ამხანაგურ მატჩში ტაილანდის 8:0 დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"მიქაუტაძის საკლუბო მდგომარეობა ახლა რთულია, თუმცა ფეხბურთელები ამას არ უნდა გაექცნენ. იმედია, "აიაქსში" დარჩება და თუკი მუშაობას გააგრძელებს, თავის შანსს აუცილებლად მიიღებს და გამოიყენებს.

მატჩის შემდეგ კვარაცხელიასთან რამდენიმე სათამაშო ეპიზოდი განვიხილე. მეტს არ დავაკონკრეტებ. ხვიჩამ იცის, რომ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას და ეს დეტალები იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს. მას რთული სეზონი ელოდება "ნაპოლიში" და ასეთ დეტალებს უნდა მიაქციოს ყურადღება, რათა კიდევ უფრო განვითარდეს. ისე კი, ახლაც შესანიშნავი ფეხბურთელია.

ევროპულ ჩემპიონატებში ფიზიკურ მომზადებას დიდი ყურადღება ეთმობა და გუშინ ეს აღვნიშნე. შეამჩნევდით, ჩაკვეტაძე ბურთს უფრო მაღალ დონეზე ინარჩუნებს, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. დღეს ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მეტი შრომაა საჭირო.

მიხარია, რომ ამდენი გავიტანეთ. მეტიც შეგვეძლო. დავალებებს სწორად და პროფესიულად მივუდექით. ზივზივაძე შეხვედრაში კარგად ჩაერთო. მიქაუტაძის მსგავსად, კლუბში ისიც ცოტას თამაშობს. კვირას, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ, მოედანზე ერთ-ერთი მათგანი იქნება და ეს დილემა მაქვს.

გუშინ ასე მქონდა დაგეგმილი, რომ სიგუა დაიწყებდა და 45 წუთს ითამაშებდა. ბოლო ვარჯიშზე კმაყოფილი არ დავრჩი და გადაწყვეტილება შევცვალე. ის ახალგაზრდაა და დიდი დრო აქვს, ისწავლოს და ჩვენს ტაქტიკურ სქემას მოერგოს. ამ ეტაპზე ჯობია, მის განვითარებას მეტი სიფრთხილით მივუდგეთ. დღეს 35 წუთი ითამაშა და მისით კმაყოფილი ვარ".

Bidzia.
ერთი "ჩვეულებრივი მენტალობის ქართველი" ხარ შენ, და შენნაირები კიდე, რომლებიც ვერ ქაჩავთ და არც მიგასუნინებენ ნაპოლიში და ევროპულ ორგანიზაციებში არასდროს. ხვიჩამ ეგ მთელი "აზროვნება" უკვე თავზე გადაგახიათ წინა სეზონში და მაინც ბუყბუყებთ. ცოტა ნამუსი იქონიეთ, მთელ თქვენ ჩასვრილ თაობას რომ არ ღირსებია იმას გაღირსათ და რაც აქამდე არც ერთ ქართველს არ გაუკეთებია. უმადურებო, და კიდე "ჩვეულებრივ ქართველს" ეძახი იმიტომ რომ თქვენნაირი არ არი და თქვენნაირად არ ჩაისვარა. მაგდენი აზროვნებაც ვერ გიჭრით ვერაფერს ვერ ამჩნევთ და ვერც ხვდებით რას ლაპარაკობთ და რას არა
იგორკიო
თვითონ ამბობ, რომ 3 მცველიანი ტაქტიკა სანიოლმა დაამკვიდრა. ესპანეთტან ათამაშა 4.4.2 შვეციასთან ვითამაშეთ 4.5.1 ეს ზოგადად. არავინ ამბობს სანიოლი მაგარი ტრენერიაო. მაგრამ მარტო მაგის ბრალიც არ არი. ფეხბურთელებიც არ გვივარგა, ფედერაციაც უვარგისია და ფეხბურთში მოღვაწე ხალხი კიდე უვიცი. ჰოდა, ეხლა გულშემატკივარი ვერ გადავა მოედანზე, წაგება ჩაგვეთვლება.
Ლაშას
ლაშა 30 წელია ფეხბურთ ვუყურებო იძახი და გგონია უკვე ყველაფერი იცი ფეხბურთში? რაც შენ ფეხბურთს უყურებ(30 წელი) ხალხი წყალში ჩაყვინთული სძლებს. რა მოიგო რა წაგო ვიცით,როდის კარგად თამაშობდა ნაკრები ეგეც ვიცით,მაგრამ ნაკრებს მწვრთნელის ხელი რო არ ეტყობა ეგეც ვიცით.რამე ტაქტიკა გინახია ამის ხელში,რამე თამაშის დროს ცვლილება ტაქტიკაში შეგიმჩნევია?ეს სამმცველიანი ტაქტიკა გავიგეთ,რამე თამაშის დროს კარდინალური ცვლილება თამაშში შეგიმჩნევია? ასე რო ჯერ კიდევ ბევრი გაქ საყურებელი ლაშა.
მწვრთნელი
რეკორდები კი დაირტყა და რას ერჩი! ესპანეთი 7-1 რეკორდი, ტაილანდი 8-0 რეკორდი! სტატისტიკის რეკორდებიც, რომ მიუმატო ამან უნდა თქვას რეკორდსმენი ვარო!
გიგი
ასე იცის ცხოვრებაზე რომ გამწარებული ხარ კაცი :))))
ჯარჯი
სად მოიყარეთ ამდენმა "ლუზერმა" თავი. სანიოლს ასწავლით ფეხბურთს :))))))))
გიორგი
ეს უვიცი მეგონა და აფერისტი ყოფილა. გვაბოლებს, რომ ხელფასი შეინარჩუნოს. ფედერაციას რამდენს უბრუნებ, ვილი?
ბუხუტი
კაი რა სანიოლი რაის მწვრთნელი ხარ შენ ისე ლაპარაკობ კვარაცხელიასაც არ გამეიძახებ ნაკრებში რა ექსპერიმენტა ხარ წადი შენი რა მოცილდი ნაკრებს
1.2.3.4.5.6.
ვილი შენამდეც ლაპარაკობდნენ ქართველი ფეხბურთელების ფიზმომზადების არასაკმარის დონეზე და ამ კომპონენტს არაფერი ეშველა და შენ მაინც ნუ დაკარგავ დროს ამ თემაზე მსჯელობით და ეცადე იქნებ ტაქტიკურად მაინც განავითარო ნაკრები
წნევა-ს
შენ ეტყობა დილიდან წნევა გარე ქვს.კუამლესა მიიღე ყოველდღიურად სანამ ექიმს ეჩვენები.მერე ისე მოიქეცი როგორც ექიმი გეტყვის. ეს ზედმეტი ქება დიდება რო ღუპავს ადამიანს საერთოდ თუ გაგიგია? აღიარეს და გადააღიარეს ეგ იყო გუშინდელი დღე.იცი რამდენი მინახია რო აღიარეს? მე ვიძახი კვარას არა აქვს დარტყმა(უდარი).წელში მოხრილი და გაშლილი ფეხით რაღაცნაირად ურტყავს და მაჩვენეთ ერთი ძლიერი დარტყმა თუნდაც ისეთი ჩაკვემ ყაზახებს რო დაურტყა.ანანიძეს,იმ სიფრიფანა კაცს უფრო ჰქონდა დარტყმა. რაც შეეხება დრიბლინგს და ფაფხურს-რომელ ტაილანდენ ფეხბურთელს გასცდა დრიბლინგით?რაღაც რო ვერ გამოსდის და აჭრილი დარბის თუ ატყობ?
dddd
მაგარი წამყვანები გყავს სად ნახეს სანიოლი სირბალა მოუგეს ტაილანდს პროფესიულად მივუდექიო მაფია
dddd
ეხლა ლიხტენსტაინს ვხდებიტ და მერე ნახეტ სანიოლი რას იზამს კვირკველია ვერ ხვდება რომ წავიდეს და ვერც კასია
ამაშია საქმე
კვარა ერთი ჩვეულებრივი მენტალობის ქართველი აღმოჩნდა რომელიც ნიჭს არ იყენებს.სხვა ახსნას ვერ ვხედავ როდესაც ვადარებ შარშანდელ კაშკაშა ხვიჩას და ახლანდელ უსახო ფეხბურთელს.თუმცა იშვიათად ამ ნიჭს გამოაჩენს ხოლმე.ნუთუ მშობლები ან ის გაბღენძილი ჯუღელი ვერ ურჩევენ თავდადებით დაიწყოს ვარჯიში.არადა მეგონა საქართველოში ფეხბურთის სიხარული დაგვიბრუნა.
las
აქ საინტერესო ის არის რომ ნაკრებმა პირველი ტაიმი 6-0 მოგიო და ამათ ნახევარზე მეტს არ განიხილავს ძირითადის მოთამაშედ სანიოლა აი ლოჩომ ხო გაიტანა გოლი. სკამზე დასვამს კვიპროსთან :)
alex
სანიოლმა რა პოზიციები განიხილა არ ვიცი, მაგრამ ერთი ხვიჩათი თამაშს ნაკრები ვერ მოიგებს, ჯერ ჯერობით მარადონა არაა. ბოლოს და ბოლოს მარადონას ჰყავდა გუნდში ბურუჩაგა, ვალდანო, კანიჯა. ნაკრების დონეს კი დღეს კვარაცხელია, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე თუ აკმაყოფილებს, სამწუხარო რეალობაა მაგრამ ასეა.
მწვრთნელი
სიგუას გამოძახებას ჯადული იობაშვილიც რომ გამოგეძახა ახლგაზრდულიდან, ისიც შეახდებდა ერთ სამ ბურს ასეთ თამაშში!
toti
არც გადამეტებული ქება ვარგა და არც ზედმეტი კრიტიკა.. ისე კვარა რომ ფორმაში არ არის გუშინდელ სუსტ მეტოქესთანაც გამოჩნდა
მწვრთნელი
ვაა რა საინტერესოა! დავალებებს ასრულებდნენო! სანიოლ შენ თუ არ გადადგები მაშინ გადადგეს კალაძე მაინც! დაიღალა ხალხი ამ უბადრუკი ფეხბურთის ყურებით! სიგუას კიდევ ახალგაზრდული არ გამოუვლია ნორმალურად და ნაკრებში ტენი! ვინმემ დაგირეკა ფედერაციიდან, თუ რაშია საქმე!? ხომ გამოსცადე გაიგე რაც არის! ტაილანდის მეკარემ 13 თუ 14 სეივი გააკეთა და ასეთ დროს ტაილანდს ორი 100% - იანი მომენტი ჰქონდათ ჩვენ კართან! ამას რით ახსნი!? მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობა ნაკრებს, თუ გინდ 20 - 0 მოიგე! მითამაშეები ისე თამაშობენ როგორც გაუხარდებათ და შენ კიდევ დავალებებს ასრულებდენო! შენგელია კიდევ მარცხენა ფეხით თამაშობს და რამ დაგაყენებინა მარცხენა ფლანგზე და ამ დროს ლობჟანიძე თამაშობს მის ადგილზე მარჯვნივ! რა მიზნით ჩამოიყვანე ლობჟანიძე ამხელა გზაზე!? ფინალის საგზური წდება ამ თამაშებში, თუ რა ხდება!? არ ხარ შენ ნამდვილი მწვრთნელი! აფერისტი ხარ და მეტი არაფერი! ვაისი მეგონ გლახა და შენ უარესი გამოდექი!
Lasha
Mtavaria iyida mercedesi da predlajenie gaaketa danarcheni ukve meorexarisxovania
წნევა
მე მგონი შენ უფრო ფაფხურობ,წვალობ,რომ ყურადღება მიიქციო და ფეხბურთის დიდ ექსპერტად წარმოგვიდგინო თავი! პირველივე წელს,კაცი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი,A ლიგის ჩემპიონი გახდა.თან მთელმა მსოფლიომ ისიც აღიარა,რომ ამის მიღწევაში კვარაცხელიას წვლილი განუზომლად დიდია და თურმე მარტო ქართველმა "ექსპერტმა" შეამჩნია რომ "ფაფხურობს".მოკლედ,დამატებითი კომენტარი ზედმეტია!
ტატულა
ჯერ ერთი,ვინ გეგმავს ამ ამხანაგურებს,მონღოლეთი და მერე ტაილანდი? რა მოგვცა ამ ორმა ამხანაგურმა ისეთი,რისთვისაც ღირდა ორი თამაშის მათზე გაფლანგვის? გოლები გაიტანეს და სხვა? მოსამზადებელი ეტაპიო და ერთა ლიგაო,ხოდა ყაზახეთი არის ერთი მეტოქე,შეიძლება თურქეთი ან საბერძნეთი იყო,ხოდა რომელიმე ამ ქვეყანას დონით უწრებს ან თანაბრად არიან ეს მონღოლები და ტაილანდელები? სტატისტიკას იკეთებენ ბიჭები,ნახეთ ამდენი მოგება მაქვს და ამდენი გავიტანეთო. რაც შეეხება ამ თამაშს,ისე მოვუგეთ და ვეთამაშეთ,როგორც ჩვენ მოგვიგო ესპანეთმა,თან სახლში. ტალანდმა იცის რაც არის და ილუზია არ აქვს,ხოლო ჩვენ ილუზიებში ვცხოვრობთ,ამით ნაღდად გვჯობიან. კომენტატორმა თქვა ერთ ეპიზოდში,არ ვიცოდით კვარა თუ ითამაშებდაო,თორე სტადიონი გაივსებოდაო,ხოდა ეს კარგია? ეს ხო კლუბი არ არის? ქომაგი ერთი ბიჭის სანახავად არ უნდა მიდიოდეს თამაშებზე,ეს არის სირცხვილი და დაუფასებლობა სხვების. ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს,თუ ერთს არჩევ და ეთაყვანები,სხვას შეიძლება ეწყინოს და მიიღებ ბარდაგს. არავინ იძახის რო ყველა კვარასავით უნდა შეიყვაროთ,სტადიონზე მისვლაზეა აქ საუბარი.თუ ტაილანდია და უინტერესო,მაშინ კვარა რას შეცვლიდა? ფიზ მომზადებას,ტექნიკას და ტაქტიკას ეშველება,თუმცა ადამიანების თავებს რა ეშველება ან თუ ეშველება ოდესმე? ნაკრებს უნდა ქომაგობდე და არა ერთ ფეხბურთელს,ამიტომაც არ ითამაშა უ21 ხვიჩამ,რადგან ყველა მასზე ისაუბრებდა,ყველა მასზე გააკეთებდა სწორებას,ხოლო სხვები დაიჩაგრებოდნენ და არ ითამაშა. ამით გაგრძნობინათ,რომ მარტო ის არ არის და სხვებიც იმსახურებენ დაფასებას,თუმცა თქვენ ვერაფერი გაიგეთ სამწუხაროდ. რაც შეეხება ფედერაციას,უნდა წავიდნენ და თან გაიყოლონ ეს სანიოლი. მთელი სანაკრებო თამაშები 3 ცენტრალური მცველით ითამაშა და მეორე ნომრად,ხოლო მერე ჩათვალა რო 4-2-3-1 შეეძლო თამაში და ბურთზე კონტროლი,თან ეს ჩათვალა ესპანეთის ნაკრებთან. მხოლოდ ამის გამო არის გასაშვები და არაკომპეტენტური,ესპანეთს პირველ ნომრად არავინ ეთამაშება,ვერ ეთამაშება და გეგმავენ თამაშებს ისე რო რაღაც მონაკვეთზე მაინც იყვნენ დომინანტები. ესპანეთს აქვს სისტემა და ამას მიყვებიან,ეგრე გუშინ სამმა დებიუტანტმა ითამაშა და ვერც შეამჩნევდით ამას,თუ არ ჩახედავდი სანაკრებო გამოცდილებას. ამას ქვია სისტემური მნიშვნელობა,ნებისმიერი ესპანელი ფეხბურთელი,ვისაც გამოვლილი აქვს ასაკობრივი ნაკრები,ათამაშე ამ ესპანეთში,შეთამაშების პრობლემა არ ექნება,რაგდან სისტემა იციან.ჩვენთან ახალგაზრდული სხვა სისტემით თამაშობს და ეროვნული სხვა,ხოდა ამიტომაც უჭირთ ეროვნულში ასულ ბიჭებს თამაში.ყველა ნაკრებმა უნდა ითამაშოს ერთი სისტემით ანუ რასაც ეროვნული თამაშობს,იმით უნდა ითამაშოს ყველამ. ერთი და ორი წელი კი არა,სულ ერთი სისტემით უნდა თამაშობდე,ასე უნდა ზრდიდე ახალ ფეხბურთელებს. ასე არაფერი არ გამოვა და როგორც ჩანს არ გამოდის,ხვიჩას პლიუსები და ბევრი ქართველის ჩანს 4-3-3 ან 4-2-3-1 ფორმაციაში და ამ ორ ფორმაციაზე უნდა გადაერთოს ყველა. შეიძლება შედეგი არ გქონდეს 5 ან 10 წელი,თუმცა აუცილებლად მოიტანს შედეგს. 30 წელი დაიკარგა აბდაუბდაში,შედეგი არ გვქონია და არც გვექნება,რადგან სისტემას არ ვაშენებთ,გვყავს ნიჭიერი ბიჭები და მათ ხარჯზე ვცდილობთ შედეგის დადებას,მერე გამოგაკლდება ეს კარგი ბიჭი და 0 ვრჩებით.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
კვარადონას ჩაკვეს ნახევარი დარტყმა ჰქონდეს კიდევ არა უშავს.რაღაცნაირად არტავს ბურთ,თითქოს ბურთის დარტყმის დროს მიწასაც მოარტყა ფეხიო.გაჭიმული ფეხით არტყავს და ძლიერი დარტყმაც იმიტომ არა აქვს. ის ტაილანდელი რო ვერ მოატყუა მერე ჩხუბი დაუწყო.ერთი ერთზე ვერავინ ვერ მოატყუა და რავი დრიბლინგიო იძახით.მე მაგას ფაფხურს ვეძახი.რო ადარებთ ვისაც აფარებთ გაიხსენეთ,იუთუბში ჩაწერეთ და ნახავთ რა არი დრიბლინგი და რა არი ფაფხური.
ლაშა
30 წ. ნაკრების თამაშს ვუყურებ და ყველაზე კარგად შარშან თამაშობდა.რას გადააყოლეთ 7-1 ს ეს კაცი. აცალეთ. თითქოს უარესები არ გვინახია.
oto
კვარას ზურიკო დავითაშვილი ათჯერ ჯობია მონდომებითა და თავდადებით, პატრიოტიზმითაც. მალე კლასითაც აჯობებს, თუ უკვე არ უჯობნია.
xishti
ხვიჩამ ერთი ანგისა ჩამოიყვანოს და მიაყენოს ამ კომენტატორებს. და კიდე ბევრს
rable
ამ ეტაპზე სიგუა ძირითადში უნა დააყენო ვილინუს. მებრძოლია და არეულ სიტუაციაში არ იბნევა.
არტ
მოაშორეთ ეს პრაქტიკანტი ნაკრებს. სამარცხვინოა ამის ყველა კომენტარი. არაკომპეტენტურთან ერთად უტიფარი ტიპიც ყოფილა.არცერთხელ ბოდიში არ მოუხდა წესიერად, რაღაცეებს მიედ-მოედება ხოლმე, მერე ტაილანდებთან და მონღოლეთებთან გეგმავს თამაშებს ფედერაციასთან ერთად, რომ გარანტირებული მოგება ქონდეს. ტფუ მართლა...
დავით 67
რა შენ და რა ტაილანდის მწვრთნელი. ბევრად კი არ განსხვავდები.
Modric
სიგუა შეცვლაზე შემოვიდა და დააკვირდით, როგორ დადიოდა(!). არ შეიძლება, მოედანზე ახალ შემოსული, 18 წლის ფეხბურთელი, ასე მონდომების გარეშე მოძრაობდე მოედანზე! თითქოს 36 წლის ყოფილი ლეგენდა იყოს...
კუური
კარგი რა ვილჯან! რა რებუს-ქარაგმა-შაირები აფრქვიე ახლა? ეს რა "სფიჩი" იყო ა? არ გასწავლეს სკოლაში. რომ "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი"! მიდი ვილიჯან გვეშაირე....
ნუკრი
ძველებური ცეცხლი,ხალისი და თამაშის წყურვილი არ ჩანდა ხვიჩას თვალებში.ანგარიშის ბრალი იყო, თუ რამე სხვა პრობლემა აქვს,თვითონ უკეთ იცის,მაგრამ ეს შარშანდელი ხვიჩა არ არის.იმედია კვიპროსთან გამოჩნდება.ნებისმიერ შემთხხვევაში თავი მაღლა და წარმატებები
გიორგი
გასაგებია რა ეპიზოდებსაც განიხილავდი კვარაცხელიასთან.ეგ ის ხვიჩა ნაღდად აღარ არის.პრინციპში ტაილანდთან მეტი არც მოეთხოვებოდა.ესპანეთთან და მისნაირებთან უნდა დაამტკიცო შენი კლასი
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტაილანდელთა მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდი - ამას გაკვეთილად მივიღებთ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა და მომავალში დაგვეხმარება" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
"ტაილანდელები ქართველებზე უკეთეს ფორმაში არიან და თავიანთი შეტევითი უნარების გამოყენებას შეძლებენ" - უცხოური მედიის პრევიუ
ტაილანდელთა მწვრთნელი: კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის გამოწვევაა
ტაილანდის ნაკრები "ბარსელონას" ტიკი-ტაკას ბრწყინვალედ ასრულებს [VIDEO]
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
რუმინეთთან ბევრი რამ ვნახეთ - რა გამოიკვეთა და გასარკვევი დარჩა
სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ