ბუნდოვანი ფინანსური მდგომარეობის მქონე ბოლნისურმა გუნდმა ახალი სეზონის დაწყებამდე შეკრების გავლაც ვერ მოახერხა
ამ კვირის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატი იწყება და უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ნაყოფიერად ემზადება.

აბსოლუტური უმრავლესობა ვთქვით და, ბარემ დავკონკრეტდეთ: ბოლნისის "სიონის" გარდა ყველა დანარჩენმა გუნდმა ერთი-ორი უცხოური შეკრება გაიარა. აი, "სიონის" შემთხვევა კი მართლაც "განსაკუთრებულია": უცხოურს ვინ ჩივის, გუნდმა ახალი სეზონის დაწყებამდე "ჩვეულებრივ" შეკრების გავლაც ვერ მოახერხა.

ეგ კი არა, ბოლნისელებმა ერთი კვირაა, რაც ვარჯიში დაიწყეს და, აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, თუ რა მიზნები ექნება ამ ქვემოქართლურ გუნდს ახალ სეზონში. მართალია, ჩემპიონატის დაწყებამდე 6 დღეა (!) დარჩენილი და "სატრანსფერო ფანჯარაც" ჩვენთან აგვისტოს ბოლომდეა, მაგრამ საკითხავია, თუ ვინ ისურვებს ბუნდოვანი ფინანსური მდგომარეობის მქონე გუნდში თამაშს. ანუ, არ არის გამორიცხული, რომ სეზონის დაწყებამდე "სიონმა" რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატოს, მაგრამ ასეთ მოკლე პერიოდში რამდენად რეალურია კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, მართლაც ძნელი სათქმელია.

მოკლედ, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი უძველესი ბინადარი ახალ სეზონს უამრავი პრობლემითა და საგრძნობლად შესუსტებული შემადგენლობით ხვდება, - წინა ჩემპიონატთან შედარებით, გუნდში რამდენიმე ფეხბურთელიღაა დარჩენილი. თუ რაოდენ სახეშეცვლილი შემადგენლობა ეყოლებათ ახალ სეზონში ბოლნისელებს, ამაში თავად დარწმუნდებით: სხვადასხვა გუნდებში აგრძელებენ კარიერას დავით ლომაია, ირაკლი ჩირიკაშვილი, რევაზ ჯიქია, სერგი ორბელაძე, კობა შალამბერიძე, მირზა მერლანი, მინდია ბობღიაშვილი, ალექსანდრე გოგობერიშვილი, ლაშა ნოზაძე, გივი დიდავა, ნიკოლოზ კვასხვაძე, გიორგი მელქაძე, ვლადიმერ ზუხბაია, ლაშა ვაშაკიძე, ლევან სანიკიძე, გიორგი ქუცურუა, გიორგი ჩივაძე, ვაჟა ქორიძე...

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "სიონმა" ერთი კვირაა რაც მზადება დაიწყო: გუნდი ვარჯიშებს სოფელ რატევანში ატარებს, შაბათს კი პირველი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა. "სიონის" მეტოქე საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" იყო და რა გასაკვირვია, რომ ამ სპარინგ-მატჩში გამარჯვება ანატოლი პისკოვეცის გუნდს დარჩენოდა;

ასეც მოხდა: ლევან შარიქაძისა და შალვა კვანტალიანის გოლებით "გაგრამ" 2:0 გაიმარჯვა. "სიონს" ამ შეხვედრაში ჯონი ჯაგიდისი და ვახტანგ ჩაგელიშვილი მოძღვრავდნენ და ახალ სეზონშიც, ალბათ, ეს "დუეტი" გაუძღვება ბოლნისურ კლუბს.

"გაგრასთან" მატჩში "სიონმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ჯინჭარაძე-კობაური, სვანიძე, თარგამაძე, ლ. ჩხეტიანი - უგრეხელიძე, მ. ოქროპირიძე, მგელაძე, მ.ოქროპირიძე - ისიანი, რეხვიაშვილი. ამათგან პოტენციური ახალწვეული მხოლოდ მეკარე კახა ჯინჭარაძე (წინა სეზონში "სამტრედიაში" თამაშობდა) და ცენტრალური ნახევარმცველი ნიკა მგელაძე ("სპარტაკში" ასპარეზობდა) არიან. თუმცა, როგორც "სიონის" პრესატაშემ ჯემალ ჭიპაშვილმა გვაცნობა, ჯინჭარაძე ბოლნისურ კლუბში აღარ დარჩება.

სამაგიეროდ, დიდი შანსია, რომ ახალ სეზონში "სიონის" ძირითად მეკარედ 21 წლის ვახტანგ ლობჟანიძე ვიხილოთ, - რუსთავის ფეხბურთის აღზრდილმა გასული ჩემპიონატის მეორე წრე "კოლხეთში" გაატარა. ლობჟანიძე "გაგრასთან" მატჩში შეცვლაზე შემოვიდა, ისე როგორც ბოლნისური გუნდის სხვა პოტენციური ახალწვეულები: გიორგი მოდებაძე, ლაშა ნინიკაშვილი და გაგა გაგუნაშვილი. ამათგან ყველაზე გამოცდილი მოდებაძეა, ბოლოს აზერბაიჯანულ "თურანში" რომ ასპარეზობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე