ვაჟა ფშაველა "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმში" ამბობს, რომ როცა საკუთარ

ქვეყანას გამოადგები, მის განვითარებაში წვლილს შეიტან, ამით მსოფლიო მოქალაქე ხდები - ეკუთვნი კონკრეტულ ქვეყანას, შენი შემოქმედება კი მთელ პლანეტას. თანამედროვეობაში ასეთი ბევრი არ გვყავს, ფეხბურთში კი ნამდვილად - ხვიჩა კვარაცხელია. მისი მოქმედებები არაერთ ქვეყანაში ხიბლავთ და აღაფრთოვანებთ.

კვარაცხელიამ "შენიშვნები" ყველა მიმართულებით მიიღო - პირადი გრძბობების თუ რწმენის ღიად დაფიქსირების გამო. გიჭირს იმის დაჯერება, ვიღაცას ინტერესი ჰქონდეს, სხვისი წარმატება დააკნინოს, სხვა დაძაბოს და ვამპირივით მის შესაძლო წარუმატებლობას ხარბად დააძღეს, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ასეთებიც არიან. არავის დამუნათება ჩვენი მიზანი არაა, არც მორალისტობას ვაპირებთ, მაგრამ ისიც წარმოგვიდგენია, კვარაცხელიას ირგვლივ ახალ ტალღას როგორ ააგორებენ, რადგან სოციალური სივრცე ახლა მისი ჯვრისწერის ფოტოებმა მოიცვა. ისევ დაელოდებიან, რაღაც ისეთი მოხდეს, ეს ფაქტი მასთან დააკავშირონ.

არადა, ხვიჩას პომპეზურობა სულაც არ უცდია, ბედნიერი დღე ვიწრო წრეში აღნიშნა და თავად არც ფოტოები გაივრცელებია. "კვარას" ყურადღების ცენტრში ყოფნა სხვა ფაქტორებით არ სჭირდება, ის ამას უშუალო მოვალეობით იმსახურებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც, შესაძლოა, "ჯვარს აცვან", ისაა, რომ გარკვეულ ქართულ ტრადიციებზე უარი არ თქვა. დღეს ხომ ასეთებზე "გამოკიდება" ტრენდულია. რატომაა კვარაცხელია ამ მასშტაბებზე? - ის ნებისმიერ კრიტიკას, აურზაურს მის ირგვლივ სწორად და პოზიტიურად "ისრუტავს", ამიტომაც ხდება ყოველდღიურად უფრო ძლიერი, ვიდრე გუშინ. ახლაც ასე იქნება და არქაული იგავების მოხმობა, რომ დაოჯახება ფეხბურთელს "კარიერას უნგრევს", მათ გამოიყენონ, ვინც მიღწეულით კმაყოფილდება.

უფრო მეტის თქმა და დაკონკრეტება შეგვიძლია, მაგრამ საჭიროდ არ მივიჩნევთ. ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საქართველოში ფეხბურთის სიყვარულს ძველი სული შთაბერა, ბევრ სიხარულს გვჩუქნის და ევროპაში ფანჯარა გაჭრა, ახლადშექმნილ ოჯახთან ერთად ბედნიერებას ვუსურვებთ!..

მაო
ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებისეული გზა,ჩვენო ხვიჩა!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა