საქართველოს იუნიორთა ნაკრები ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური

ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში ჩატარდება. სამთო-

მოთხილამურეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები ავსტრიის საწვრთნელი

შეკრებიდან ცოტახნის წინ დაბრუნდნენ. ანასტასია მირიანაშვილი, ნიკოლოზ ლებანიძე,

ირაკლი ხერგიანი, გიორგი ჯაფარიძე და იასე ოცი დღის განმავლობაში ვეზდენი

ჰინტერტუქსის ცნობილ მყინვარზე ვარჯიშობდნენ. მათ მომზადებას ალექს ბენიაიძე,

სოსო ჯაფარიძე და ნინი ნინუა ხელმძღვანელობენ.

ალექს ბენიაიძე: „საქართველოს იუნიორთა ნაკრები საგანგებოდ შეიქმნა 2025 წლის

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. გუნდი

საფუძვლიანად ემზადება და მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო სათხილამურო

ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებულ ყველა შეჯიბრში. სპორტსმენები

საკვალიფიკაციო ქულებს, 15-16 წწ ასაკობრივ კატეგორიაში - გიგანტურ სლალომსა და

სლალომში დააგროვებენ.“

საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის - ფრისტაილის,

სნოუბორდისა და ფრისკის სახეობებში - წარმატებით ჩატარების შემდეგ, ჩვენმა

ქვეყანამ FIS-ის კალენდარში შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის,

კანადის გვერდით დაიკავა ადგილი. 2023-2024 წლების ზამთრის სეზონზე მსოფლიო

თასის ეტაპები ბაკურიანში – მოგულისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში - სნოუბორდ

ქროსის დისციპლინებში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების და ცალკეული სპორტსმენის სათანადო მომზადებას სილქნეტი

ათეულ წელზე მეტია უწყობს ხელს. კომპანია საქართველოს სათხილამურო

ფედერაციის გენერალური სპონსორია და სწორედ სილქნეტი იყო 2023 წლის მსოფლიო

ჩემპიონატის წარმდგენი, სადაც 40-ზე მეტი ქვეყნის 700 მდე სპორტსმენმა იასპარეზა და

პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა საერთაშორისო არხებზე.

R

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა