გუშინ, 29 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-11 ტურში, "ვალენსია" "ბილბაოს" ესტუმრა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. "ღამურების" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, მიმდინარე სეზონში მორიგი შესანიშნავი მატჩი შეხვედრა ჩაატარა, ქართველმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ გადაარჩინა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

გიორგიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნულ ჯილდოს არ იმსახურებდა, რადგან ბოლო წუთზე "ბილბაომ" ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა.

"რთული მატჩი იყო, "სან მამესზე" თამაში მარტივი არასდროსაა. დღეს საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად არ ვყოფილვარ, ბოლო გაშვებული გოლის გამო ძალიან გავბრაზდი, კონცენტრაცია დაგვაკლდა, თუმცა შრომა უნდა გავაგრძელოთ და მეტი ვივარჯიშოთ", - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. "ღამურები" მორიგ მატჩს 5 ნოემბერს, "გრანადას" წინააღმდეგ გამართავს.

ბმბ
პირველად გავიგე, რომ დუშაშის გაგორების შანსი 12 დან 1 ყოფილა?! ორ კამათელს აგორებ, თითოს 6 წახნაგი აქვს, შანსი ამ დროს ბევრად ნაკლებია. ნუ დაწერთ იმას, რაც ღიმილისმომგვრელია და დასაცინი შეიძლება იყოს.
qomagi
ასეთი მიდგომით ძალიან შორს წავა ეს კაცი. წარმატებები, გიო! ყველაზე საიმედო ქართველი კიპერი ხარ გაბელიას დროიდან დღემდე (სხვებს არ მოვსწრებივარ)!!! შენ და ხვიჩა - უკვე ნებისმიერ ნაკრებს უნდა დაუდგე ტოლსწორად. იმედია გეღირსებათ ძლიერი მწვრთნელი, რომელიც ასეთ გუნდად შეგკრავთ!
რატი
კარგი კაცი ხარ, გიორგი. უკეთეს გუნდს იმსახურებ. წარმატებები!
ჟორა
ვახუნა, რაებს ბოდავ თუ იცი?
ვახუნა
ესეც გავაბუქეთ რა ეს ბიჭი.მსოფლიოს ნ1 გვგონია და ამ დროს 100 ეულში ან არის ან არ არის.
Master
ჩემი აზრით პირველ გოლში მიუძღვის ბრალი და არა მეორეში.აშკარად დაცვამ ჭამა მეორე ბურთი
Givi
მამარდა მაგრად იდგა გუშინ და საერთოდ ძალიან მაღალი დონის მეკარეა, ერთი ეგ არის მეორე გოლის დროს წინა სეზონშიც გაუშვა რამოდენიმე მასეთი ბურთი, მე ვფიქრობ ნამეტანი ხაზზე დგას, როცა ბურთი შორს არის და აშკარად უნდა ჩააწოდონ წინ უნდა გამოვიდეს 2-3 ნაბიჯით და მერე მოასწრებს ბურთზე თამაშს.
სოსო
ორივე გოლის დროს,მამარდა ისე მოიქცა,როგორც ბურთის მოგერიების მეტი ალბათობა ჰქონდა,მაგრამ ორივეჯერ ბურთი სხვანაირად წავიდა.ნარდში დუშაში რომ გააგორო,12-დან ერთი შანსია,მაგრამ ხანდახან,ორჯერ ზედიზედ გორდება ხოლმე და ამისი შანსი,144-დან ერთია.ალბათობის თეორიის სამართლიანობა,საკმარისად ბევრი შემთხვევითობების სტატისტიკაში დასტურდება,მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა,შესაძლებელია საშუალო მაჩვენებლისაგან რადიკალურად განსხვავდებოდეს.რა თქნმა უნდა გული აქვს დაწყვეტილი,მაგრამ საკუთარი თავის დადანაშაულება,მხოლოდ მისი სუბიექტური შეგრძნებების გამო აქვს.უკვე ლიდერად გრძნობს თავს და სალკუთარი თავისაგან მეტს მოითხოვს.ამ მატჩში,გიორგის მიერ ფეხით შორს შემოტანილი ბურთებიდან,რამდენიმე,პარტნიორს ზუსტად მიუვიდა.ადრე ასეთი რამე,არასოდეს ხდებოდა და ეს თვალში მომხვდა.იქნებ ფეხით თამაშსაც მიეცეს საშველი.

მომწონს დამოკიდებულება (attitude) , სწორი მენტალიტეტი აქვს
ilar10N YouTube
კარში რომც დარჩენილიყო, როგორც მაგალითად მერეტმა გააკეთა ჟირუს თავურისას, მაინც ვერ აიღებდა.. ის კიდევ შუაში წავიდა და,, ეს სუფთა კუთხეში მიდიოდა.. 1-ელი გოლის აღებაც შეიძლებოდა, უბრალოდ .. ხო, მაგ დროს ან ჩაწოდებას ელი ან შორეულ კუთხეში დარტყმას + ახლო კუთხესაც.. და ფეხებს ვერ დაკეცავ.. ნუ არ ვიცი რა.. იმედია გააანალიზებს ორივე მომენტს და შემდეგში ეგეთებსაც აღარ გაუშვებს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა