ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბილბაოსთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ლამაზი სანახავი იყო. მამარდაშვილმა ი. ვილიამსს ორჯერ არ გაატანინა - ჯერ შორიდან დარტმული მოიგერია, შემდეგ კი პირისპირ გასულს აუღო ბურთი. თუმცა, მალე დე მარკოსმა მახვილი კუთხიდან ფეხებშუა გაუტანა. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და თავისი გუნდი ორჯერ მეკარე უნაი სიმონმა გადაარჩინა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მამარდაშვილმა ულამაზეს ნახტომში დანი გარსიას დარტყმული ბურთი მოიგერია, კონტრიერიშზე კი ფრან პერესმა ანგარიში გაათანაბრა. სტუმრებმა ზეწოლა გააძლიერეს, დუროს ჯერ მეკარემ არ გაატანინა, ხოლო ცოტა ხანში მანვე „ღამურები“ დააწინაურა. მერე დურომ მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და იარემჩუკმა შეცვალა. მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ, გიორგიმ ი. ვილიამსს ისევ არ დაანება გატანა, ბოლოს ბერენგერმა თავურით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ვალენსია“ 15 ქულით მეცხრე ადგილზეა, 2 ნოემბერს თასზე გასვლაზე „ლოგრონესს“ შეხვდება, ხოლო 5 ნოემბერს პრიმერაზე „გრანადას“ უმასპინძლებს.

ბილბაო. „სან მამესი“

ბილბაო - ვალენსია 2:2

გოლები: 1:0 დე მარკოსი (32), 1:1 ფრან პერესი (63), 1:2 დურო (69), 2:2 ბერენგერი (90+7)

ნაპოლეონი
გამორიცხულია. . . ეს ბიჭიმშიშარა თაგუნიას მაგონებს მხოლოდ. . . თანამედროვე ფეხბურთში მეკარე მეთერთმეტე მინდვრის მოთამაშეა. . . ეს კი ნებისმიერ ჩაწოდებულზე უბრალოდ პანიკიორობა და მცველებსაც გადასცდება ხოლმე. . . ამისგან დიდი მეკარე აღარ გამოვა. . .
ვაჟას
ანუ არ უნდა გამოსულიყო რომ შეცდომად არ ჩაეთვალათ და ხაზზე რომ უშანსოდ იყო, მერე რა- მთავარია მას არ დაბრალებოდა? ყველაფერი გააკეთა რომ არ გასულიყო ეგ გოლი და შეცდაო არავინ წერს ქართველი "ექსპერტების" გარდა.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
სექტას არ გესიამოვნებათ,მაგრამ მამარდა გახდება ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი
ვაჟა
მეკარის შეცდომა ის იყო, რომ მეორე გოლზე სცადა ბურტზე თამაში, მაგრამ მეტოქემ დაასწრო. ეგაა შეცდომა, თორე რომ დარჩენილიყო კარში მაინც გაუშვებდა რა შუაშია.
გოგა
ხაზე იდეალურია ეს ბიჭი, მაგრამ გამოსვლები და ფეხით თანაში არ იცის, თუ უნდა დიდი მეკარე გახდეს უნდა მოუმატოს აუცილებლად, მეორე გოლი მამარდას ბრალია, დიდი მეკარები არ უშვებენ ასეთ გოლებს, ასე არ გამოდიან კარიდან, მოუმატებს დარწმუნებული ვარ და დახვეწს ნაკლებს, წარმატებები

ბოლოს მამარდა შეცდა? თუ პიროქით ყველაფერი გააკეთა რომ არ გასულიყო გოლი - შეზღუდა სივრცე მაქსიმალირად. ხაზზე რომ დარჩენილიყო საერთოს შანსი არ ქონდა მასეთი მანძიკიდან თავურის აღების, თუ შუაში არ დაურტყავდნენ ისიც არც თუ ისე ძლიერს. ბურთი საჯარიმოს კუთხიდან მოდიოდა და მცველების არეალი იყო ეგ, მეკარე მასეთ ტრაექტორიაზე ყოველთვის უკან არის თავდამსხმელზე და არც გამოსვლა ავალია, უბრალოდ ახლა სხვა შანსი არ ქონდა და მაქსიმუმი გააკეთა თავურის მოგერიებისთვის და არა ჩაწოდების ჩასაჭრელად.
სოსო
ჩემდა გასაკვირად,ვალენსიამ ძალიან კარგად ითამაშა,შეტევაში და რომ არა დაცვის უხეში შეცდომები,გაიმარჯვებდა კიდეც.ორივე გაშვებულ გოლში,კომენტატორებმა(სეტანტაზე ვუყურე,რუსულენოვან კომენტატორებს),ნაწილობრივ მაინც,მამარდა დაადანაშაულეს,მაგრამ რა შეეძლო გიორგის?პირველ გოლზე,თავდამსხმელი,სუფთად პირისპირ შეატოვეს მცველებმა და ფეხებშუა არ გამიძვრინოსო,იმაზე კი არ ფიქრობდა,არამედ იმაზე,რომ კარის რაც შეიძლება დიდი ზონა დაეფარა,სხეულით.მეორე გოლის შემთხვევაშიც,სულ რამდენიმე მეტრიდან ურტყამდა,თავდამსხმელი და კარის ხაზზე დარჩენას,არავითარი აზრი არ ჰქონდა,რადგან ამ მანძილიდან დარტყმის დროს,რეაქციის გაკეთება,პრაქტიკულად შეუძლებელია,ბურთი თვითონ თუ მოხვდებოდა გიორგის,თორემ სხვა შემთხვევაში,ვერაფერს მოასწრებდა.იმასაც სწორად მიხვდა გიორგი,ბურთს,რომ შორეულ კუთხეში ჩაჭრიდა მეტოქე და იქით მხარეს სცადა სივრცის დაფარვა,მაგრამ სამწუხაროდ,ბურთს მაინც ვერ მისწვდა.კომენტატორებისაგან განსხვავებით,ორგანიზატორებმა სწორად შეაფასეს გიორგის თამაში და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
ალექს
ბოლოს არ შემცდარა ნამდვილად, ბოლოს დაცვა ჩავარდა ბოლომდე,იდგებოდა და ისე გაუტანდა.. აი, პირველი გოლი კი დასანანია, მაგრამ იმდენჯერ გადაარჩინა გუნდი 10-2 უნდა წაეგოთ წესით
მამუკა
რამდენი სეივი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც შეცდა. გამოსვლაზე ვერ ისწავლა თამაში.
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა