ერედივიზიონის მე-9 ტურში "აიაქსმა" ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში, ამჯერად "უტრეხთან" 3:4 წააგო და ბოლოსწინა ადგილამდე დაქვეითდა.

ESPN-თან საუბრისას ამსტერდამული გუნდის თავკაცმა მორის სტეინმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:

"გოლები დასანან მომენტებში გავუშვით, პირველი ტაიმის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისში. ამის შემდეგ გუნდმა ხასიათი და გამძლეობა გამოაჩინა, 3:2 დავწინაურდით, მაგრამ მერე კიდევ 2 გოლი გავუშვით.

88-ე წუთზე, როცა მოედანი 10 წუთით დავტოვეთ, რადგან თამაში შეწყდა, გასახდელში ვთქვი, რომ 1 ქულას მაინც უნდა გავფრთხილებოდით, თუმცა გამოვედით და წავაგეთ.

ახლა რისი გაკეთებაც შემიძლია, ამ გუნდთან ერთად მუშაობის გაგრძელებაა. მსგავს მდგომარეობაში ადრეც ვყოფილვარ. იმედი მაქვს, რომ არ გამათავისუფლებენ. იცით, რა არის? ამ გუნდში ვხედავ ძალას, რადგან 0:2-დან 3:2 დავწინაურდით. თუ კიდევ წავაგებთ, უმძიმესი დარტყმა იქნება ჩემთვის, მაგრამ მე 24/7-ზე გუნდთან ერთად ვარ. თუ კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ საუკეთესო ვარიანტი ჩემთან გამომშვიდობებაა, მზად ვარ, დაკავებული თანამდებობა დავტოვო, ვინ ვარ მე, რომ არ დავეთანხმო?".

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე სტეინმა 90+1 წუთზე შემოიყვანა, უკვე მაშინ, როცა გუნდი აგებდა, ქართველმა შემტევმა კი ღირებული ვერაფერი მოასწრო.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, ამსტერდამული გუნდი კვირის ბოლომდე 2 გასვლით პრინციპულ მატჩს გამართავს - 26 ოქტომბერს ჯერ ევროპა ლიგაზე "ბრაიტონს" ესტუმრება, შემდეგ კი, 29 ოქტომბერს, ეინდჰოვენის პსვ-ს.

თერჯოლელი
საკუთარ სახლკარ მშენებელი,ქვეყნისთვის უვარგისი.
სოსო
მე კი, იმედი მქონდა,რომ გაგათავისუფლებდნენ და საბედნიეროდ,ჩემი იმედი გამართლდა.ბიჭებს მოვთხოვე,ანგარიშის შენარჩუნებაზე ეთამაშათო!ისინი ხომ არც პსვ-სთან და ფეინოორდთანაც კი არ თამაშობდნენ!აიაქსს,ამას რომ მოსთხოვ,შენ კი არა,შენი მომყვანიც გასაგდებია!
lsd
აუფ 1 ქულას გავფრთხილებოდითო რა მოტივაცია მიუცია გუნდისთვის... გული მწყდება გიორგის გამო ასეთ არაპროფესიონალთან რო მოხვდა კარიერის გადამწყვეტ მომენტში
Givi
ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამბობ ხალხო ხომ უყურებთ აიაქსის თამაშებს 9 ნომერი ბრობი ფორვარდი ვინმეს მოგწონთ? აიაქსის დონესთან ახლოსაც არ არის და ამ დროს ჟორჟი სკამზე ზის...მე იმას არ ვამბობ ყოველ თამაშში 2-3 გოლს გაიტანსთქო, ეს ღმერთმა იცის მარტო, მაგრამ 2 თვე რომ არაფერი გამოდის ერთი შანსი როგორ არ უნდა მისცე??? ეს კაცი სექტემბრის მერე გასაგდები იყო უკვე მე თუ მკითხავთ.
ადამიანი
ბარემ კარში დააყენონ გიორგი და მერე თქვან-იმედებს ვერ ამართლებსო
ზურაბ
შე დებილო, რომელ სკოლაში გასწავლეს 24 გოლის გამტანი თავდამსხმელი თავის ადგილზე რომ არ უნდა ათამაშო. ასეთ რამეს ჩვენი მწვრთნელებიც არ იზამენ. აიაქსი ბოლო ადგილზეა, დივერსანტი ხომ არ ხარ
დათო
ფეხბურთელებს ვუთხარი ,,ერთ ქულას გავუფრთხილდეთო", ამას ამბობს აიაქსის მწვრთნელი, ბოლოს წინა ადგილოსანი აიაქსის. მარტო ამისთვისაა გასაგდები. რა ხალხის ხელში ჩავარდა ეს ერთ დროს დიდებული გუნდი
ABCABC
იმედია რომ კი და ფორტუნაზე მეტი გუნდი არ გეღირსება, არც მაგას იმსახურებ რამე ჭ კლასის გუნდი კი შეიძლება აათამაშო
BOSS
როცა აიაქსის მწვრთნელი 88 წუთზე გუნდს ეტყვის ფრეს უნდა გავუფრთხილდეთო(ერედივიზიონში,თან მეტოქე არც პსვ და არც ფეიენოორდია) ეგრევე გასაშვებია.არ ესმის სად მოხვდა და მოკალი თუ გინდა
გივი
სპორტალ გე, ერთი ეს გამაგებინეთ, ადრე არ ვუყურებდი ამ ნედერლანდების ჩემპიონატს და ეს რა წესია ერთი ნასროლი ლუდის ჭიქის გამო თამაშის შეჩერება? ადრეც ასე იყო? ან რატო შემოიღეს საერთოდ?
Master
ვინაა ნეტა ვან დერ სარის წასვლის მერე აქ გადაწყვეტილების მიმღები?რატომ უნდა დატოვო ეს კაცი მწვრთნელად ლოგიკა არაა.მაინც მგონია რომ ხუთშაბათს ბრაიტონთან რომ წააგოს აუცილებლად გაუშვებენ.მაგრამ ვის მოიყვანენ ასე უცებ.ორი ვარიანტია სულ,რაიციგერი,რომელიც ნიდერლანდის u21 მწვრთნელია და არ მგონია ამ გაირკვევლობაზე გაცვალოს ნაკრები.უფრო რეალური ისევ ჰეიტინგაა,შარშანაც მას ჩააბარეს გუნდი,მწვრთნელის გაშვების მერე. პაუზისას უნდა ექნათ ეს საქმე,ახლა დაგვიანებულია.p.s.კარგი იქნებოდა ნისტელროი ან ჯიო,მაგრამ ერთი პსვ-ს ლეგენდაა მეორე ფეინოორდის და ამის გამო მათ არ დანიშნავენ.საკმაოდ უაზრო პრინციპები აქვს აიაქსს და ზოგადად ჰოლანდიელებს...
Levani
მარტო გინებებია ალბათ კომენტარებში და არ დებენ,იმიტოა ჯერ 0კომენტარი
ნავე
მაინცდამაინც ბომბი უნდა შეიტანოს ბაზაზე ეს მზე რომ მოხსნან?
მწვრთნელი
მართლაც რომ ვინ ხარ შენ!? შენი ფეხით არ გინდა წასვლა და მაშინ სხვა რა დაჩა, გაგაგდებენ აბა რა!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!