ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში მაიკლ ფელპსმა ოქრო მოიგო
ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს მეორე ინდივიდუალური ოქრო მოიგო მაიკლ ფელპსმა. 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლიდერისთვის განკუთვნილ მეოთხე ბილიკზე ცურავდა. მართალია, დისტანციის პირველ ნახევარი ის მხოლოდ მესამე იყო, სამაგიეროდ, საფინიშო სპურტში მას ვერავინ გაუწია წინააღმდეგობა და ფელპსმა ტიტული შეინარჩუნა. მაიკლისთვის ეს საიუბილეო, 25-ე ოქროა მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

ბრაზილიელმა სეზარ სელიო ფილიომ დაამტკიცა, რომ 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში კონკურენტი არ ჰყავს. ჩემპიონმა ამ მოკლე დისტანციაზე უახლოეს მდევარ ლუკა დოტოს ნახევარი კორპუსი მოუგო. თუმცა იტალიელი მაინც კმაყოფილი იყო შედეგით, რადგან ეს მის დიდ პროგრესზე მიუთითებს.

ნამდვილი მასტერ-კლასი აჩვენა ამერიკის ქალთა ნაკრებმა 4X100 მეტრზე კომპლექსურ ესტაფეტაში. აშშ-ს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა: ნატალი კაფლინი, რებეკა სონი, დანა ვოლმერი და მელისა ფრანკლინი. თითქმის მთელი დისტანცია ეს გუნდი მსოფლიო რეკორდის გრაფიკით ცურავდა, მაგრამ ბოლოს 0,17 წამი დააკლდა. მეორე და მესამე ადგილებზე კარგა ხანი რუსები და ჩინელები იყვნენ. მასპინძლებმა შეინარჩუნეს ვერცხლის მედალი, რუსეთმა კი ბოლოს ავსტრალიასთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.

ბატერფლაიში 50 მეტრზე ფავორიტი ტერეზა ალშამარი იყო, მაგრამ შვედს ზედ ფინიშზე გაუსწრო ინგე დეკერმა. ჰოლანდიელმა კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ოქრო. მანამდე ის მხოლოდ ესტაფეტებში იმარჯვებდა.

200 მეტრზე გულაღმა ცურვაში რუსი ანასტასია ზუევას ტრიუმფს ელოდნენ, მაგრამ ის ფინალშიც კი ვერ გავიდა. მის არყოფნაში მელისა ფრანკლინმა გაიმარჯვა. ამერიკელს მაისში მხოლოდ 16 წელი შეუსრულდა, ის კი უკვე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. ამ გაცურვაში მელისა მსოფლიოს რეკორდის გრაფიკით ცურავდა, მაგრამ ცნობილი ზიმბაბველის კირსტი ქოვენთრის რეკორდი შენარჩუნდა. სხვათა შორის, ქოვენთრიმ აქ ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

დრამატულად წარიმართა 800 მეტრზე ქალებს შორის ფინალი. დანიელი ლოტე ფრიისი 770 მეტრის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ბოლო 30 მეტრზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა რებეკა ედლინგტონმა ბრწყინვალე ტემპი განავითარა და სულ მცირედით მოუგო დანიელს.

გუშინ კი მსოფლიოს ჩემპიონატი შვიდი ფინალით დასრულდა. ხუთი ოქროთი დაასრულა პირველობა ამერიკელმა რაიან ლოხტემ. ბოლო დისტანცია, რომელზეც მან გაიმარჯვა, 400 მეტრი კომპლექსური ცურვა იყო. ჩემპიონატის მთავარ გმირს კონკურენტი არ ჰყოლია (რაიანმა უახლოეს მდევარს 4 წამზე მეტი მოუგო) და ინტრიგა მხოლოდ მაიკლ ფელპსის რეკორდის დამხობაში იყო, მაგრამ ლოხტემ ამ პირველობაზე მეორე რეკორდის დამყარება ვერ შეძლო.

მეოთხე ოქრო მოიგო ფელპსმა - ეს მოხდა 4ხ100 მეტრზე კომპლექსურ ესტაფეტაში. სანამ ბატერფლაის ჯერი დადგებოდა, აშშ-ის ნაკრები პოდიუმის მიღმა იყო და სწორედ ფელპსმა ბატერფლაით ასი მეტრის გაცურვის შემდეგ თავისი გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გამარჯვება ამერიკელებს თავისუფალი სტილით მოცურავე ნათან ედრიენმა მოუტანა. დაძაბული ბრძოლა იყო სხვა სინჯის მედლებისთვის. ავსტრალია 100 მეტრზე მსოფლიოს ჩემპიონ ჯეიმს მაგნუსენს უნდა უმადლოდეს ვერცხლის მედალს - ესტაფეტის ბოლო ნაწილში სწორედ მან გაიყვანა ეს გუნდი მეოთხედან მეორე ადგილზე. პირველი 300 მეტრი ლიდერობდა იაპონია, მაგრამ ამ ნაკრებს თავისუფალ სტილში ძლიერი მოცურავე არ ჰყავს, რის გამოც აზიელთა გუნდი მეოთხე აღმოჩნდა. ბრინჯაო გერმანიას ერგო, რომლის რიგებში ესტაფეტას პაულ ბიდერმანი ასრულებდა.

კაცებს შორის 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში ორი ფავორიტი იყო - ლაიამ ტენკოკი და კამილ ლაკური. ფრანგმა ლაკურმა ფინიშზე მხოლოდ 0,07 წამი წააგო მსოფლიოს რეკორდსმენთან და ეს იმის გამო, რომ ტენკოკზე ცუდი სტარტი ჰქონდა.

ჩემპიონატზე მსოფლიოს მეორე რეკორდის ავტორი გახდა ჩინელი იან სუნი. მარათონულ 1500 მეტრზე მის უპირატესობაში პირველივე მეტრებიდან არავის შეპარვია ეჭვი, თუმცა მსოფლიოს რეკორდის გრაფიკს ჩამორჩებოდა. მაგრამ დისტანციის მეორე ნახევარი ჩინელმა ბრწყინვალედ გაცურა და 0,42 წამი ჩამოაკლო წინა რეკორდს.

ქალებს შორის პირველი ფინალი იყო 50 მეტრი ბრასით ცურვაში. პირველობა სამმა ფავორიტმა გაითამაშა - რებეკა სონიმ, ჯესიკა ჰარდიმ და იულია ეფიმოვამ. ჰარდის სხვებზე უკეთესი სტარტი გამოუვიდა და ამის ხარჯზე გაიმარჯვა. დაძაბული იყო ვერცხლის მედლისთვის ბრძოლა და ეფიმოვამ მხოლოდ 0,09 წამით აჯობა სონის.

ამავე დისტანციაზე, ოღონდ თავისუფალი სტილით ცურვაში ბოლო მომენტამდე რთული იყო რომელიმე მოცურავისთვის უპირატესობის მინიჭება. მოულოდნელად ბოლო მეტრზე ყველაზე კარგი ფინიში 34 წლის შვედ ტერეზა ალშამარს გამოუვიდა. აქ ცურავდა ჯესიკა ჰარდიც, მაგრამ ბრასის ფინალის მოგების შემდეგ მან ამჯერად ბოლო ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ინდივიდუალური სტარტი ქალებს შორის 400 მეტრი კომპლექსური ცურვა იყო. ბრასის ეტაპამდე ბრწყინვალედ მიდიოდა ავსტრალიელი სტეფანი რაისი, მაგრამ სწორედ ბრასმა დააღალატა, სადაც მას აშკარად აჯობა ელიზაბეტ ბეისელმა და ამით წყალობით ჩემპიონი გახდა, რაისმა კი მეორე ადგილიც ვერ შეინარჩუნა, რადგან ჰანა მაილიმაც გაუსწრო.

კაცები

50 მ. თავისუფალი. 1. სეზარ სიელო ფილი (ბრა) - 21,52; 2. ლუკა დოტო (იტა) - +0,38; 3. ალან ბერნარი (საფ) - +0,40...

100 მ. ბატერფლაი. 1. მაიკლ ფელპსი (აშშ) - 50,71; 2. კონრად ჩერნიაკი (პოლ) - +0,44; 3. ტაილერ მაკგილი (აშშ) - +0,55...

400 მ. კომპლექსი. 1. რაიან ლოხტე (აშშ) - 4:07,13; 2. ტაილერ კლერი (აშშ) - +4,04; 3. იუა ჰორიჰატი (იაპ) - +4,85...

50 მ. გულაღმა. 1. ლაიამ ტენკოკი (ბრიტ) - 24,50; 2. კამილ ლაკური (საფ) - +0,07; 3. გერჰარჟ ზანდბერგი (ს. აფრ) - +0,16...

1500 მ. თავისუფალი. 1. იან სუნი (ჩინ) - 14:34,14; 2. რაიან კოჰრეინი (კან) - +10,32; 3. გერგო კიში (უნგ) - +11,52...

4ხ100 მ. კომპლექსი. 1. აშშ (ტომანი, გენგლოფი, ფელპსი, ედრიანი) - 3:32,06; 2. ავსტრალია - +0,20; 3. გერმანია - +0,54...

ქალები

50 მ. ბატერფლაი. 1. ინგე დეკერი (ჰოლ) - 25,71; 2. ტერეზა ალშამარი (შვედ) - +0,05; 3. მელანი ენიკი (საფ) - +0,15...

200 მ. გულაღმა. 1. მელისა ფრანკლინი (აშშ) - 2:05,10; 2. ბელინდა ჰოკინგი (ავსტრა) - +0,96; 3. შარონ ვან რუვენდაალი (ჰოლ) - +2,68...

800 მ. თავისუფალი. 1. რებეკა ედლინგტონი (ბრიტ) - 8:57,51; 2. ლოტე ფრიისი (დან) - +0,69; 3. კეიტ ციგლერი (აშშ) - +5,85...

4ხ100 მ. კომპლექსი. 1. აშშ (კაფლინი, სონი, ვოლმერი, ფრანკლინი) - 3:52,36; 2. ჩინეთი - +3,25; 3. ავსტრალია - +4,77...

50 მ. თავისუფალი. 1. ტერეზა ალშამარი (შვედ) - 24,14; 2. პანომი კრომოვიდოიო (ჰოლ) - +0,13; 3. მარლეენ ველდჰუისი (ჰოლ) - +0,35...

50 მ. ბრასი. 1. ჯესიკა ჰარდი (აშშ) - 30,19; 2. იულია ეფიმოვა (რუს) - +0,30; 3. რებეკა სონი (აშშ) - +0,39...

400 მ. კომპლექსი. 1. ელიზაბეტ ბეისელი (აშშ) - 4:31,78; 2. ჰანა მაილი (ბრიტ) - +2,44; 3. სტეფანი რაისი (ავსტრა) - +2,45...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"