ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

სვანაძის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ. აქტიურად მოქმედებდა კვერნაძე, რომელსაც ორჯერ გატანა მეკარე დოვინმა არ დაანება. სტუმრები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი სვენდბერგმა ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, უპირატესად - მარცხენა ფრთიდან, თუმცა მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მხოლოდ ერთი ეპიზოდია აღსანიშნავი, როდესაც სიგუას დარტყმული ბურთი დოვინმა მოიგერია. მეტოქე დაცვაში შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები იერიშების დაგვირგვინებას ვერ ახერხებდნენ. ბოლოს ინიციატივას შვედები დაეუფლნენ, თუმცა მათაც ვერ იხეირეს და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილზეა (ამდენივე ქულა აქვს მეორე პოზიციაზე მყოფ შვედეთს) და შემდეგ მატჩს 16 ნოემბერს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - შვედეთი 0:0

საქართველო: ხარატიშვილი, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე, მამაცაშვილი, ლომინაძე, ოდიშარია (გ. მამაგეიშვილი 65), ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, კვერნაძე (აბუაშვილი 85), სიგუა

მომკალით და მაინც ვერ გავიგე რა დმსახურებისთვის აიყვანეს კვერნაძე იმ იტალიურ კლუბში
მაინც ვერ გავიგე რა დაინახეს ასეთი კვერნაძეში, რომ იტალიურ კლუბში აიყვანეს და განაცხადშიც ხვდება,მე პატარა მეგონა და უკვე 3-4 თვეში 21 წლის ხდება,არადა საერთოდ არ იძებნება გოლი როდის გაიტანა ბოლოს,აგერ ახალგაზრდულშიც ბოლო 4 თამაში, მ/შ გიბრარტართან და მოლდოვასთან სასტარტოდან ითამაშა და გოლი არ გაუტანია, მაგის ასაკში მართლა ფორვარდებს გოლი გოლზე გააქვთ, ამას კიდევ ავანსად ათამაშებენ ნაკრებში-ეტყობა ვიღაც მაგრადაა დაინტერესებული, ნაკრების მოთამაშის სტატუსი რომ ქონდეს, არ გამიკვირდება ეროვნულშიც რომ ათამაშონ. შენ კაი კაცოო.. ათამაშე 3 თამაში მიჯნით -შედეგიანობა ნული..მეოთხე თამაშზე ეხლა სხვას მიეცი შანსი...რაა ცოტაა საქართველოში 18-19-20 წლის თავდამსხმელებიი...
Givi
კარგად ითამაშეს ბიჭებმა გოლი დააკლდათ მარტო, ისე რამდენი წელია ნორმალური გამტანი ფორვარდი არ გამოჩნდა, კიდევ კარგი მიქაუტაძე ჩამიოყვანეს და გორდეზიანიც პაოკიდან გაამართლებს იმედია, გაგნიძე კარგი იყო ხვადაგიანიც დაცვაში მაგრად იდგა, სხვებმაც ნორმალურად ითამაშეს, სიგუა ძლიერი დადგება თუ სისწრაფეს მოუმატებს ცოტა, კვერნაძეს ბევრი უაზრო დაკარგვა აქვს და ცივსისხლიანობა აკლია, იმედია იტალიაში გამოზრდიან.
გუსანი
ჩვენს ფეხბურთში ერთეული გამონათებები ყოველთვის იყო, მეტს ქართული ფეხბურთი ვერ მიაღწევს, თუ ძირფესვიანად არ შეიცვალა მიდგომები..... თავით თამაში სულ პრობლემა იყო და რჩება, შორიდან დარტყმებიც, მხოლოდ ეპიზოდურად ვიყენებთ, კვიპროსთან გამიხარდა 2 გოლი საჯარიმოს გარედან გავიტანეთ, როდის იყო ბოლოს არც მახსოვს... ამ ნაკრებს რაც შეეხება კი იგრძნობა პოტენციალი და სწორედ თამაშის მცდელობა, მაგრამ არ ვიცი, ეს შვედების შედარებითი სისუსტის გამო ? ნიდერლანდებთან სრული უნაროობა ჩანდა, რამდენიმე პასის გადაბმას ვერ ვახერხებდით....
ჯუჯი
საუკეთესოდ ითამაშა მხოლოდ ლუკა გაგნიძემ.
Master
ყველაფრის მიუხედავად ფაქტი ჯიუტია,4 თამაშში სულ სამი გოლი გვაქვს გატანილი და აქედან ორი გიბრალტართან სახლში,ოთხ დღეში ორ საშინაო თამაშში გოლი ვერ გავიტანეთ.აი სადაა მთავრი პრობლემა...ფეხბურთი გოლის გარეშე ფეხბურთი არაა,ამ გუნდის შემხედვარე კი ნათლად ჩანს რომ ქართველებს გოლების გატანა დაგვავიწყდა.არველაძის შემდეგ ფაქტიურად ნორმალური გამტანი ფორვარდი არ გვყოლია.ანუ დამოუკიდებელ საქართველოში გოლის გამტანი ფორვარდი ვერ გავზარდეთ. P.s.მიქაუტაძე ფრანგული სკოლის აღზრდილია.
რობი
ვა რა კარგად ითამაშეს ბიჭებმა!თითქმის 90 წუთი პრესინგის ქვეშ ყავდათ მეტოქე,დაცვაშიც კარგები იყვნენ ცენრტშიც და შეტავაშიც!
მეზღვაური
ნამდვილად არ არის დაუძლეველი ჯგუფი,შეიძლება მეორეზე გასვლა,მთავარია მაკედონიასთან და მოლდოვასთან ქულები არ დავკარგოთ.
კრიტიკოსი
დაცვა და ნახევარდაცვა საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება ამ შესარჩევ ეტაპზე, განსაკუთრებით ლომინაძე-გაგნიძე-სიგუას ნახევარდაცვის ხაზი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. თავდასხმის ხაზში, კი აშკარად იგრძნობა კლასის ნაკლებობა, რაც უცნაურია, რადგან არ მახსენდება პერიოდი როდესაც შეტევის ხაზში მინიმუმ ერთი გამორჩეული მოთამაშე არ ყოფილიყო. კვერნაძე ნიჭიერია, მაგრამ გადამწვეტ ფაზაში ვერ არის ჯერჯერობით ეფექტიანი.
გიორგი
10 ზუსტი დარტყმა კარგი შედეგია. მაგრამ ჯერ ისევ მხოლოდ ნაკრების პოტენციალზე შეიძლება ლაპარაკი, რომელიც გამოსავლენია. განსაკუთრებით დამაგვირგვინებელ ფაზაში. სვანაძეს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.
ქომაგი
კვერნაძე არის კატასტროფა. ასეთი ეგოიზმით ვერც იტალიაში დაიმკვიდრებს თავს და ყველგან სკამზე დარჩება. სვანაძის გუნდი თუ ამ ჯგუფიდან გავიდა, მთავარი ნაკრების მწვრთნელობის უპირველესი კანდიდატი იქნება
1212
ყოჩაღ სვანაძეს და ბიჭებს, შეეძლოთ ამ თამაშის მოგება, ტექნიკა არასოდეს აკლია ქართველს, ცოტა მეტი გამძლეობა რომ გვქონდე
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
U21. რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში?
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
U21 | საქართველო V შვედეთი - მატჩისწინა ვარჯიში ბათუმში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა