თბილისის ‘ლელომ’ დიდი 10-ის სტარტზე ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილს 25 ქულით ლიდერობს.

წინა ხუთი შეხვედრისგან განსხვავებით, დიდ დიღმელებმა ამჯერად მეტოქეს 3-ით მეტი ლელო გაუტანეს (5/2) და პირველი ბონუსიც აიღეს, თუმცა ფოთის „პარკი არენაზე“ სტუმრებს დებიუტანტ ‘არწივებთან’ დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ.

მზიან დარში თამაში კარგი საყურებელი გამოდგა და ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. ‘არწივებმა’ პირველივე წუთებიდან აგრესიულად შეუტია. ‘ლელო’ ფეხით გადაკიდებულ ბურთზე თამაშისას შეცდა, ლუკა კოხიამ და სერჯიო სტალმესტერმა კარგად იარეს, რასაც მოლი, მორკინალების ორი დარტყმა და რიჩარდ ნდერელანგის ლელო მოყვა. ბახვა კობახიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა, თუმცა მალევე ჯარიმა გაუცუდდა.

‘ლელომ’ პირველი შეტევის ორგანიზება მე-14 წუთზე შეძლო, დერეფნიდან მოლი ააგორა და ნიკა ბაბუნაშვილმა ლელო გაიტანა. გელა ხელაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ნელ-ნელა სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა და 28-ე წუთზე მორიგ მოლს საჯარიმო ლელო მოყვა. ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათით დაისაჯა გურამ სანიკიძე, თუმცა კაცნაკლულმა ‘არწივებმა’ ორჯერ მიიღეს ჯარიმის კარში დარტყმის შესაძლებლობა, სერჯიო სტალმისტერმა ორივე ზუსტად შეასრულა და სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა.

თამაში რომ განახლდა საკუთარ 22-ში უკვე მასპინძლები დაჯარიმდნენ. ‘ლელომ’ დერეფნიდან შეუტია და ნიკა სვიმონიშვილმა ლელო გაიტანა, ხელაძემ კი გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 13:21.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტალმესტერმა ჯარიმით კიდევ 3 ქულა აიღო. ‘ლელომ’ პასუხად დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაათამაშა და სანდრო ქოიავამ ლელო გაიტანა. ხელაძემ გარდასახა. ‘არწივები’ თამაშში 58-ე წუთზე, ლამაზი ლელოთი დაბრუნდა. ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, მარვინ ფრედერიქსმა შებრუნებული პასით სივრცეში ჯაბულანი მკულვანი შეიყვანა, რომელმაც ხაზი სუფთად გაჭრა, ბოლო მცველს კარის წინ შემოურბინა და ლელო გაიტანა. სტალმესტერმა გარდასახვით სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა.

გარკვეული პერიოდით ‘არწივები’ ინიციატივას დაეუფლა და ‘ლელო’ საკუთარ 5-მეტრიანში წნეხში მოაქცია, მაგრამ სტუმრებმა თავი დაიცვეს, მერე თავად შეუტიეს, შალვა აფციაურმა ხაზი გაჭრა და ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა. ვაჟა მიქაძემ გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 35:23 სტუმრების სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლელოს’ კვაჭი ნიკა ბაბუნაშვილი გახდა.

RUGBY.GE

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა