ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „კადისი“ 2:0 დაამარცხა.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და კარი მშრალად შეინახა. ის როგორც კარის ხაზზე, ასევე გამოსვლებზე კარგად ირჯებოდა, დაცვას უნარიანად ხელმძღვანელობდა და პირველი პასით სწრაფ კონტრიერიშებს იწყებდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, გიორგი თამაშიდან თამაშამდე იზრდება და უკვე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

მამარდაშვილის თამაში Flashscore-მა 7.6 ქულით შეაფასა, whoscored-მა - 7.8-ით, ხოლო sofascore-მა - 8.0-ით. კლუბის საიტმა აღნიშნა, რომ ქართველი გუნდის ყველაზე დამაჯერებელი ფეხბურთელია.

მასპინძლები დებიუტში გაიამ ლამაზი გოლით დააწინაურა. სტუმრები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ და 22-ე წუთზე კაცნაკლული დარჩნენ - პეპელუსთან უხეშობის გამო მსაჯმა ნავარო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. სულ მალე კი თავურით დურომ ანგარიში გაზარდა, რომელსაც ჩინებული პასი კორეამ გაუკეთა და გამარჯვებულის ვინაობა ნაადრევად გაირკვა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. ბარახას გუნდი ინიციატივას ფლობდა. შეცვლაზე შესულ იარემჩუკს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. ბოლოს "კადისმა" შეუტია, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მამარდაშვილი და "ვალენსიამ" გაიმარჯვა.

„ვალენსიამ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 14 ქულით მერვე ადგილზეა და 29 ოქტომბერს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“

ვალენსია - კადისი 2:0

გოლები: 1:0 გაია (4), 2:0 დურო (20)

გაძევება: ნავარო (22)

ქეცბა
ქართველი გულშემატკივრები ტო.. მარტო ერთი ტაიმის ყურებით ტო.. მერე მე ახლა წამოვწვები გამიგე?და მიდი შენ თამაში მოიგე. როგორ გინდათ ასე ტო?
იმედის
დავითაშვილის ევროპული დონეობ ა არ გაიშვას.DDD
fani
პირველი ტაიმის მერე დავწექი, რადგან ჩავთვალე, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თანაც "კადისს" კარში არც დაურტყამს პირველ ტაიმში. ბრავო გიო, ეს რა რთული ბურთები აუღია მეორე ტაიმში, ნამდვილი კატა დგას "ვალენსია"-ს და ჩვენი ნაკრების კარებში. აშკარად უკეთეს გუნდს იმსახურებს და უეჭველი უნდა გადავიდეს კიდეც უახლოეს მომავალში
სოსო
ხაზზე თამაშის დროს, უკვე მივეჩვიეთ,რომ ძალიან კარგია,მაგრამ გამოსცვლებზეც კარგი იყო!ახლა საჭიროა გამოსვლებზეც სტაბილურობა შეიძინოს და ფეხით თამაშზე გადაიტანოს მთავარი აქცენტი.ვალენსიას დაცვის გადამკიდე,გიომ ისეთი ფსიქოლოგიური მდგრადობა შეიძინა,რომ ვერა ფსიქოლოგი ვერ ასწავლიდა.ამ მხრივ,მას პრობლემები არ აქვს.ასე რომ მჯერა,მალე,ფეხითაც კარგად ათამაშდება და ტოპ მეკარედაც იქცევა,თუ უკვე არ არის.
იმედი
მინიმუმ 4 ევროპული დონის მოთამაშე გვყავს - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, დავითაშვილი, ამას პლუს კვარაცხელია! ამით რომ არ ვისარგებლოთ არ შეიძლება.
Levani
ჩაჩუაზე რო დაობდით ეს დურო.. დურუ ხურცილავას შვილიშვილი იქნება,კაი ჯანიანი ბიჭი ჩანს
ILIA
გენაცვალე, გიო!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "კადისმა" ისევ ფრედ ითამაშა