მადრიდის "რეალმა" შაბათს "ლესტერ სიტი" ამხანაგურ შეხვედრაში 1:2 დაამარცხა.მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კარიმ ბენზემა იყო
რეალი (სასტარტო შემადგენლობა): ადანი – რამოსი, ვარანი, ალბიოლი, მარსელო – კოენტრაუ, გრანერო, სამი ხედირა, კაკა - ხოსე კალეხონი, ბენზემა

გოლები: კალეხონი 0:1 (45), ბენზემა 0:2 (61), დაიერი 1:2 (90)

მადრიდის "რეალმა" შაბათს "ლესტერ სიტი" ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კარიმ ბენზემა იყო. მან თავისი გუნდის ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. პირველ შემთხვევაში ყველაფერი მოულოდელად მოხდა, ინგლისელებმა ბურთი დაკარგეს, ბენზემა მეკარესთან ერთი ერთზე დარჩა და საჯარიმოს კიდესთან გამოსული კიპერი მოატყუა კიდეც. დაინახა რა, რომ ორი ფეხბურთელი დაზღვევაზე იყო წამოსული, მარჯვენა მხარეს ბურთი სრულიად თავისუფალ ხოსე კალეხონს გადააწოდა და მანაც ბურთი დაუცველ კარში შეაგორა. მეორე შემთხვევაში კი "ლესტერის" ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა ბურთს ვერაფერი გაუგო და ასე შემთხვევით აღმოჩნდა ის მარსელოს ფეხებთან. ბრაზილიელმა ცოტა უხერხული პოზიციიდან შტანგას გაარტყა. ბურთი მახვილ კუთხეში მდგარ ბენზემას მიუვიდა, ვინც ძალიან ძლიერად დასცხო და გაიტანა. ლოიდ დაიერმა კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროშიღა შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა - აუტიდან მოწოდებული ბურთი მარტოდ დარჩენილს მიუვიდა და ოთხი მეტრიდან შეცვლაზე შესულ კასილიასს დაურტყა. მეკარემ რეაგირებაც ვერ მოასწრო.

"რეალის" ბანაკში ბუნებრივია სხვა საინტერესო ამბებიც ხდება. მაგალითად, "ასის" ინფორმაციით, ამ დღეებში ნეიმარს თავად ფლორენტინო პერესი და ჟოზე მოურინიო შეეხმიანენ, რათა ახალგაზრდა თავდამსხმელი ტრანსფერზე დაითანხმონ. როგორც ჩანს, "განსაკუთრებული" მისი სამსახურით ძალიან დაინტერსებულია, რადგან, როგორც წესი, თავად სატრანსფერო საქმეებში მონაწილეობისგან თავს იკავებს ხოლმე.

ამ დღეებში "სანტიაგო ბერნაბეუს" ემანუელ ადებაიორი ესტუმრა. ვიზიტს მოჰყვა ჭორები, რომ ტოგოელი ისევ შეიძლებოდა დაბრუნებოდა "რეალს" და ისევ იჯარით. მოურინიომ მსგავსი პერსპექტივა არ გამორიცხა. თუმცა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული ვიზიტი იყო: "ის ერთ-ერთი ჩვენგანი იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში. მართალია წავიდა, მაგრამ გულის ნაწილი აქ დატოვა. ემანუელი ძალიან უყვართ მის მეგობრებს. მან დაგვირეკა და გვთხოვა, რომ ერთი დღით სტუმრობა სურდა. პასუხზე ბუნებივია წამითაც არ გვიყოყმანია. დაბრუნდება თუ არა ის ჩვენთან? რა გითხრათ? ამაზე საბოლოო პასუხი მხოლოდ 31 აგვისტოს მექნება".

"მარკა" წერს, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და ძირითად გუნდთან ერთად განაგრძო მზადება თურქმა ნური შაჰინმა, ვინც მუხლის მყესები ამერიკული ტურნეს დროს დაიჭიმა. 22 წლის ნახევარმცველის დებიუტს "რეალში" მოუთმენლად ელიან.

"რეალის" ფრანგი ლეგიონერი კარიმ ბენზემა არაჩვეულებრივ ფორმაშია, რაც მან "ლესტერთანაც" დაამტკიცა, როცა მინდორზე "დაფრინავდა". ჟურნალისტებმა შენიშნეს რომ კარიმი საოცრად შეთხელებულია. როგორც აღმოჩნდა, მან კლუბის სპორტული დირექტორის, მასავით მარსელში დაბადებული და გაზრდილი ზინედინ ზიდანის რჩევა გაითვალისწინა და იტალიაში ქალაქ მერანოს სპორტულ კლინიკას ესტუმრა, სადაც მას სპეციალური დიეტა შეურჩიეს. შედეგად ფრანგმა 89-დან 82 კილოზე ჩამოსვლა მოახერხა. "უკვე 12 წელია ამ კლინიკის მუდმივი კლიენტი ვარ. სამკურნალოდ მხოლოდ იქ დავდივარ. დიეტა, მასაჟი, ნორმირებული ფიზიკური დატვირთვები საშუალებას მაძლევს ორგანიზმიდან მაქსიმალურად განვდევნო ტოქსინები. კარიმსაც ეს კლინიკა სწორედ ამიტომ ვურჩიე" – განუცხადა ზიდანმა ჟურნალისტებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა