ინგლისის ჩემპიონშიპის მე-12 ტურში "უოტფორდმა" "შეფილდი" საკუთარ კედლებში 1:0 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 62-ე წუთზე შემოვიდა და თამაშშიც მშვენივრად ჩაერთო, პოპულარულმა სპორტულმა პლატფორმა Sofascore-მა 7.3 შეფასება დაუწერა, რაც მოედანზე გატარებულ 28 წუთში მშვენიერი რეიტინგია.

მატჩის დასრულების შემდეგ "უოტფორდმა" სოციალურ ქსელში გიორგის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - "სათადარიგო სკამიდან", რასაც 2000-მდე მოწონება აქვს, კომენტარებში კი ჩვენებურის მიმართ ქებას არ იშურებენ.

"მან თამაში შეცვალა"

"ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, არ ეშინია მეტოქეზე წასვლა"

"ვარსკვლავბიჭუნა, ჩაკვეტაძე"

სოსო
თუ სწორად მახსოვს,2018 წლის ბოლოს,დეკემბერში,მაგრამ არასათანადო მკურნალობის შემდეგ გაუმიზეზდა და სანამ ბოლომდე ბოლომდე ქმედუუნარო არ გახდა,სერიოზულად არ შეხედეს.ძალიან დიდი დრო დაიკარგა.სწორედ ამისი ბრალია,ამდენ ხანს რომ გაუგრძელდა,ტრავმიდან ბოლომდე გამოსვლა,თუ ეს საერთოდ შესაძლებელია!აჩი და შოთა არველაძეების მონათხრობიდან ვიცი,რომ ამ ტრავმის შემდეგ,სრული რეაბილიტაცია შეუძლებელია,მაგრამ ყოველი მატჩის,ყოველი ვარჯიშის წინ,სათანადო პროცედურების ჩატარებით,შესაძლებელია თამაშის გაგრძელება.დღეს მედიცინაც უფრო მაღალ დონეზეა და ინგლისში, განსაკუთრებით მაღალ დონეზე,ასე რომ დიდი იმედი მაქვს,ჩაკვეს ძალიან მაღალ დონეზე თამაშსაც,კიდევ ვიხილავთ.
სოსო
პიპერს!საბედნიეროდ,მე ეგ ტრავმა გამოცდილი არ მაქვს,მაგრამ არველაძეების მოთხრობით ვიცი,რაც არის და ამიტომ სრულიად გეთანხმებით მსჯელობაში.ამიტომაც ერიდება ჯერ კიდევ ხისტ ორთაბრძოლებს და კაცის მოტყუებას.საბედნიეროდ,გიორგის ტვინში აქვს ყველაფერი წესრიგში და აქცენტიც,ტვინით თამაშზე აქვს გადატანილი.ტვინით მოთამაშე,ფეხით მოთამაშეზე სწრაფი და ტექნიკურია.ასე რომ,რწმენას ნუ დავკარგავთ.აუცილებლად ითამაშებს!ჩემი მხრიდან თქვენ კომენტარს,სრულფასოვანი მოწონება(ლაიქი)!
ლევან მაღლაკელიძე.
თქვა ვოვამ, 3 წელიწადი უნდაო, მაგ ტრამვის მორჩენასო, თან ისე, რომ ახალი ტრამვა არ უნდა მიეღო. მაგიტომაც ერიდება ჩაკვე ორთაბრძოლებს. როგორც ჩანს, მოირჩინა და ეხლა უკვე მოუმატებს და ფორმაშიც შევა. ვაისს დიდი მადლობა. მაგან დააყენა ფეხზე. წარმატებები
სოსოს
ტრავმა რომელ წელს მიიღო ?
გოჩა
იური მეჩითოვი
თენგო
ჩაკვე სრულ ფორმაშია და ამას ყოველ თამაშში დაგიმტკიცებთ !!!
Piper
რა დონეზეც თამაშობდა ის დაივიწყეთ. ტიპს ფეხი ლამის მოაძვრეს. იმ დონეზე ფიზიკურად ვეღარ ახვალ ასეთი ტრამვის მერე. იმის ნახევარიც ძალიან კარგი შედეგი იქნება, ჭკვიანი და კრეატიული ფეხბურთელია რაც მთავარია და ეგ ჭკუა უნდა გამოიყენოს.
სოსო
ძალიან ბევრი სწერს და ლაპარაკობს,ჩაკვემ ფორმა აღიდგინაო!არადა,ეს სიმართლე არ არის.კი ბატონო,აშკარა პროგრესი აქვს და ეს გვიხარია,მაგრამ რა დონეზეც თამაშობდა,ჯერ იმისგანაც შორს არის.აღარაფერს ვამბობ იმაზე,რომ არა ის ტრავმა,ახლა სად იქნებოდა.დრო სჭირდება ,ჯერ კიდევ .დრო და ჯანმრთელობა.რაც მთავარია,შიში თითქმის მთლიანად დავიწყებული აქვს და ახლა,ყველაფერი უფრო სწრაფად წავა,წინ!ძალიან მეშინოდა,ინგლისში რომ წავიდა,ასე კაფანდარას,დალეწავენ მეთქი,თუმცა საბედნიეეროდ,ლიგას თანდათან აჩვევენ და უკვე ძალიან საგრძნობლად მოძლიერდა,ფიზიკურად.ასე რომ უკვე ძალიან იმედიანად ვარ,თუ მშვიდობა იქნა და რაიმე სერიოზული კიდევ არაფერი აიკიდა(ფუი ეშმაკს!),მომავალ სეზონში,მეორე ლიგაში არავინ გააჩერებს
alexandre
ვითომ ერთმანეთს აპირისპირებ. საღოლ, რა. ამ დონეზე როგორ ვერ იტან საქართველოს და ქართველებს
ღადაობთ?
ფოტოს ავტორიც რომ გვითხრად თუ შეიძლება,,კარგი ფოტოა ნამდვილად!!!
ჯორჯო ბიძია
ნეც დავალაიქე..ეს ბრეტფორდი კარგი გუნდია..ჩაკვა შე მაგარო,მანდ რა გინდა ანგლიაში!??
alexandre
ვითომ ერთმანეთს აპირისპირებ. საღოლ, რა. ამ დონეზე როგორ ვერ იტან საქართველოს და ქართველებს
გიორგი
შენ თუ მართლა გურჯი ხარ რატომ გგონია რომ 'დაავიწყებს'?)))
ქართველი
და რატო უნდა დაავიწყო კვარა ხალხს? იბრწყინოს ჩაკვემაც და იბრწყინოს კვარამაც, არ შეიძლება?
რუსი
სპალეტიმ კი არა სლუცკიმ და სიომინმა ასწავლა
alexandre
ვითომ ერთმანეთს აპირისპირებ. საღოლ, რა. ამ დონეზე როგორ ვერ იტან საქართველოს და ქართველებს

და რო არ დაავიწყოს და ორივე ახსვოვდეთ, არა?
tngh
სასიამოვნო ინფორმაციაა...
ბადრი
მეც მაგ აზრის ვარ. უფრო მრავალფეროვანია. მაგრამ კვარას დაგვავიწყებს თუ არა მაგის თქმა ჯერ ნაადრევია.
ვაჟა მასწ.
ყოველგვარი ბრაზის გარეშე ვეთანხმები ბრაზის აზრს: გიორგის ყველაფერი წინ აქვს. ტრავმამ მარტო მისი მსოფლიო აღიარების დრო გადასწია უკან! ვიღაც-ვიღაცეები კი მისთვის ადგილს ვერ პოულობდნენ საქართველოს ნაკრებში!
გურჯი
ამ ბიჭის ფანი ვარ,მჯერა კვარას მალე დაავიწყებს ხალხს
რუსთავი
ჩაკვეს სჭირდება ისეთი მწვრთნელი, რომელიც თავისი უნარების სწორად გამოყენებას ასწავლის, მაგალითად როგორც სპალეტიმ ხვიჩას ასწავლა და ქაოტური თამაში დაალაგებინა. ყველა მწვრთნელს არ შეუძლია ეგ სამწუხაროდ. უბრალოდ მიძინებული ბომბია ეს ბიჭი, დრო კი ისე მალე გადის რომ გამოღვიძება შეილება ნებისმიერ დროს დაგვიანებული იყოს, არა და შესაძლებელია რომ ძალიან ბევრი საფეხურით მაღლა იდგეს დღევანდელი ფეხბურთელების 90%ზე.
ბრაზი
ეჰ,რომ არა ტრამვის გამო დაკარგული წლები,ჩვენი გიორგი ახლა ყველას მიერ აღიარებული მსოფლიო დონის ვარსკვლავი იქნებოდა,იმდენად დიდია მისი საფეხბურთო ნიჭ-ტალანტი.ახლაც არაა გვიანი,გიო,მიდი მიაწექი და მაქსიმალურად გამოიყენე შენი შესაძლებლობები.გაიხარე და ჩვენც გაგვახარე შენი ელვარე თამაშით!
Bidza.
აბა რა, ქართველი ხარ ძმაო ფეხბურთი სისხლში გაქვს შენი თავი უნდა იპოვო
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს