"ტვენტემ" ზედიზედ მეორედ მოიგო იოჰან კრუიფის სახელობის ჰოლანდიის სუპერთასი და ეს ორჯერვე "აიაქსთან" ბრძოლაში გააკეთა
ამსტერდამ არენა. 30.07.2011

აიაქსი-ტვენტე 1:2

აიაქსი: ვერმეერი - ბლინდი, ალდერვეირელდი, ბოილესენი (ოოიერი 63), ვან დერ ვილი (ანიტა 76) - ტეო იანსენი, ერიკსენი, სიმ დე იონგი, სულეიმანი - სიგტორსონი (ბურიგტერი 66), ებესილიო

ტვენტე: მიხაილოვი - კორნელისი, დუგლასი, ვისტერჰოფი, ტიენდალი - ბრამა, ვილემ იანსენი, ბეხუისი, ოლა (რუისი 45) - ლუკ დე იონგი, იანკო (ლოიგერსი 53)

გოლები: იანკო 0:1 (21), ალდერვეირელდი 1:1 (54), რუისი 1:2 (68)

მოკლედ მოგახსენებთ, თუ რა ხდებოდა მატჩის დაწყებამდე. ფრანკ დე ბური იძულებული გახდა შეგუებოდა, რომ მატჩში იან ფერტონგენსა და მაარტენ სტეკელენბურგს ვერ დაიხმარებდა. პირველი ტრავმირებულია და გუნდს როდის დაუბრუნდება, ჯერ არავინ იცის, მეორე კი იტალიაში გაემგზავრა, რათა "რომაში" სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. ჟურნალისტები "აიაქსის" შემადგენლობაში სამ დებიუტანტს ელოდნენ - კოლბეინ სიტგორსონი და ტეო იანსენი (ექსტვენტელი სულაც კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა გუნდს) ძირითადში გამოჩნდნენ, აი, ტულანი სერეროს კი არ უთამაშია.

"აიაქსის" ყოფილ და "ტვენტეს" დამრიგებელ კო ადრიაანსეს ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა. გასაგები იყო, რომ მისი მოტივაცია ძალიან მაღალი იქნებოდა. თუმცა საკადრო პრობლემებმა მას ბევრად უფრო მძლავრად შეუტია. ვიცე-ჩემპიონებს ტრავმების გამო ნასერ შადლი, დენი ლანდზაატი და ემირ ბაირამი რომ დააკლდებოდნენ, ყველამ იცოდა, მაგრამ მოულოდნელი იყო ბარტ ბრუისეს არყოფნა, ვინც დუაიტ ტინდალმა შეცვალა. საბედნიეროდ გუნდს დაუბრუნდნენ ბრაიან რუისი და ვილემ იანსენი.

"ტვენტემ" ზედიზედ მეორედ მოიგო იოჰან კრუიფის სახელობის ჰოლანდიის სუპერთასი და ეს ორჯერვე "აიაქსთან" ბრძოლაში გააკეთა. არადა მთელი 90 წუთის განმავლობაში სათამაშო თუ ტერიტორიულ უპირატესობას ამსტერდამელები ფლობდნენ. სტუმრები ხშირად აბსოლუტურად უაზრო სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს, რითაც "აიაქსი" მშვენივრად სარგებლობდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა მეტოქის კართან, თუმცა ფანტასტიკურად თამაშობდა ბულგარელი ნიკოლაი მიხაილოვი. ენსხედელებმა უმძიმეს ზეწოლას გმირულად გაუძლეს და დამსახურებულად მოიგეს სეზონის პირველი ტიტული.

ანგარიში მარკ იანკოს პენალტით გაიხსნა. აი, როგორ მოხდა ეს. ტეო იანსენმა ლუკ დე იონგს მაიკაზე დაქაჩა. თავდამსხმელს წამითაც არ უფიქრია გაშხლართულიყო თუ არა მოედანზე. "აიაქსის" კაპიტანმა ამისთვის ყვითელი ბარათიც კი დაიმსახურა. მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა "ტვენტეს" ფეხბურთელი სიტუაციიდან პრაქტიკულად გამოთიშული იყო, რადგან მას მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი მარჯვენა მცველის ტიმ კორნელისისგან ბურთის მიღება ძალიან გაუჭირდებოდა. ავსტრიელმა ბომბარდირმა 11-მეტრიანი წარშეუხრელად გაიტანა. "აიაქსისგან" საპასუხო ბურთი ალდერვეირელდმა გაიტანა. მან მოედანზე ახლადშემოსული გერმანელი თილო ლოიგერსი იოლად ჩამოიშორა, ისარგებლა, რომ ხელს არავინ უშლიდა და ყუმბარისებურად გაისროლა. ასეთი დარტყმის აღება მეკარისთვის წარმოუდგენელი არა, მაგრამ ძალიან ძნელი კი იქნებოდა. ათიოდე წუთში ბრიაინ რუისმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - "ტვენტემ" უიშვიათესი კონტრშეტევა წამოიწყო, რუისი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, მიუახლოვდა საჯარიმოს და ტექნიკური დარტყმით ბურთი მეკარისგან მაღალ მარჯვენა კუთხეში გაახვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...