საქართველოს ნაკრების თავკაცმა 10 აგვისტოს, პოლონეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ "ჯვაროსნების" ის შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც 10 აგვისტოს, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი).

მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი", რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი).

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი", რუსთავი).

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), დავით თარგამაძე ("ოლექსანდრია", უკრაინა), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), მათე ვაწაძე ("ვოლგა", რუსეთი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი).

ამ ეტაპზე, ქვეყნის უპირველეს გუნდში ერთი სიახლეა: ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ექნება ახალგაზრდა დავით თარგამაძეს, რომელსაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებს" თბილისური შეკრება არ ექნებათ და გუნდი პოლონეთში შეიკრიბება. თბილისიდან წამსვლელები კი, 8 აგვისტოს გაემგზავრებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

comment
paata13 ანუ ასათიანი მარტო იმიტომ უნდა გამოიძახოს რომ ქუთაისელია?
rosoneri_95
vaja გეთანხმები ბრატ განსაკუთრებით დვალზე მწყდება გული, ეს კაცი უკვე ამდენი წელია სტაბილურად თამაშობს, თან ჩემი აზრით მაგას იმხელა კლასი აქვს, რომ საქართველოზე მაღალი დონის ჩემპიონატში თავისუფლად ითამაშებდა და ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში თამაშს, აი ამ შემადგენლობიდან ვაწაძესაც ჯობია და დვალიშვილსაც.
vaja
ძალიან არ მიყვარს, როდესაც პროფესიონალ მწვრთნელს ასწავლიან რიგითი გულშემატკივრები, თუ ვინ უნდა გამოიძახოს კონკრეტული მატჩისთვის და რა ტაქტიკით ათამაშოს გუნდი, მაგრამ მინდა მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვა, რომ ზესტაფონის სხვა ფეხბურთელებიც(გელაშვილი, დვალი, აფციაური, გრიგალაშვილი) იმსახურებენ ნაკრებში გამოძახებას დაუშვილის გარდა, მითუმეტეს ამხანაგური თამაშია. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ფეხბურთს როგორც სანაკრებო,ისე საკლუბო დონეზე.ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს გულშემატკივრებს.
geosochi
მოგებას გისურვებთ ძმებო!
paata13
ბატონო თემურ ქეცბაია, ნუ დაკარგავთ ასათიანს, თორემ მერე დავიწყებტ ვიშ, ვიშს.ასეთი ბევრი მაგალითები აქვს ჩვენს ისტორიას. ჩვენ გვჯერა თქვენი. ქუთაისური მუხტი საჭიროა ნაკრებისთვის, ეს შენც კარგად გესმის.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე