გერმანიაში ფიბა-ევროპის თასის მატჩის სათამაშოდ ჩასულმა თსუ-მ გიოტინგენის "სპარკასენ არენაზე" პირველი ვარჯიში გამართა. დაახლოებით 2000 ათას მაყურებელზე გათვლილ დარბაზში ლექსო ლაფანაშვილმა თავის ასისტენტებთან – დიმიტრი ჭელიძესთან და ნიკა მსხალაიასთან ერთად, გუნდი ზედმეტი დატვირთვების გარეშე, ძირითადად, კომბინაციებზე ავარჯიშა.

სოლიდური ნაწილი მოთელვებს დაეთმო, რათა ნამგზავრ კალათბურთელებს ტონუსი აღედგინათ და ვარჯიშს ფორმაში შეხვედროდნენ. როგორც ცნობილია, თსუ გიოტინგენში ნაკლული შემადგენლობით იმყოფება. გუნდს გერმანიაში ვერ გაჰყვა გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელსაც ტრავმა აწუხებს, ხოლო რატი ანდრონიკაშვილს წინა კლუბისგან გათავისუფლების ფურცელი ჯერ არ მიუღია და თსუ-ში ჯერ არ იმყოფება. ამიტომაც სამატჩო განაცხადში არსებულ 12 მოთამაშის ადგილს თსუ გიოტინგენთან მატჩში ვერ შეავსებს.

გუნდთან პირველი ვარჯიში გამართა ამერიკელმა კემერონ კრინსტონმა, რომელიც გუნდს გერმანიაში გამომგზავრებამდე შეუერთდა. გიოტინგენში ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ ჯერაც უცნობია, მიეცემა თუ არა კრენსტონს მოედანზე გასვლის საშუალება.

თსუ გიოტინგენის დარბაზში დღეს დილის 11:00 საათზე მსუბუქად, ძირითადად, სროლებში ივარჯიშებს, ხოლო ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გიოტინგენთან 19:30 საათზე (თბილისის დროით 21:30) ჩაატარებს. ევროპული ტურნირის მორიგი მატჩი თსუ-ს ერთ კვირაში, 25 ოქტომბერს, თბილისში, კვიპროსულ "კერავნოსთან" ელის.

GBF

Maximus
დახევენ ყველაფერს...
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა