სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მიუხედავად ბოლო წუთზე გაცუდებული მომენტისა, იტალიურმა პრესამ მისი თამაში დადებითად შეაფასა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"კალაბრია მის წინააღმდეგ კვლავ კარგად გაისარჯა. "კვარას" მისგან თავის დასაღწევად სხვადასხვა გზის პოვნა უწევდა. უნდა ვაღიაროთ, როდესაც ტექნიკასა და სისწრაფეს ჩართავს, ხვიჩას თამაში ყოველთვის სასიამოვნო სანახავია" - TuttomercatoWeb - 6 ქულა

"მისთვის სივრცის დატოვება მომაკვდინებელია, კალაბრია მთელი მატჩის განმავლობაში დაჰყვებოდა, თუმცა ხვიჩა კლასის ხარჯზე მისი ბარიერის დაძლევას მაინც ახერხებდა. მე-60 წუთზე მის დარტყმულს ტომორი გადაეფარა, შეხვედრის ბოლოს კი გამარჯვების მომტანი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა" - Eurosport.it - 6.5 ქულა

"კალაბრიას წინააღმდეგ კიდევ ერთი ლამაზი დუელის მომსწრენი გავხდით, "მილანის" მცველი მის შეზღუდვას ახერხებდა, მაგრამ ქართველმა სახიფათო მომენტების შექმნა მაინც მოახერხა, ბოლო წამებზე გამარჯვების მომტანი გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მენიომ თქვა - არა!" - Calciomercato - 6.5 ქულა

"მიუხედავად იმისა, რომ კალაბრია თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია, არ ნებდებოდა და "მილანის" დაცვის ხაზისთვის პრობლემების შექმნას ახერხებდა, გამარჯვების გოლის გატანასთანაც ახლოს იყო" - Calcionapoli1926 - 6 ქულა

"სერია A-ს მცველებისთვის კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ნამდვილი ჯოჯოხეთია, თუმცა დავიდე კალაბრია მის წინააღმდეგ ყოველთვის დამაჯერებელია" - La Gazzetta dello Sport - 6 ქულა

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, გარსიას გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 4 ნოემბერს, "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს.

789
შეაყოლეთ რა შენ და შენმა რეალმა.
ოღონდაცა რაააააააა
აი რა მავნებლობა მოაქვს ცოლს. ვხუმრობ ნუ ჩამქოლავთ ეხლა
მამუკა
ჩემი სუბიექტური აზრია, კვარა ნაპოლიში მეტი ვერ განვითარდება, არ არის ნაპოლი ტოპ კლუბი და არც თანაგუნდელები ჰყავს ტოპ კლასის,თუ რეალში უნდა მოხვედრა ზაფხულში უნდა მოძებნონ რომელიმე ინგლისური ტოპ კლუბი და გაჩარხონ ტრანსფერი, თუ არა და ვერონასთან ორი გოლის გატანით რეალში ვერ მოხვდები
საჩინო
რაც შეეხება გუნდის თავდაცვითი შესაძლებლობების ნაკლებობას ,აქ მარტო მცველები კი არ არიან დამნაშავეები[როგორც აქ ბევრი წერს]არამედ უფრო მეტად ნახევარმცველები.მოწინააღმდეგის შეტევა პირველ რიგში ნახევარდაცვამ უნდა შეანელოს, შეასუსტოს და [მიტომ ჰქვია მას ნახევარდაცვა]მცველებსაც მეტი შანსი უჩნდებათ საკუთარი კარის დაცვის.თუ მოწინააღმდეგის შეტევები ,ნახევარდაცვის წინააღმდეგობის გარეშე ,პირდაპირ დაცვას დაატყდება ,ასეთ შემთხვევაში ყველაზე მაღალი კლასის მცველებიც კი ვერას გახდებინ,არათუ რაჰმანი და რუი.მცველები ხომ შეზღუდულები არიან მოქმედებებში[საჯარიმოში ოდნავი კონტაქტიც კი შეიძლება თერთმეტმეტრიანად და გაძევებამდეც კი დაუჯდეთ],მათ სიახლოვეს მოძრავი მეტოქე ხომ დასარტყმელ მანძილზეა მათ კართან და ერთი შეხებაც კი სრულიად საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს .საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი 50/50 ზეა,მოასწრებს მცველი გამოიტანს ,მოასწრებს მეტოქე გაგიტანს.ამიტო ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გზების გადაკეტვას ,რომ საჯარიმოში ბურთი არანაირი ფორმით არ შემოვიდეს .აი აქ იკვეთება ნახევარდაცვის უმნიშვნოლოვანესი ფუნქცია.ერთი სიტყვით ფეხბურთში ნახევარდაცვა არის მთავარი განმსაზღვრელი წარმატება-წარუმატებლობისა.ნაპოლის ნახევარდაცვა კი ისევე როგორც საქართველოს ნაკრებისა ,ბევრად უკეთესის სურვილს ტოვებენ.
საჩინო
რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა ,რომ ვეთანხმები მამუკას,ხვიჩას პარტნიორები სათანადოდ ხელს ვერ უწყობენ,თორემ მისი მ.ქ.კ. გაცილებით მაღალი იქნებოდა.რაც შეეხება დაცვაში თამაშს,მას აქ ნამდვილად მოსამატებელი აქვს.უფრო სწორად ,თავდაცვის დროს მან უნდა აირჩიოს ერთი[მართებული იქნება თავისი ვიზავი]მეტოქე და შეზღუდოს და შეუშალოს ხელი და არა ისე როგორც ახლა აკეთებს:დასდევს ყველას შორიახლო და ვერცერთს ვერ აჩერებს.ამავე დროს უნდა ჩამოვიდეს უკან მხოლოდ თავისი ნახევრის ნახევრამდე და არავითარ შემთხვევაში უფრო უკან.ასეთ შემთხვევაში მას ექნება მწვავე კონტრშეტევის განხორციელების ბევრად მეტი შანსი.რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა რომ ბურთი გადავარდნილა ზუსტად იმ მხარეს სადაც წესით ხვიჩა უნდა ყოფილიყო დადარაჯებული[თავის ფრთაზე,თავის ნახევრის ნახევარზე],ის კი ამ დროს ან საჯარიმოს მისადგომებთან ან კუთხურის მიდამოებში არფრის მომცემი გადაადგილებებით არის დაკავებული.ანდა რამდენჯერ გვინახავს ,მერეტი, ბურთის აღების შემდეგ როგორ ცდილობდა ბურთის პარტნიორებისათვის სწრაფად გადაგზავნას მაგრამ ადრესატს ვერ პოულობდა.ყველანი იდგნენ ან თავჩაღუნულები მიაბიჯებდნენ,მათ შორის კვარაცხელიაც.იკარგება ძვირფასი წამები და შანსი მწვავე კონტრშეტევის.მე პირდაპირ გაკვირვებული ვარ ასეთი მარტივი ტაქტიკური ელემენტის არგამოყენების თუ ვერგამოყენების გამო.მე არ ვიცი ხვიჩა ჩვენს კომენტარებს კითხულობს თუ არა ,მაგრამ ამ ჩვენს მოსაზრებებს თუ გაითვალისწინებს ,დარწმუნებული ვარ, მისი თამაშის ეფექტურობა და სარგებლიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება .წარმატებები!
გიო
კვარას რო აკრიტიკებთ მშვენივრად ითამაშა ბოლოს არ გაუმართლა. დაცვა საერთოდ არ ყავს ნაპოლის მერეტი რო არა 5 ბურთი მაინც უნდა გაეტანა მილანს.
გალაქტიონ
წარმატებები ხვიჩას, ის კარგი ფეხბურთელი და ადამიანია,ბოღმიანებს არავინ უნდა მიაქციოს ყურადღება, თავისით დასკდებიან
გია პაპა
იშვიათად ვწერ კომენტარს, მაგრამ ეხლა რომ არ დავწერო გული არ მითმენს, დარწმუნებული ვარ ისეთი ხალხი აკრიტიკებს ხვიჩას, მაღაზიაში პურზე ჩასვლა რომ ეზარება. არის ეგეთი კატეგორია ხალხი
osiman
აზრზე არ არიან
NAPOLI!
კაცი რომ "ფაშისტს" დაირქმევს რა უნდა ელაპარაკო!
მამუკა
ვისაც ფეხბურთი გაეგება, შეტევა მარცხენა მხრიდან , პასი ხვიჩა ს,რომელსაც უმეტესად სამი დარაჯობს და რადგან სივრცე არა აქვს ბურთს უკან აბრუნებს თვითონ კი რ ი ვ ო კ ი თ წინ გარბის და ისევ პასის მისაღებად ემზადება და თავისუფლდება, ამ დროს კი რა ხდება? უკან დაბრუნებული პასი ან მარჯვნივ გადადის, ან უკან მეკარესთან ბრუნდება! თავისუფალ ხვიჩა ს არავინ ხედავს! გული მისკდება სიბრაზისგან! კარგი მისი თანაგუნდელი ვერ ხედავს ამ მომენტს, მაგრამ ის ფრანგი (რომლის ფ ა ბ ე რ ჟ ე ქართველს ხელით უჭირავს) რატომ არ დ ა ა რ ი გ ე ბ ს ბიჭებს რომ დაკვირვებით უყურონ ხ ვ ი ჩ ა ს მოძრაობას და..თავისუფალს პასი დაუბრუნონ!!..მაგრამ კლასი არ ყოფნით! თორემ ეს ბ ი ჭ ი , რომელიც გინდა დაცვას ფ ა ჩ ი კ ო ს გ ა რ მ ო ნ ი ვ ი თ დ ა შ ლ ი ს. .
სოსო
ტოპლიგაში, სადებიუტო სეზონში,შედეგიანობის რეკორდი დაამყარა,თანაც ის ფლანგის თავდამსხმელია და გოლების გატანა,მისი მთავარი მოვალეობა არ არის,იტალიის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და თუ ვინმეს,ეს ეცოტავება და უნდა,ხვიჩამ ფრთები გაიზარდოს და ასე იფრინოს, ბოდიში ბატონო,მაგას ვერ გააკეთებს. თვითონ სცადოს,იქნებ გამოუვიდეს!მე,ნებისმიერი ქართველისაგან გამიხარდება,ხვიჩაზე მეტის გაკეთება.
ბონდო ჯონდო 77
ხვიჩა კი არა მესი დარბის დაცვაში.კაი კაცო ნუ ჩავა და კიდევ 10 კაცი ირბენს რომ რამენაირად პასი ააწოდონ.ეგ ფეხბურთი 60 იანებში დამთავრდა.
ბონდო ჯონდო 77
მართალი ხარ ლას

ხოდა,არ არის ხვიჩა ცენტრფორვარდი,და რატომ თხოვთ ყოველ მატჩში გოლის გატანას?
ფაშისტი
ნუ ჩავა დაცვაში და არ დაიღლება. არ არის ხვიჩას საქმე უკან სირბილი. აი უკან უმდა ირბინოს ყველამ და ხვიჩას აწვდიდნენ კონტრშეტევაზე/ სანამ გუნდი მთლიანად ხვიჩაზე არ გადაეწყობა, ვერც რასპადორი უშველის, ვერც პოლიტანო და ვერც თვით ოსიმენიც კი.
O.K.
კარგი იყო რომ გაეტანა მაგრამ არაუშავს, ხომარ აუცილებია.. ჩვენ სავარძლებში მოკალათებული ვითხოვთ ფეხბურთელებისგან 100წუთი ისე ითამაშოს როგორც პირველ წუთებში, მაგრამ დაღლა თავისას შვება.. მადლობა ხვიჩ..
ძველი გულშემატკივარი
რა გინდათ ამ ბიჭისაგან? რაც შეუძლია მაქსიმალურად იხარჯება, თამაშობს, გვახარებს, სიამოვნებას გვანიჭებს. კომენტარების უმეტესობა უფრო საყვედურს გავს: ჩვენ შენ გბალელშიკობთ და შენ ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთში გამოანათ, კლასი არა გაქვსო და ა.შ. მთელი ევროპა აალაპარაკა, ოქროს ბურთის ნომინანტეში მოხვდა (თუნდაც მე-10 ნომრად), იტალიის (!!) საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ყველა თამაშში გარდატეხის შემტანია, ევროპისათვის შემოიტანა ახალი, სანახაობრივი სტილი და დაანებეთ რა თავი თქვენი შეფასებებით. სუსტ გუნდებთან ბურთის გატანას რაც შეეხება- არც პელეს, მარადონას და ზიდანს გაჰქონდათ მხოლოდ TOP გუნდებთან გოლები და ყველა მათგანს გოლების უმეტესობა კლასით დაბალ გუნდებთან ქონდათ გატანილი. რაც მთავარია: აიღეთ რეალის, ინტერის, მილანის, ბაიერნის გუნდური თამაში და შეადარეთ ნაპოლის ფაფხურს, როცა კვარაზე ნორმალური პასი ზოგჯერ ენანებათ კიდეც.
ბატონ გიორგი ბ-ს
მაგარი ობიექტური ბრძანდებით!
Naci
საღოლ :)))
giorgi
მილანის ოსტორიაში არ მახსენდება ეგეთი არაფრისგამკეთებილი მცველი :)))) არადა ჩვენთან ისე იხატება მალდინი ედგა და ნესტა აზღვევდა სიტუაცია :)))))))
ჯონი
100%
toti
უცნაურია ეგეთი ძლიერი მცველი არც იუვესთან ათამაშეს და არც პსჟ-თან.. ეტყობა კვარას გამო ყავთ გუნდში:)
გიორგი ბ
ზუსტად ამაშია საქმე რომ იღლება და წესიერად ვეღარ ურტყამს კარში. გაფანტულია 1 წელია ეს ბიჭი და 5 თამაშში ერთხელ გამოანათებს ხოლმე.100 მილიონიანი ფეხბურთელისთვის ვერონასთან და უდინეზესთან გოლები დიდი ვერაფერი ამბავია.ვიყოთ ობიექტურები!
las
არ აქვს ჯერ ის კლასი რაც საჭიროა. ესაა ფეხბურთი. ამ სპროტში ყველაზე ძნელი არის გოლის გატანა. ზოგი რომ ღლიცინებს ცარიელ კარში იტანენო. მაგ ცარიელ კარშიც გატანა უნდა და ბევრი ვერ ახერხებს. ამიტომაც ფასობს ყველაზე მეტად გოლეადორი. ცენტრფორვარდი
მამაგეიშვილის საგოლე პასი და "შტურმის" ზედიზედ მეოთხე ფრე
[VIDEO] ქვილითაიას გოლი, წიტაიშვილის მოპოვებული პენალტი და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" სახლში "ლაციოსთან" მარცხი განიცადა
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
"პატივი და ქება კვარაცხელიას - ჩემოდნებით ნეაპოლში უნდა გაიქცნენ" - კანჩელსკისი ფეხბურთელებს რჩევას აძლევს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
[VIDEO] "მილანის" ფანებმა რაფაელ ლეაოს დაუსტვინეს
უბერებელი ლუკა - 40 წლის ასაკში მოდრიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეათედ გახდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მილანი" არ გამოისყიდის - ფიულკრუგი ზაფხულში "ვესტ ჰემში" დაბრუნდება
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
ლეაო ტრანსფერზეა - "მილანი" პორტუგალიელი შემტევის გასხვისებაზე ფიქრობს
ლუის ენრიკე: "კვარა" უნიკალურია - სიამოვნებაა, რომ გუნდში მყავს
"ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩათი აღფრთოვანებულია
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა