ზესტაფონის "მარგვეთი" ტემპს არ აგდებს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი დუდუ დადიანის ფინალში გასვლისა და "ქუთაისთან" ბოლო წუთებზე წაგების შემდეგ სუპერლიგაში რიხიანად ჩაერთო. პირველი ტურის მატჩში ზესტაფონელებმა გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი "კავკასია" უშანსოდ დაამარცხეს. "მარგვეთმა" დალაგებული, პრაგმატული კალათბურთი ითამაშა, რაშიც "კავკასია" ვერ აჰყვა, თავიდანვე ჩამორჩა და თამაში ისე დასრულდა, მეტოქეს ვეღარ მიუახლოვდა.

"მარგვეთმა" 21 ქულის სხვაობით – 94:73 (სტატისტიკა) იმარჯვა. პირველი პერიოდის შემდეგ ზესტაფონელები 26:10 იგებდნენ, ხოლო დიდი შესვენებისთვის სხვაობა 19 ქულამდე გაზარდეს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის წარმატების მიზეზი ძალიან მარტივი იყო. ზესტაფონელთა უკანახაზელები სწრაფად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და შეტევის დასამთავრებლად რამდენიმე საიმედო იარაღი ჰქონდათ – შეტევის სწრაფი გარღვევით დაგვირგვინება, ტანმაღალი მეფარეებისთვის ბურთის სამწამიანში მიწოდება ან პერიმეტრიდან სროლა. სამივე ამ კომპონენტში "მარგვეთი" მეტოქეს სჯობნიდა. კოჭებშიც და თამაშზეც ეტყობა, რომ ტაიშონ კროუფორდი სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია. უზარმაზარი ტანის ახალგაზრდა მეტად მოქნილი და საკალათბურთო ნიჭიერებით დაჯილდოებულია. შესაბამისად, ბურთებსაც უხვად ხსნის, კალათშიც ათავსებს და დაცვაშიც დიდად საიმედოა.

ამას დავუმატოთ ტანმორჩილი, თუმცა უსწრაფესი და რაც მთავარია, სნაიპერული თვისებებით დაჯილდოებული მაიკლ მეისი, რომელიც დუდუ დადიანის მემორიალზე 25.8 ქულას, 5.5 მოხსნას და 3.5 პასს ისე ითვლიდა, რომ მატჩში საშუალოდ 3.8 სამიანს აგდებდა. დღევანდელ მატჩში მეისმა "კავკასიას" 3 სამიანი ჩაუგდო, თუმცა ესეც საკმარისი იყო. თითქმის შეუჩერებელი იყო ლუკა ზაქრაძე, რომელიც კარიერის ზენიტშია და რაც "მარგვეთს" შეუერთდა, მხოლოდ დადებითი კუთხით თუ შევაფასებთ.

მთლიანობაში, "მარგვეთის" უპირატესობა აშკარა იყო და ზესტაფონელებმაც დამაჯერებლად, დამსახურებულად გაიმარჯვეს. "მარგვეთი" საშინაო მატჩებს ზესტაფონში ჯერ ვერ ატარებს. დარბაზის ტექნიკური მხარე ახალ წლამდე უნდა მოწესრიგდეს და სავარაუდოდ, მეორე წრიდან "მარგვეთი" თამაშებს ზესტაფონში უმასპინძლებს.

დღევანდელი მატჩის ლიდერებიდან ზაქრაძის მონაგარია გამოსარჩევი – 31 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა. ტაიშონ კროუფორდმა 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა მაიკლ მეისის ანგარიშზეა, ხოლო ირაკლი სულხანიშვილმა შეხვედრა 11 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. "კავკასიაში" 21 ქულით საუკეთესო იყო ლუკა მაზიაშვილი. 16 ქულა ილია ლონდარიძემ, ხოლო 15 – ლენელ ჰენრიმ მიითვალა.

სუპერლიგის პირველი ტურის დღეს გასამართი მატჩი თსუ-სა და გორის "ივერიონს" შორის გადაიდო და სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ჩატარდება. მიზეზი თსუ-ს ევროთასებზე მონაწილეობაა, რომელიც ხვალ გერმანიაში, ფიბა-ევროპის თასის მატჩის სათამაშოდ მიემგზავრება. პირველი ტურის დარჩენილი 1 მატჩი ხვალ, 16 ოქტომბერს, გურჯაანში გაიმართება, სადაც "დელტა" "ბათუმს" უმასპინძლებს.

GBF.GE

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა