"ბორდოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანსის ჟიიო დარწმუნებულია, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის საგზურისთვის აუცილებლად იბრძოლებს
"ბორდოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანსის ჟიიო დარწმუნებულია, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის საგზურისთვის აუცილებლად იბრძოლებს.

"ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია სეზონი ხუთეულში დავასრულოთ. ვიცი, რომ "ლილს", "ლიონს" "მარსელსა" და პსჟ-ს ჩვენზე მეტი შესაძლებლობები აქვთ. შესაბამისად, მათ უფრო მაღალი მიზნებისთვის შეეძლებათ ბრძოლა. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ლიდერთაგან რომელიმეს ფეხი დაუცდეს და ამით ჩვენ შეგვეძლება სარგებლობა. იმისთვის, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი შევკრათ, მოთმინებაა საჭირო. ხომ ხედავთ, სრულიად ახალ გუნდს ვაყალიბებთ. მინდა ვისურვო, რომ ხელმძღვანელობამ და გულშემატკივარმა მშვიდი მუშაობის საშუალება მოგვცენ".

2008/09 წლების საჩემპიონო შემადგენლობიდან "ბორდოში" თითო ოროლა ფეხბურთელი თუ შემორჩა. ერთ-ერთი ასეთი ბრაზილიელი ჟერალდო ვენდელი იყო, ვინც გუშინ "სენტ-ეტიენთან" გააფორმა 3-წლიანი კონტრაქტი. ჟირონდელები "მწვანეებისგან" 29 წლის ნახევარმცველში 1,5 მილიონ ევროს მიიღებენ. მართალია ახალ გუნდში ვენდელი წელიწადში მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, მაგრამ ის მაინც უფრო ცოტა იქნება, ვიდრე მას "ბორდო" უხდიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს