ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის არის ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, სწორედ მან შეძლო და მიიყვანა ჩვენი გუნდი უდიდეს ისტორიულ ეტაპებამდე, როგორიც იყო უელსთან და იტალიასთან გამარჯვება და რაგბის ევროპის ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა.

მან გამორჩეული წინამძღვრობა გაუწია მორაგბეთა დღევანდელ თაობას, გვერდში მყარად მედგა ქართული რაგბის წინსვლისთვის მუშაობაში, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლევანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლამდე.

მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე”.

ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.

მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.

*ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე.

შავი ლომმა ზედიზედ ორჯერ მოიგო “სუპერ თასი”.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

mesxi
ფიჯისთან თამაში მსაჯმა ამოგვიღო ჯიბიდან ამას რატომ არ იძახი თუ ობიექტური ხარ? თამაშის ხარისხი რო ცა და დედამიწა იკო ვიდრე ცინა შეხვედრები? და საერტოდ რა გუნდით ვეთამაშეთ ანუ პატარა მაგარი ბიჭებით მთელი მსოფლიო აღნიშნავს ჩვენს გარდა აი ესაა პრობლემა ჩვენ ლიჟბი ჩვენიანს ვაგინოთ და ვიპროფესოროთ და დალშე არ გვაინტერესებს ეს არის ქართული ანალიტიკა და პატრიოტიზმი. მე ვთვლი რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო გადადგომა აშკარა პროგრესი ქონდა ახალგაზრდა გუნდს თავის მწვრთნელებთან ერთად მაგრამ ჩვენ ხო ეგრევე მსოფლიოს მოგება გვინდა!!!!!!
გიორგი-50
ლევანი, მიუხედავად თავის ასაკისა საკმაოდ გამოცდილი და ჭკვიანი მწვრთნელია... მე ვფიქრობ, ემოციურად ,,გადაიწვა''... კორონას მძიმედ გადატანის შემდეგ, ფაქტიურად სიკვდილს ჩახედა თვალებში და ეგრევე ჩაება ამ დიდ ომში და სერიოზული ფიზიკური, ფსიქოლოგიურ-ემოციური და სხვა დატვირთვები აიღო საკუთარ თავზე. იქნებ ასეც სჯობდეს, ჯერ დაისვენოს, შემდეგ საზღვარგარეთ კვალიფიკაცია აიმაღლოს(სიბერემდე სწავლაო), განვლილს ანალიზი გაუკეთოს და დარწმუნებული ვარ, ის უფრო ძლიერი დაბრუნდება და ნაკრებს უფრო მაღალ მწვერვალევისაკენ გაუძღვება... ლევან, გული არ გაიტეხო... როგორც ბრძენმა ბრძანა: ..ვნახოოოთ''...
Barkaia
ძლიან მარტივად გეტყვი რა შეძლო სინამდვილეში მაისაშვილის შტაბმა: შეძლო, რომ პორტუგალისთან თითქმის წააგო თამაში (გადარჩა) და საბოლოოდ მიიღო პორტუგალიაზე უფრო ცუდი მონაცემები (ყველა თვალსაზრისით). ერთია მოთამაშეების თავდადება (თუნდაც ფიჯისთა), დე მეორეა მწვრთელის კვალიფიკაცია, რომელმაც აუტიც კი ვერ მოაწესრიგა. იმ ფიჯისთან ჩვენი აუტების უმეტესობა მოიგო "ფიჯმა". ლელოგ გაუშვეს, როდესაც ჩVენები მეტნი იყვნენ, შერკინებები წააგო, პასი ვერ გააკეტეს და აის ეს შეძლო ამ შტაბმა.
mesxi
ლევან მაისაშვილმა და შტაბმა რა შეძლო? ხომ ვერ დაწერ წინა მსოფლიოზე რამდენი 10-ი ქულიტ გადფაგვირბინა ფიჯიმ? თამაშის ხარისხი მთელმა მსოფლიოს სპორტულმა პრესამ შეაფასა და წაიკიტხეთ რა წერია. მწვრთნელების 80პროცენტი ასრულებს კარიერას პრინციპალიტიზე მოგების გარეშ უელსთთან ! (ედი ჯონსსაჩ კი არ აქვს მოგებული) ეს ისე..... კაცმა 2 ტიერ 1 გუნდი დაამარცხა უმაგრესი გუნდი ჩამოაყალიბა.. მაგარი ბიჭები რომ თამაშობენ ნაკრებში ვისი გაზრდილები არიან? ასე რომ მაგ კაცს უზარმაზარი წარმატება და საქმეაქ გაკეთებული რომელსაც კიდევ გააკეთებს. მადლობა მთელ სამწვრთვნელო შტაბს გამოვიდა რომ თამაშს როცა ვაგებთ მწვრთნელები აგებენ და თუ ვიგებთ ბიჭები. უსამართლო და დამაზიანებელია ეს მიდგომა ქართული რაგბისათვის
Metreveli
ერთი ნამიბიასაც უგებდით მსოფლიოზე და პორტუგალისაც შესარჩევში. ახლა პორტუგალიასთან ფრეს ძლივს მივაღწიეთ და ჯგუფში ბოლო ადგილი დავიკავეთ სამი ქულით - მოკლედ ერთი თამაიც ვერ მოვიგეთ. ეგ ნაბიაც მიუღწეველი გაგვიხდა. ჩვენი უარყფითი ბალანსი არის (-49), როდესაც პორტუგალიასაც ჩვენზე უკეთესი ბალანსი აქვს (-39) და უკეთესი ქულები - ექვსი. აი ეს არის სინამდვილე და ეს შეძლო ლევან მაისაშვილმა.
mesxi
კომენტარებს ვკითხულობ და ვრწმუნდები რომ ბოღმა უმადურობა და გაუნათლებლობა კვლავ მოდაშია. წადით რა საქმეს მიხედეთ რაც გიყვართ ,თქვენ არც რაგბი და არც ადამიანი გიყვართ,გათითოკაცებული გასაცოდავებული რევანშის წყურვილით შებყრობილიკ საწყალი ადამიანების სექტა ხართ!!! მაისაშვილის მადლობა !!! რაც ამ კაცმა შეძლო ვის გაუკეტებია ერთი ნამიბიას უგებდით მსოფლიოზე ფიჯისთან 40 ქულით ვაგებდით აი სიმართლე!!!! ჩართეთ მთავარი და უსმინეთ თქვენი ტვ ეგარის.
mesxi
ლევან მაისაშვილი არის საამოყო ქართველი ძალიან მაგარი და მაღალი დონის მწვრტნელი ამას ციფრები და სტატისტიკა იძახის მადლობა ლევან მეგობარო შენი თავდადებისათვის,ყველამ ჩაიხედოს თავის თავში მათ შორტის მოთამაშეებმმა და მარტო მოგების წილში ნუ არიან სირცხვილია ახალგაზრდა ბიჭები ხართ პასუხისმგებლობის ღება სპორტზე დიდია!!!!!!!!!!!! მადლობა მაისაშვიულს,მაისურაძეს,რამიშვილს და ყველას მთელ შტაბს!!!!!
ლუკა
ნეტა რომელი მწვრთნელი იქნება? ძალიან მაინტერესებს და როდის შეარჩევენ
123
რისი მადლობა რაგბს აღარ უნდა გააკარო ისეთი შანსი გაანიავა.
Rezo
ლევან
Რეზო
მადლობა, პატივისცემა და წარმატება.
გიორგი
ლევანი მაისაშვილს მადლობა მინდა უთხრა გაწეული შრომისათვის. მიმაჩნია რომ ის სწორად მოიქცა, რადგან უკვე დრო იყო ცვლილების. ვფიქრობ კარგი იქნებოდა თუ ის ნაკრებში რომელიმე მწვრთნელის რანგში დარჩება.
Რაგბის ფანი
ვინმე უკეთესი ვიპოვეთ? თუ "გადადექი! გადადექი!" ძახილს ვერ გავცდით დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან?
Rezo
ისე, ტყემალაძე წავიდესო და რომ წავიდეს, ვინ მოდის? არ ვარ მისი არც მოწინააღმდეგე, არც აპოლოგეტი. უბრსლოდ გულწრფელად ვკითხულობ. ტყემალაძეა ბიძინას საფულე და ბიძინა ინახავს თავიდდნ ბოლომდე ქართულ რაგბის.
Rezo
თუ არის ეგეთი შემთხვევები, იქნებ დაწეროთ რა! საინტერესოა!
Rezo
გმადლობთ, ლევან! წარმატებები შავ ლომში. ჩემი აზრით, საკლუბო სპეციფიკა სწორედ თქვენია. თან აუცილებელია ერთიანი სისტემის შენარჩუნება" ასაკობრივები-ფრენჩაიზი-ეროვნული. ოღონდ ეგაა, ნაკრების ახალ მწვრთნელად ვარსკვლავს თუ არ ჩამოვიყვანთ, ლევანის გაშვება დანაშაული იქნება
გიორგი
მართლაც რომ სირცხვილია ეს უმადურობა.. მიუხედავად შედეგისა, მგონი საუკეთესო ნაკრები გვყავდა ისტორიაში. კაცი წავიდა და მაინც ლანძღავენ..
საბურთალო
უმაგრესი ადამიანია ეს ვაჟკაცი კაცი
სიმართლე
ყოველთვის კაცი იყო და ესეთად დარჩა........... მადლობა ყველაფრისთვის კარგო კაცო.............
აბო
ვერ ისვენებენ ეს აბუსერიძეები. ლევანზე უკეთესი შედეგი რომელ უცხოელ მწვრთნელს ჰქონდა? მარტო უელსთან და იტალიასთან რომ სიამოვნება მივიღეთ ის რად ღირს? ნუ ვიქნებით უმადურები.
მიყვეს ტყემალაძეც
ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ამ მართლა ერთ დროს საამაყო ნაკრებს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობაც მიჰყვეს მაისაშვილს უკან?
კახა
უსინდისო და არაობიექტური შეფასება.
გიორგი
ღმერთმა ჰქნას მაისაშვილის წყალი გადასხმოდეს ვილი სანიოლს. ეშველებოდა ფეხბურთის ნაკრებსაც.
გიორგი
პირველ რიგში ვულოცავ ქართულ რაგბს ჩალეტილი წრიდან გამოსვლის დაწყებას. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ტიერ-1 დონის მწვრთნელის ჩამოყვანა. ამასთან, გაცილებით უკეთ უნდა მოექცეს ნაკრების ხელმძღვანელობა ჩვენს საუკეთესო მორაგბეებს საფრანგეთში. ეს ბიჭები მხოლოდ მაშინ უნდა ჩამოიყვანო, როდესაც მათ ეს შეუძლიათ. ნუ აიძულებთ აირჩიონ ან ფრანგული კლუბი ან საქართველოს ნაკრები.
ABCABC
ღირსეული საქციელია ლევანის მხრიდან, მიუხედავად იმისა რომ მას არავინ გაუშვებდა, თვითონ მიიღო გულშემატკივრისთვის მოსაწონი გადაწყვეტილება, რაც უნდა ვაღიაროთ რომ ღირსეული საქციელია. ახლა ტოპ მწვრთნელი გვინდა თორემ ტოპ 10 ის თამაშებს რო უყურებს კაცი შორს ვართ მათგან და აუცილებელია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი.
პაატა
ტყემალაძემ დღეს იმედი ტვ-ზე მაგარი “ბოლი” დააყანე…:) მერე რა რომ მსოფლიო ჩავაგდეთ, სამაგიეროდ ძალიან მაღალ დონეზე ვართო:))) ფედერაციის საქმიანობის შეფასებაზე ჟურნალისტებისგან არცერთი მწვავე პირდაპირი შეკითხვა, მსოფლიოზე ასეთი მწარე ჩავარდნა ვითომც არაფერი…საქართველოში ჩინელი კონტრაქტორებივით არიან, ფული მიაქვთ და საქმეს აფუჭებენ:( მაინც ვიტოცებ იმედს, რომ რაგბში მყოფ ხალხს ეყოფა ღირსება და მართლა მცოდნე პროფესიონალებს ჩაბარდე ყველა ჩვენთანაგანისთვის საყვარელი ქართული რაგბი!
ჩელენჯერი
სამარცხვინო შედეგის და რაგბის უკან დახევისთვის მადლობა ლევან! და რათქმა უნდა მადლობა ტყემალაძეს! ძმაკაცობა რომ იცის და მიუხედავათ დაბალი დონისა რაც შეეძლო გააქაჩინა მაისაშვილს! მაქსიმალურად შეუნარჩუნა თანამდებობა და მაყუთის საჭრელი პონტი!
ზაალი
მადლობა ლევანს!! საქართველოს ნაკრებს ვუსურვებ ახალ ეტაპზე წარმატებით გადასვლას.. მაისაშვილი საქართველოში რომ ყველაზე კარგი მწვრთნელია, მგონი ვინც რაგბი იცის არ უნდა იდავოს.. ჰქონდა წარმატება და დარჩა, ვერ დადო შედეგი და წავიდა.. რას ერჩით ზოგიერთები ასე ჩაციკვლით ვერ გამიგია.. კაცმა უამრავჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, მერე ნაკრებში კარგი შედეგიც დადო მსოფლიომდე, ნაკრები ახალ ეტაპზე გადაიყვანა და ბოლო-ბოლო პირველად ვნახეთ ხაზის მოთამაშეების თამაში.. წარმატებები ლევანს მომავალს საქმიანობაში.. იმედია, ახალი მწვრთნელი უფრო განავითარებს და უკეთეს შედეგებს მოუტანს ქვეყანას!!!
123
ისეთი შანსი გავანიავეთ, ესეთ სუსტ ჯგუფში კიდევ როდის მოვხვდებით. ესეთი სირცხვილის შემდეგ პრეზიდენტიც უნდა გაყვეს.
მათე
მოიფიქრეს რიგირც იქნა!! რა იყო რო დაბერდს ეს კაცი ნაკრების მწვრთნელად. ერთ ადგილს ტკეონის უკვე ჩვენი ნაკრები.ამდენი წელი გავიდა და ისევბიგივე შეცდომენს უშვებს გუნდი… პასის და დაჭერის კულტურა ვერ დახვეწეს…როდემდე უნდა ვიყოთ ასე ერტადგილას?!პროგრესი დიდი ხანია შეჩერდა. ახალ ეტაპზეა უკვე და ძაან გვჭირდება უცხოელი ძლიერი და ცნობილი სპეციალისტი.
გივის მეზობელი
როგორც იქნა გაუშვა გივიმ?
ბრეჟნევი
ორმხრივი მადლობებისს შემდეგ მქუხარე ტაში და აპლოდისმენტები იყო? თუ არ იყო, მაშინ გაიმეორეთ იგივე სცენარი. ტყემალაძეზე დაგჭირდებათ.
Maximus
რა კარგია ერთ კაცზე ყველაფრის გადაბრალება, თანაც ეს კაცი ხმას არ ამოიღებს. თითქოს რაგბის კავშირის შეფები არაფერ შუაში არ არიან ამ სამარცხვინო შედეგებზე.წარმოიდგინეთ რამდენ ხანს ფიქრობდენ ეს გენიოსები რომ როგორმე აეცილებინად ეს ჩავარდნა მათ რომ არ დაბრალებოდათ და მაინც ყველაზე პრიმიტიული გაცვეთილი იდეის მეტი ვერაფერი ვერ მიფიქრენ და ამათ აბარია ქართული რაგბის აწმყო და საუბედუროდ მომავალი. რაგბი დაუბრუნეთ რაგბისტებს და თქენ გადაბრძანდით თქვენთვის ასე პოპულარულ თუ გინდათ პარლამენტში სადაც თქენისთანა გენიოსებით გავსებულია...
გელაშვილი
ერთადერთი სპორტია რაგბის სადაც ვერც მწვრთნელს და ვერც მოთამაშეებს ვერ გაკიცხვა რადგან მთელ გულს და სულს დებენ რომ აგებენ მაშინაც მიხარია ისეთი ჟინით თამაშობენ. მადლობა ლევან საქართველოს რაგბის შენებისთვის შენი წილი აგურის დადებისთვის.წარმატებები მომავალშიი
რატი
სანიოლი გესმის ????
ენძო
გუშინ ირლანდიის და ახალი ზელანდიის შემყურეს ეჭვი შემეპარა იმაში,რომ"რაგბი ჩვენი თამაშია." მიუხედავად იმისა,რომ საბჭოთა კავშირის დროიდან"სახლმშენი"-ს,და ახლა"აია"-ს დიდი გულშემატკივარი ვარ და საქართველოში ჩატარებული ჩვენი ნაკრების ყველა მატჩი,ზიმბამბით დაწყებული ცოცხლათ მაქვს ნანახი და ნაგულშემატკივარი,უნდა ვაღიარო რომ ისენი სხვა პლანეტაზე არიან(დღეის მდგომარეობით მაინც).
ბათუმელი ექსპერტი
ბევრს ნუ ბოდიალობთ და ნუ ფილოსოფოსობთ. არ უნდა ეს ფარისევლობა და მადლობები! დროზე შეარჩიეთ გამოცდილი, პროფესიონალი, უცხოელი წარმატებული მწვრთნელი!
ჯადო
ოე, იოსებ, გიმღეროთ თუ თვითონ წახვალ?
წავიდააა? როგორ? რანაირად? რატომ? რისთვის? არ მჯერა. არააა.
და ტყემალაძე რაღას უყურებს, არ უნდა გაყვეს თან?
ეეე
ასე ითქვა წინა მსოფლიოს მერე დროებითაა მაისაშვილი ახალი მწვრთნელის მოძებნამდეო და ქე შეგვრჩა მთელი 4 წელი, ახლაც იგივე ხომ არ მოხდება?დდდ
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ლევან მადლობა ყველაფრისთვის რაც ქართული რაგბისთვის გააკეთე! გისურვებ ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს! ეხლა კი დიდი ცვლილებების დროა, ნაკრებში ტოპ დონის მწვრთნელთა სტაფი უნდა მოვიდეს, უნდა მიეხედოს საქართველოს ყველა (ლიგას) ჩემპიონატს. ყველა ასაკობრივ ჯგუფებს და ეს სპორტის სახეობა, ყველგან უნდა გახდეს ზეიმის საბაბი და არა მოსტუმრების(რომელსაც ეხლა შვრებიან) განსაკუთრებით ბავშვთა ჩემპიონატებში!
beqa
როგორც იქნა წავიდაა
თემო
პორტუგალიის მერევე უნდა განეცხადა! კარგია, რომ თავად წავიდა. ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვუსურვებ! ზედ უნდა მიყვეს კავშირიდან კობახიძე, კევლიშვილი, ტყემალაძე და ხურციძე (წყალი რომ აამღვრევინეს და ახლა რადარებზეც რომ არ ჩანს). წინსვლა ქართულ რაგბს!
ვვვ
პორტუგალია რომ გაგვეფინა, რისი მომცემი იქნებოდა? ისწავლეთ დაფასება. მით უმეტეს, წავიდა კაცი
გენო
მადლობა, წარმატებები შემდეგი კარიერის ეტაპებში.
zura
ტყემალაძეც მიაყოლეთ სასწრაფოდ!
რონი
აქამდეც უნდა წასულიყავი დააგვიანე. ამბიციებს არუნდა გადააყოლო ნაკრები რო ხედავ არ ხარ იმ დონის უნდა გაეცალო
ვისტი
ბესო, ვერ დაგეთანხმები რომ რაგბიში ტიერ 1-თან ამხანაგური შეხვედრა არაფრის მომცემია, მარტო ეს შეხვედრო რომ შედგეს ძალიან ბევრია გასაკეთებელი. აბა ცადე და ეთამაშე ამხანაგური თამაში ფეხბურთში იტალიას ან ინგლისს, არც შემოგხედავენ.
ვისტი
წარმატებები ლევანს! მიხარია, რომ ადამიანმა ვისაც პატივს ვცემდი და რეალურად აიღო პასუხიმგებლობა შედეგზე! ლამაზი და დროული წასვლა ყველა წესიერ, პატიოსან და პროფესიონალ ადამიანს უხდება! ამით არაფერი დასრულებულა, დარწმუნებული ვარ ლევანი კიდევ იტყვის თავის სიტყვას ქართულ რაგბში! და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა რაგბის კავშირისთვის რომ მოვიდეს მწვრთნელი, რომელიც მსოფლიო რაგბიში ტოპ 30-ში შედის. დარმწუნებული ვარ მოიძებნება ამის ფინანსური რესურსი, მთავარია დავითანხმოთ სწორი ადამიანი შემდეგ 5 წლიან პროექტზე და არ ვიჩქაროთ.
ბესო
კიდევ კარგი!! მაგრამ გამეცინა როცა წავიკითზე ტყემალაძის სიტყვები "ყველაზე წარმატებული მწვრთნელი იყოო" - ანუ მსოფლიო ჩემპიონატზე კატასტროფული გამოსვლა და ბოლო ადგილი ეს წარმატებაა??!! რა სისულელეა! კი ბატონო, მადლობა უელსის და იტალიის დამარცხებისთვის, მაგრამ ეგ არაფრისმომცემი ამახანაგური შეხვედრა იყო!
₾ადო
ვეღირსეთ!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
"ასეთ სიტუაციაში ვერავის ვერ დავადანაშაულებ" - მუსიალას ვიდეომიმართვა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს