნა, რომ კატარში გამართული გრან-პრი მისთვის ყველაზე ძნელია.

ჯორჯ რასელი (მერსედესი) დაახლოებით 300 კილომეტრ საათით მიდიოდა, რა დროსაც საჭეს ხელი გაუშვა, რათა გაგრილებულიყო.

Video

ლენს სტროლი

ყველაზე მძიმე ეს კადრია, როდესაც ლენს სტროლი (ასტონ მარტინი) ბოლიდიდან ამოსვლას ვერ ახერხებს, შემდეგ კი პირდაპირ სასწრაფოს მანქანისკენ მიდის, რა დროსაც კარებს ეჯახება.

Levani
რა ვიცი 92 წელს ლაივში მაქვს ნანახი ჩემმა მეზობელმა მხედრიონელმა მეორე მეზობელს და თავის ნათესავს ჯაბას შეგინებისთვის ფეხებზე რო კალაშნიკოვის ჯერი გადაატარა და დააკოჭლა. უარესებიც მაქვს ნანახი როგორც ყველა 90იანების გამოსვლის და ამას გადავიტანთ. დამამშვიდებელს მაინც დავლევ ძილის წინ
"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
მაქს ფერსტაპენი მსოფლიოს ჩემპიონი მესამედ გახდა
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საზონოვი ბოლოს შევიდა მოედანზე - "ხეტაფემ" "მალაგას" მოუგო
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?" - ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
[VIDEO] სასტიკი ნოკაუტი - ცარუკიანმა ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
[VIDEO] იეგოიანის ჩინებული საგოლე პასი და წიხლი სახეში - "ექსელსიორი" სტუმრად "აიაქსს "ფრედ" ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...